არ არსებობს დღესასწაული, რომელიც ტკბილი საკონდიტრო ნაწარმის გარეშე ჩაივლის. დესერტი არის ის, რისთვისაც კუჭში ადგილი უნდა შემოინახოთ. დიასახლისის სამეფო კერძი, აუცილებელი დელიკატესი და არც თუ ისე სასურველ ფუმფულა ფორმებში დამნაშავე – ტორტია.
ხაჭოს „ნაპოლეონი“
კლასიკურ რეცეპტში ხაჭო არ შედის, მაგრამ სწორედ ხაჭოს დახმარებით ცომი უფრო რბილი და წვნიანი გამოდის. ამ ტორტის სადღესასწაულო გარეგნობის შემხედვარე ნერწყვების ყლაპვას დაიწყებთ და ცდუნებას ვერ გაუძლებთ. თქვენთვის „პაპარაცმა“ ხაჭოს „ნაპოლეონის“ რეცეპტი იპოვა, რომელიც ოჯახის წევრებს გულგრილს ვერ დატოვებს.
ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 500 გრ ფქვილი
- 170 გრ შაქარი
- 100 გრ კარაქი
- 400 გრ ხაჭო
- 8 გრ ვანილი
- 2 კვერცხი
- 10 გრ გამაფხვიერებელი
კრემის ინგრედიენტები:
- 1,5 ლ რძე
- 250 გრ შაქარი
- 6 კვერცხი
- 200 გრ კარაქი
- 10 გრ ვანილი
- 4 ს/კ ფქვილი
- 3 ს/კ სახამებელი
მომზადება:
- ხაჭო ღრმა თასში ჩაყარეთ, შაქარი, ვანილი და კვერცხი დაუმატეთ.
- დარბილებული კარაქი დაუმატეთ და ხაჭოს ნარევს ხელით კარგად აურიეთ.
- თანდათანობით გამაფხვიერებლეთან და ვანილთან ერთად გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. რბილი ცომი მოზილეთ, რომელიც ხელებზე არ მოგეკვრებათ.
- ცომი 7 თანაბარ ნაწილად გაყავით და მაცივარში 30 წუთით შეინახეთ.
- პერგამენტის ქაღალდზე ცომის ნაწილი თხელ ფენად გააბრტყელეთ, ზემოდან 20 სმ დიამეტრის თეფში დაადეთ და ცომის კუთხეები მოაჭერით.
- ბისკვიტის ფენა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5-7 წუთით აცხვეთ, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.
- ცომის ნარჩენებიც უნდა გამოაცხოთ და შემდეგ ბლენდერით ან დანით დააქუცმაცოთ, რომ ბოლოს მზა ტორტს მოსართავად მოაყაროთ.
- კრემის მოსამზადებლად 1,2 ლ რძე სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ.
- თასში დარჩენილი 300 მლ რძე, კვერცხი, ვანილი, შაქარი, სახამებელი და ფქვილი აურიეთ.
- წვრილ-წვრილად კვერცხის ნარევი მდუღარე რძეს დაუმატეთ და შეუჩერებლივ აურიეთ. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.
- მზა კრემს კარაქი აურიეთ და გათეთრებამდე ათქვიფეთ.
- ტორტი ააწყვეთ და მთელი ღამე მაცივარში შეინახეთ.
- ბოლო დეტალი – გაჟღენთილ ტორტს დაქუცმაცებული ბისკვიტის ფენა მოაყარეთ. ხაჭოს „ნაპოლეონი“ მოხარშული კრემით მზადაა, დროა ჩაი დაასხათ.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს