ბოლოს, როცა ნაყიდი ნაპოლეონი ვჭამე, იმედი გამიცრუვდა. ფირფიტები უცნაური კრემით იყო გაჟღენთილი, მჟავე მაიონეზს ჰგავდა. საერთო ჯამში, მაშინ მომინდა, თავად მომემზადებინა ტორტი. როცა ჩემი დიდი ბებიას რეცეპტების წიგნში ამ დესერტის რეცეპტი ვიპოვე, მივხვდი, რომ ეს ნიშანი იყო და მომზადებას შევუდექი.
კლასიკური ტორტი “ნაპოლეონი”
ასეთი ტორტის მომზადებაში რთული არაფერია, მთუმცა, დიდი რაოდენობით თავისუფალი დრო ნამდვილად გჭირდებათ. შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს, განსაკუთრებით, თუ არამხოლოდ შაქრიან კარაქის კრემს, არამედ ნამდვილ, უხვ მოხარშულ კრემს მოამზადებთ. გირჩევთ, ახლავე ჩაიწეროთ “ნაპოლეონის” საუკეთესო რეცეპტი და დაუყოვნებლივ შეუდგეთ მის მომზადებას.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 1.2 კგ ცომი
- 250 მლ რძე
- 400 გ კარაქი
ინგრედიენტები კრემისთვის
- 3 კვერცხის გული
- 100 გ შაქარი
- 500 მლ რძე
- 3 ს.კ. ფქვილი
მომზადება
- გაცერით ფქვილი და შეურიეთ ოთახის ტემპერატურის კარაქს, ერთგვაროვანი ნამცეცების მიღებამდე.
- ფქვილის მასას დაუმატეთ 1 ჭიქა რძე და მოზილეთ ცომი. უნდა გამოგივიდეთ ელასტიური, ცხიმიანი, თუმცა არა წებოვანი მასა.
- დაყავით ცომი 14 თანაბარ ნაწილად. შემდეგ თხლად გააბრტყელეთ თითოეული ნაჭერი.
- მოათავსეთ გაბრტყელებული ცომი საცხობ ლანგარზე და მოაჭერით კიდეები. გამოიყენეთ 28 სმ დიამეტრის ფორმა. დაჩხვლიტეთ ფირფიტები ჩანგლით და მოჭრილ კუთხეებთან ერთად აცხვეთ 200 გრადუსზე, 5-7 წუთით. გამოაცხვეთ ასე ცომის ყველა ნაწილი.
- გააგრილეთ ფირფიტები. მოჭრილი კუთხეები დააქუცმაცეთ.
- მოამზადეთ კრემი: 3 კვერცხის გულს შეურიეთ შაქარი გაღიავებამდე, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- გააზავეთ კვერცხის მასა ცოტაოდენ რძესთან, დანარჩენი რძე კი აადურეთ. შეურიეთ დარჩენილი მასა რძეს. დაელოდეთ მასის გასქელებას და გააგრილეთ მოხარშული კრემი.
- შემდეგ ათქვიფეთ კარაქი და შაქარი და თანდათან დაუმატეთ მოხარშული კრემი (მასა მიქსერით უნდა თქვიფოთ).
- ააწყვეთ ტორტი, წაუსვით თითოეულ ფირფიტას კრემის თხელი ფენა, უკვე აწყობილი ტორტი დაკრემეთ გვერდებზეც და მოაყარეთ წინასწარ მომზადებული ხრაშუნა ნამცეცები.
- დაახურეთ “ნაპოლეონს” დაფა და დაადეთ რამე სიმძიმე. გააჩერეთ ასე მთელი ღამით მაცივარში, მეორე დღეს არ დაგავიწყდეთ ტორტის ზედა ნაწილზე კრემის წასმა და დარჩენილი ნამცეცების მოყრა.
მეორე დღეს ტორტი ცოტათი გაბრტყელდება და კარგად გაიჟღინთება ჰაეროვანი კრემით. თუ 14 ფირფიტის გამოცხობა გეზარებათ, რა თქმა უნდა, მათი რაოდენობის შემცირება ან უფრო პატარა ფორმის აღება შეგიძლიათ. დიდებულ კლასიკურ შინ მომზადებულ “ნაპოლეონს” მაღაზიის ანალოგთან საერთო არაფერი ექნება!
გემრიელად მიირთვით!