განიკურნეთ კატარალური პროქტოსიგმოიდიტისგან ბალახეული სანთლებით.

74
ფოტო: Bernd Haynold & Jeantosti on wikipedia

დიდი ხანია, კატარალური პროქტოსიგმოიდიტი, კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტული უკმარისობა და დისბაქტერიოზი. 2 წელიწადში 10 კგ დავიკელი. მინდა სპეციალისტის რჩევა მოვისმინო ჩემს მდგომარეობასთან დაკავშირებით. პატივისცემით, ს.ი.

წერილს პასუხობს კლუბ “ჯანმრთელობას” დირექტორი, ექიმი-ფიტოთერაპევტი, ბორის სკაჩკო.

იმის გათვალისწინებით, რომ ქალს კატარალური პროქტოსიგმოიდიტი აქვს (ფაქტობრივად, ანთებითი პროცესი სწორი ნაწლავის ბოლო მონაკვეთებში), ადგილობრივად, როგორც ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელი საშუალება, უნდა გამოიყენოს ღორის შინაგან ქონზე, ფარსმანდუკის ბალახითა და გულყვითელას ყვავილებით დამზადებული სანთლები.

10 გ ქონზე აიღეთ 2-2 ს.კ. ორივე მცენარე და 5-7 წუთით გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, რათა აქტიური ნივთიერებები ქონში გადავიდეს. მოურიეთ და ოდნავ გააგრილეთ იმ ტემპერატურამდე, რომ ჯერ კიდევ შეიძლებოდეს მასის გადაწურვა საცერში ან მარლაში.

მარლის გამოყენებითვე დაამზადეთ 1.5-2 სმ სიგრძისა და ნეკა თითის სისქის სანთლები, შედგით მაცივარში ან საყინულეში. შეიყვანეთ უკანა ტანში დღეში რამდენჯერმე.

რაც შეეხება კუჭქვეშა ჯირკვალს, წერილის ავტორმა რაციონიდან უნდა ამოიღოს ნებისმიერი ნედლი კენკრა, ხილი და ბოსტნეული, რომელიც ჯირკვალს აღიზიანებს. დისბაქტერიოზის დროს ძალიან სასარგებლოა მოხარშული ბოსტნეული, რომელიც კუჭს აუცილებელი ცელულოზათი უზრუნველყოფს.

ამასთან, ქალბატონმა მცირე ულუფებად, თუმცა ხშირად უნდა მიიღოს საკვები, რათა კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტი არ შეკავდეს. საკვები უნდა იყოს ზომიერად გემრიელი, მინიმალური ცხიმებით, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული.

არ შეიძლება ხორცისა და თევზის მოხმარება. ბოსტნეულის, ხილისა და ცილების მიღება 4:1 თანაფარდობით უნდა მოხდეს. რაც უფრო მწვავეა დაავადების მიმდინარეობა, მით უფრო ნაკლებად გემრიელი უნდა იყოს საკვები. აგრეთვე, შეზღუდეთ ტკბილეულის, მაგარი ჩაისა და ყავის, მთლიანი რძის მოხმარება, უპირატესობა მიანიჭეთ რძემჟავის პროდუქტებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს