ლიპომას მკურნალობა ხალხური მეთოდებით

3435

„გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ მოვიშორო ლიპომები ქირურგიული ჩარევის გარეშე. პატივისცემით, ევა“.

წერილს ექიმი ფიტოთერაპევტი, ვიაჩესლავ ვარნავსკი პასუხობს.

ლიპომა ან, როგორც მას უწოდებენ, ცხიმგროვა კანის ცხიმოვანი სიმსივნეა, რომელიც კეთილთვისებიან და არც თუ ისე საშიშად ითვლება. ის სხეულის სხვადასხვა ნაწილში გვხვდება. მისი წარმოშობის მიზეზად ცხიმოვანი ქსოვილების ფორმირების მეთოდებში სხვადასხვა გენეტიკურ გადახრას მიიჩნევენ. ხალხურ მედიცინაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ცხიმგროვას ორგანიზმში წიდების დაგროვება იწვევს, მაგრამ ამის მეცნიერული მტკიცებულება ჯერ არ არსებობს.

ლიპომა ძალიან ხშირად მრავალჯერადია. ითვლება, რომ ნატურალური პროდუქტების, სამკურნალო ბალახების და მცენარეების, ასევე სხვა ხალხური საშუალებების მიღება საკმარისია, რომ ლიპომები სამუდამოდ მოიშოროთ.

ხალხური საშუალებებით ლიპომას შიგნით მკურნალობის ძველი მეთოდები არსებობს. წინაპრები ცხიმგროვას შინაურული ქათმის კვერცხის თხელი გარსის დახმარებით იშორებდნენ: უბრალოდ ცხიმგროვას კვერცხის თხელ გარსს ადებდნენ და ასეთ კომპრესს დღის განმავლობაში რამდენჯერმე ცვლიდნენ. მეორე დღეს ცხიმგროვას წითელი თიხის, მცირე მარილის და მჟავე რძის ნარევის კვერს ადებდნენ.

თუ ლიპომას ზომას 3 სმ-ზე მეტი არაა, რეკომენდებულია სუროს ბალახის ნაყენის კომპრესი. ნაყენის მისაღებად სუროს ფოთლებით და ღეროებით ნახევარლიტრიანი ქილის ნახევარი გაავსეთ, არაყი დაასხით, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და 3 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ. ამის შემდეგ სპირტი გადაასხით, დაყენებული ბალახი გაწურეთ, 2 ს/კ გახეხილი დიასახლისის საპონი და ღუმელში გამომცხვარი 1 დაქუცმაცებული ხახვი დაუმატეთ. ასეთი ნარევი ცხიმგროვაზე კომპრესის სახით (მარლაში გაახვიეთ) გამოიყენეთ. მოქმედების გასაძლიერებლად კომპრესის დადების წინ ცხიმგროვაზე ვიეტნამის ვარსკვლავის ბალზამი წაისვით. კომპრესი დღეში 3-ჯერ აუცილებლად გამოცვალეთ. მკურნალობის კურსი – 3 თვე. შემდეგ 2-3 კვირა შეისვენეთ. მკურნალობის კურსი გაიმეორეთ. თუ ცხიმგროვის გაქრობა შეძელით, მკურნალობა ლიპომას გაქრობის შემდეგ კიდევ 2-3 კვირა გააგრძელეთ.

სამწუხაროდ, თუ ლიპომას ზომა მნიშვნელოვანად დიდია, მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული იქნება, თუმცა ქირურგიულ ჩარევას არ გირჩევთ. მისი ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნა იშვიათად ხდება, მაგრამ დაზიანების ზეგავლენით ლიპომა შეიძლება გახდეს ავთვისებიანი სიმსივნე მეზობელი ქსოვილების ინფილტრაციით. გახსოვდეთ! ხელით ცხიმგროვის გამოდევნა არ შეიძლება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს