თურქული სამზარეულო გვაოცებს თავისი დახვეწილი გემოსა და არომატის მქონე კერძების მრავალფეროვნებით. კულტურათა მხურვალე აღრევის წყალობით, იქაური მზარეულები წარმატებით ახამებენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციებს. სურნელოვანი სანელებლების მოხერხებულად გამოყენებით, თურქები შესანიშნავ წვნიანებსაც ამზადებენ.
ქვეყანაში მრავალფეროვანი პარკოსანი კულტურა მოჰყავთ, მათ შორის კი მეტად პოპულარულია ოსპი. მერჯიმექ ჩორბასი – თურქული სუპ-პიურეა, რომლის სახელიც სიტყვა-სიტყვით ოსპის წვნიანს ნიშნავს. ესაა ძალიან სასარგებლო და ნოყიერი წვნიანი, რომელიც ყველაზე დახვეწილ გურმანსაც მოეწონება.
დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით თურქული ოსპის წვნიანის მომზადებას.
წითელი ოსპის წვნიანი
ინგრედიენტები
- 200 გ წითელი ოსპი
- 1 ლ წყალი
- 1 თავი ხახვი
- სტაფილო ან კვახი
- 100 გ კარაქი
- ლიმონის წვენი
- 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა
- ფქვილი
- კურკუმა
- მარილი
მომზადება
- დაჭერით ბოსტნეული. ხახვი არ უნდა იყოს ძალიან წვრილი.
კვახი ან სტაფილო დაჭერით პატარა კუბებად. იგი კარგად რომ მოიხარშება, ბლენდერით უნდა დააქუცმაცოთ, ამიტომ დიდი ნაჭრები უფრო მოსახერხებელი იქნება. - ხახვი და კურკუმა შეწვით კარაქში. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი: 1 ს.კ. 1 თავ ხახვთან.
- მოაყარეთ სანელებლები: 0.5 ჩ.კ. წიწაკა და ძირაკი. შემდეგ დაუმატეთ ტომატ-პასტა და აჯიკა.
- ჩვენი კერძის ,თავარი პროდუქტი, რა თქმა უნდა, ოსპია. გარეცხეთ და ჩაყარეთ ქვაბში: 1 ჭიქა ოსპი 1 ლ წყალზე.
- დაასხით წყალი. მანამდე, ოსპი ბოსტნეულთან ერთად ცოტათი უნდა შეწვათ. ადუღეთ წვნიანი 10-15 წუთით, ნელ ცეცხლზე.
- ბლენდერით დაამუშავეთ წვნიანი. პიურე უნდა გამოგივიდეთ. დაუმატეთ ლიმონის წვენი და მარილი საჭიროებისამებრ.
- მოამზადეთ წვნიანის საკაზმი: აჯიკის, პაპრიკისა და წიწაკის ნარევი. წინასწარ შეწვით ინგრედიენტები კარაქში და დაუმატეთ მასა წვნიანს.
ამ ვიდეოში კი ნახავთ, როგორ ამზადებს სტალიკ ხანკიშიევი ოსპის სუპს თურქული რეცეპტით:
უგემრიელესი თურქული სუპ-პიურე მერჯიმექ ჩორბასი მზადაა. წვნიანს მიირთმევენ ლიმონთან ერთად – 1 ნაჭერი 1 ულუფაზე. წითელი ოსპი და კვახი მსუბუქი, თუმცა მკვებავი პროდუქტებია, რომლებიც ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით გააჯერებს. გემრიელად მიირთვით!