როგორ მოვამზადოთ ლეგენდარული ტორტი კეფირზე, სტუმრებსაც გაუმასპინძლდებით და მეუღლესაც ასიამოვნებთ.

586
ფოტო: YouTube

ამ ტორტს დედაჩემი მიცხობდა, როცა პირველ კლასში ვიყავი. ახლა კი ჩემი ქალიშვილიც, რომელიც სექტემბერში მესამე კლასში გადავა, სიამოვნებით ტკბება ამ გემრიელი დესერტით. თანაც, არამხოლოდ შეექცევა, არამედ თითქმის დამოუკიდებლადაც (ღუმელის ჩართვა-გამორთვის გარდა) შეუძლია ტორტის მომზადება.

ეს კი იმიტომ, რომ ამ რეცეპტით ტორტის მომზადება მარტივი და სასიამოვნოა. მას ხელმისაწვდომი ინგრედიენტები სჭირდება, უპრეტენზიოა ცხობისას, ხოლო სწრაფი – ჭამისას. რაც მთავარია, იგი ძალიან გემრიელი, ნაზი და საკმაოდ დაბალკალორიულია.

კეფირზე მომზადებული ტორტი.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მარტივ რეცეპტს, რომლითაც მოამზადებთ კეფირის ტორტს არაჟნის კრემით. მცირეოდენი ძალისხმევა და გემრიელი დესერტი უკვე სუფრაზე გაჩნდება!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 2 კვერცხი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. ნებისმიერი მურაბა (უმჯობესია ალუბალი ან მოცხარი)
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 2 ჩ.კ. სოდა
  • 1.5-2 ჭიქა ფქვილი
  • 5 გ მარგარინი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 0.5 ლ არაჟანი
  • 0.4 ჭიქა შაქარი

მომზადება

  1. მოსახერხებელ ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაუმატეთ მურაბა, კეფირთან შერეული სოდა და ფქვილი.
  2. კარგად მოურიეთ ცომს. უნდა გამოგივიდეთ თხელი კონსისტენციის მასა. ისეთი, რომ კოვზიდან თავისუფლად წვეთავდეს.
  3.  წაუსვით საცხობ ფორმას ცოტაოდენი მარგარინი და ჩაასხით ცომი. შეგიძლიათ გააკეთოთ ორი ფირფიტა, თუმცა მე მაღალკიდეებიან ფორმას ვიღებ და ერთბაშად ვაცხობ.
  4. აცხვეთ ფირფიტა 180 გრადუსზე, 25 წუთის განმავლობაში.
  5.  თითოეული ფირფიტა დაჭერით ორ ნაწილად ისე, რომ ოთხი ფირფიტა მიიღოთ. ასევე, ფირფიტები შეგიძლიათ მურაბიანი წყლით ან სიროფით გაჟღინთოთ.
  6. ახლა არაჟნის კრემის მომზადების დროა. ღრმა თასში ჩაყარეთ შაქარი და დაუმატეთ სქელი არაჟანი. კარგად მოურიეთ. მიქსერით ათქვიფეთ ისე, რომ შაქრის კრისტალები სრულად გაიხსნას, კრემი კი ჰაეროვანი და ნახვრეტებიანი გახდეს.
  7.  წაუსვით ფირფიტებს კრემი და მორთეთ გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!

თუ მაცივარში ნახევარი ლიტრი კეფირი გაქვთ და მისი დალევა არ გინდათ, გამოაცხვეთ კეფირის მარტივი ტორტი. ეს დესერტი არამხოლოდ ნაზი გემოთი, არამედ მომზადების სიმარტივითაც გამოირჩევა. მისი მორთვა შეიძლება ათქვეფილი ნაღებით, შოკოლადის სართით, კაკაოთი, თხილით ან საშინაო ბეზეთი. იმედია, უახლოეს დღესწაულზე ეს რეცეპტი გამოგადგებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს