გაყინულ თითებს სამედიცინო სახელწოდება აქვს – რეინოს დაავადება და რეინოს სინდრომი. მსგავსი შეგრძნებები შეიძლება ნებისმიერა ადამიანმა განიცადოს. თუმცა, ვიღაცამ ამისთვის თითები გაყინულ წყალში უნდა ჩაალაგოს, სხვებს კი ისიც ჰყოფნით, რომ გარეთ ცივ ამინდში თხელი ხელთათმანებით გავიდნენ.
ამ დროს თითები თეთრთება და მოცისფრო ელფერსაც კი იდებს. გათბობის შემდეგ – წითლდება და სივდება. სისხლის მიმოქცევის აღდგენას, ხშირად, თან ახლავს ტკივილი, რომელიც გადაციების შემდეგ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და აუტანელიც კი იყოს.
ამის მიზეზი ორგანიზმის სინაზე სულაც არ გახლავთ. პათოლოგიის ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს მემკვიდრული მიდრეკილება, ვეგეტატიური ნერვული სისტემის ზედმეტი აქტივობა, შემაერთებელი ქსოვილის ესა თუ ის დეფექტი, ცნს-ს ტრავმები, ემოციური პრობლემები…
რაც არ უნდა იწვევდეს აღნიშნულ პრობლემას, შეგრძნებები მაინც უსიამოვნოა. სწორედ ამიტომ, არ უნდა შეეგუოთ მათ და არ უნდა ჩათვალოთ თქვენი ორგანიზმის თავისებურებად. რეინოს დაავადება და სინდრომი, ჩვეულებრივ, სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს. მიუხედავად ამისა, სერიოზულ შემთხვევებში, თითები შეიძლება დასუსტდეს და დაკარგოს მგრძნობელობა, ამიტომ ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ, თუ გეჩვენებათ, რომ სიტუაცია უარესობისკენ იცვლება.
ხოლო იმისათვის, რომ მოვლენების ასეთი განვითარება აიცილოთ თავიდან, ეცადეთ, ცხოვრების წესი შეცვალოთ:
- იმოძრავეთ. მოძრაობა აჩქარებს სისხლის მოძრაობას და ხელს უწყობს პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოებას. შეასრულეთ რამდენიმე ენერგიული სავარჯიშო სიცივეში გასვლამდე – ეს გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე უკვე გაყინული თითების გათბობა.
- ავარჯიშეთ სისხლძარღვები. დახურულ შენობაში ცხოვრება, უცვლელ ტემპერატურაზე, ასუსტებს თერმორეგულაციის მექანიზმებს. სიცხისა და სიცივის მონაცვლეობა ავარჯიშებს მათ. აბანო და საუნა, კონტრასტული შხაპი, ფეხშიშველი სიარული, თოვლის შეზელა სხეულზე – ეს ყველაფერი სასარგებლოა. თუ ცივი პროცედურების არ გეშინიათ, დაიწყეთ ფეხებისა და ხელების კონტრასტული აბაზანებით. ეს ყველაფერი გაზრდის სიცივის ამტანობას.
- რკინა მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. ქალების სხეულის ზედაპირის ტემპერატურა უფრო დაბალია, ვიდრე მამაკაცების. ცივი ხელები და ფეხები კი უფრო ხშირად ქალებს აწუხებთ, რადგან რკინის დეფიციტიც მათ უფრო ხშირად ემართებათ. ამ მიკროელემენტის უკმარისობა მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულატორულ მექანიზმებზე. სისხლის უმარტივესი ანალიზი გიჩვენებთ, მართლა ამაში მდგომარეობს თუ არა თქვენი პრობლემა. თუ გემოგლობინის მაჩვენებელი დაბალია, ეცადეთ, რკინა ნორმამდე აიყვანოთ: მიირთვით ამ ელემენტით მდიდარი პროდუქტი, მიიღეთ პოლივიტამინები, ხოლო, ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში, რკინის პრეპარატებიც. რკინას შეიცავს: ბატისა და საქონლის ხორცი, ღვიძლი და სხვა ორგანოები (არა ხშირი მოხმარებისთვის, თუმცა იშვიათად, დიეტის მრავალფეროვნებისთვის), ხამანწკები (მხოლოდ მოხარშული), მწვანე ბოსტნეული – ხახვი, ისპანახი, ახალგაზრდა თალგამისა და ბოლოკის ფოთლები, მდოგვი, სტაფილო, სალათის ფოთლები, ბაბუაწვერას ფოთლები, ჭინჭარი, ღოლო; გოგრა, ნიორი, კარტოფილი კანიანად, ოსპი, პირშუშხა, ლობიო, კიტრი; ზღვის კომბოსტო; სარდინები, სოიოდ პროდუქტები; ვაშლი, მსხალი, ტყის მარწყვი, ალუბალი, ნებისმიერი ჩირი, ჟოლო, მარწყვი, ატამი, ქლიავი, მოცვი.
- სკუმბრია და სხვა ცხიმიანი თევზები ამცირებს ხელებისა და ფეხების სისხლძარღვების სპაზმს და საერთო ჯამში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მიირთვით ეს პროდუქტი წლის ცივ პერიოდში.
- მიიღეთ მეტი სითხე. გაუწყლოება ორგანიზმში ამცირებს სისხლის მოცულობას. დიდი ფინჯანი ცხელი ბულიონი საუკეთესო ვარიანტია სახლიდან გასვლამდე დასალევად. ბალახის ჩაი თაფლით, ასკილის ნაყენი ან შინ მომზადებული ლიმონათი განსაკუთრებით სასარგებლოა წლის ცივ პერიოდში. მინიმუმამდე დაიყვანეთ კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარება – ისინი ავიწროებს სისხლძარღვებს.
- მავენა პასიური მწევლობაც. თამბაქოს კვამლი უარყოფითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, მიუხედავას იმისა, თქვენ ეწევით თუ თქვენ გარშემო მყოფები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!