„გასულ წელს გაზეთის ერთ-ერთ ნომერში წავიკითხე, რომ დაკონსერვებული თევზი, კერძოდ ჭიჭყინა პომიდვრის სოუსში სასარგებლოა. გთხოვთ, შემახსენეთ, თუ რა მიზნით ხდება მისი გამოყენება. პატივისცემით, ი. პ.“
დიახ, ნამდვილად, გაზეთის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, მარია ტივოდარმა თავისი გამაჯანსაღებელი რეცეპტი გაგვიზიარა. გთავაზობთ უცვლელად.
„გაზეთის „ხანგრძლივი ცხოვრების“ ერთ-ერთ ნომერში გამომწერი ფეხის კრუნჩხვების შესახებ დახმარებას ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ კრუნჩხვებს ხშირად ორგანიზმში მინერალური ნივთიერებების ცვლის დარღვევა, კერძოდ კალციუმის იონების შეწოვა იწვევს. ამ პროცესების რეგულირება კი საკმარისი რაოდენობის D ვიტამინის და ფოსფორის მიღებით ხვდება. ჩვეულებრივ, ჭიჭყინა მათ საკმარისი რაოდენობით შეიცავს.
ფეხის კრუნჩხვების დროს მკითხველებს ჩემი მეთოდის გამოყენებას ვურჩევ. 1 აბი კალციუმი CaD3 დღეში 2-ჯერ უნდა მიიღოთ. ყოველდღიურ რაციონში კი დაამატეთ: 50 გრ ყველი, ჭიჭყინას კონსერვი ( 1 ქილა 2 დღე გეყოფათ) და 250-300 მლ რძე. ჩამოთვლილი პროდუქტები და მედიკამენტი 2 თვის განმავლობაში მიიღეთ. ორგანიზმი კალციუმით, ფოსფორით, D ვიტამინით გამდიდრდება და კრუნჩხვებიც გაქრება.
წარმატებას გისურვებთ! ღვთის წყალობით განიკურნეთ!
პატივისცემით, მარია ტივოდარი“