რატომ ეზრდება ორქიდეას ფესვები მიწის ზემოთ და როგორ შევაჩეროთ ის.

1100
ფოტო: ocvetah

ორქიდეა – ეს ის მცენარეა, რომელიც ბუნებაში ტროპიკულ არეალში ცხოვრობს, ამიტომაც ითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, განსაკუთრებული აგებულების გამო.

ამ მცენარის ჰაეროვანი ფესვები სავსებით ნორმალურია. ბუნებრივ საცხოვრებელ პირობებში, მას საერთოდ მიწის გარეშე შეუძლია ცხოვრება, საკვებ ნივთირებებს კი ჰაერისა და ხეების ფესვებისგან იღებს.

ორქიდეის ფესვების პირველი ფუნქციაა მცენარის უზრუნველყოფა ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია მისი სრულყოფილი ზრდისთვის. მეორე – სუბსტრატში ან ხეზე ფიქსაცია.

ორქიდეას ფესვები მწვანეა. ისინიც კი, რომლებიც სუბსტრატშია მოქცეული, მწვანე შეფერილობისაა. ისინი სავსეა ქლოროფილით, რომლის გააქტიურებისთვისაც მზის სინათლეა საჭირო. ამიტომაცაა რეკომენდებული ყვავილის დიდ გამჭვირვალე ქოთანში ჩარგვა.

ორქიდეას საჰაერო ფესვები

გამუქებული ყავისფერი, ნაცრისფერი, რუხი შეფერილობის ფესვები მცენარის დაავადებაზე მეტყველებს. თუ მცენარეს ასეთი ფესვები ნაწილობრივ აქვს, გირჩევთ, ისინი მოჭრათ, რათა დაავადება არ გავრცელდეს მთელ ყვავილზე.

ფესვები, რომლებიც სუბსტრატის ზემოთ იზრდება, ჩვეულებრივ, არ მუქდება. მას საჰაეროს უწოდებენ. მათი მოჭრა, თუ ისინი ცოცხალია, არ შეიძლება. ამ ფესვების მდგომარეობის შესამოწმებლად, ჩადგით ორქიდეა გამდინარე წყალში. ცოცხალი საჰაერო ფესვები უფრო მკვეთრი, მტკიცე და გლუვი გახდება.

დაღუპული ფესვები საერთოდ არ შეიცვლება, ისინი უნდა მოჭრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარეს დააჭკნობენ, ხელს შეუშლიან ფესვთა ახალი სისტემის ჩამოყალიბებას.

დაუშვებელია საჰაერო ფესვების მოჭრა ორქიდეას ყვავილობის დროს. მცენარემ შეიძლება განიცადოს სტრესი და შეწყვიტოს ყვავილობა.

როცა გარეთ ძალიან ბევრი ფესვი გამოდის, არც ესაა კარგის ნიშანი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს

  1. გახმობა. როცა ორქიდეა ძალიან იშვიათად ირწყვება, იგი საჰაერო ფესვებს თავდაცვისთვის იყენებს. გარეთ გამოსული ფესვები წყალს ჰაერიდან იღებენ.
  2. დაობება. პრეტენზიულ ორქიდეას არ უყვარს როგორც ჰაერის სიმშრალე, ისე ტენის სიჭარბეც. ბუნებრივ პირობებში, იგი დამოუკიდებლად არეგულირებს სითხის მიღების რაოდენობას ტოპიკული ჰაერიდან. თუმცა, ჩვენს რეგიონებში იგი, ოთახის მცენარის მსგავსად, სუბსტრატში იზრდება. თუ ფესვებს ზედმეტ წყალს დაასხამთ, ისინი დაობდება. ქოთანში ჭარბი ტენიანობის, სინათლის უკმარისობისა და ჰაერის დაბალი ტემპერატურის დროს, ფესვები გარეთ გამოდის.
  3. გახევება. თუ ორქიდეას ბევრი საჰაერო ფესვი აქვს და, ამასთან, მათ მკვრივი, გახევებული სტრუქტურა აქვთ, ესე იგი, მიწისქვეშა ფესვები დიდი ხნის წინ გახევდა – მცენარე დაბერდა.

როგორ მოვაჭრათ მცენარეს დაზიანებული ფესვები

  1. მოამზადეთ ინსტრუმენტები: ბასრი დანა ან ბაღის სეკატორი. დაამუშავეთ ინსტრუმენტი სპირტით, ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
  2. ფრთხილად ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან. დაფერთხეთ, მიწის მოსაშორებლად. დაათვალიერეთ მთელი ფესვთა სისტემა. მოაჭერით დაზიანებული ან გამხმარი მონაკვეთები. მოჭრისას ხელით დაიჭირეთ ფესვის ჯანმრთელი მონაკვეთი.
  3. გადაჭრის ადგილი დაამუშავეთ პერმანგანანტის, ფუნგიციდის ან ხის ან გააქტიურებული ნახშირის ხსნარით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ფესვები ვიტამინების ხსნარში 15 წუთით ჩაალბოთ, მათ შესასუქებლად. ამისთვის შეურიეთ თითო ამპულა В, В1 და В12 ვიტამინები.

ფესვების მოჭრის შემდეგ, ორქიდეა ახალ ნიადაგში უნდა ჩარგოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს