დედაჩემს ხატვა არ ეხერხება და ამის გამო ყოველთვის წუხდა. ეკლესიაში დადის და, როგორც ყველა მორწმუნე, მოუთმენლად ელის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მიუხედავად იმისა, რომ ხატვის ნიჭი არ აქვს, მაინც ყოველ წელს ღებავს და ალამაზებს კვერცხებს. მისი აზრით, კვერცხების შეღებვა სულისთვის განსაკუთრებული პრაქტიკაა.
ქვემოთ წარმოგიდგენთ მეთოს, რომელსაც დედაჩემი არ ღალატობს კვერცხებს შეღებვის დროს. იგი მარტივია და, შესაძლოა, მას უკვე იცნობთ. მისი განსაკუთრებულობა ნატურალობაში, ბუნებრივ ელემენტებშია. აი, როგორ გამოსდის დედაჩემს ეს შესანიშნავი ნახატები.
ერთხელ, როცა ძალიან პატარა ვიყავი, დედაჩემმა ჩვენი ტალღოვანი თუთიყუშის ბუმბულით განსაკუთრებულად მოხატა კვერცხი. ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ დღემდე არ დამვიწყებია. მაშ ასე, მსგავსი სილამაზის მოსამზადებლად ბევრი არაფერი დაგჭირდებათ:
სააღდგომო კვერცხების დეკორი
- ძაფები
- კვერცხი (ყავისფერები უფრო ლამაზი გამოდის)
- კაპრონის კოლგოტი
- ხახვის ყავისფერი კანი
- დიდი ქვაბი
- სხვადასხვა მცენარის ფოთლები, კამა, ოხრახუში, მწვანე ხახვი, საყვარელი მცენარეების ღეროები, ფრინველების პატარა ბუმბულები
სააღდგომო კვერცხები შეღებვა ძველებურად
- ამ მეთოდისთვის დიდი რაოდენობით ხახვის ნაჭუჭი დაგჭირდებათ. დაახლოებით 3 კგ ხახვი უნდა გაფცქვნათ, დაასხათ წყალი და აადუღოთ. უნდა მიიღოთ გაჯერებული ხსნარი. გახვეული კვერცხი ქვაბის ფსკერზე, ხახვის ნაჭუჭის ქვეშ უნდა მოაქციოთ. 10 წუთში კვერცხი ამოიღეთ, იგი მოიხარშება, ნახატი კი საჭიროებისამებრ დარჩება.
- როგორ გავახვიოთ კვერცხი: ელემენტარულად. მიადეთ კვერცხს სასურველი ფორმა, შემდეგ მოათავსეთ კოლგოტში, მჭიდროდ შეკარით ძაფით. კუდი მოჭერით.
- ლამაზი ნახატებისთვის შეგიძლიათ რეჰანისა და ბზის გამოყენებაც. ექსპერიმენტებისთვის გზა ხსნილია.
- რა თქმა უნდა, კვერცხის შეღებვისთვის უამრავი გზა და იდეა არსებობს. თუმცა, დედაჩემის მეთოდი ძველია, ბავშვობიდან ვიცნობ, ამიტომაც ყველაზე მეტად ვაფასებ.
კვერცხის შეღებვის იდეები
1. დახვეწილი მაქმანი
კვერცხი ასე რომ შეღებოთ, იგი უნდა გაახვიოთ მაქმანის ქსოვილში და დაამაგრეთ რეზინით. შემდეგ ჩადეთ კვერცხი საღებავში. აირჩიეთ გაჯერებული ფერი, რათა ფიგურები კარგად ჩანდეს მის ფონზე.
2. გაზაფხულის სიყვარული
დეკორი ფოთლებით, ღეროებით, ყვავილებით – უბრალო და მარტივი გადაწყვეტილებაა. ასეთი კვერცხი უჩვეულოდ და ბუნებრივად გამოიყურება.
3. ლაკონიური ხაზები
ძალიან მარტივი, თუმცა ულამაზესი იდეა.
4. ფერადი მოზაიკა
საინტერესო დეკორი იქნება თავად კვერცხის ნაჭუჭიც. შეღებეთ იგი და დააწებეთ კვერცხს პვა-წებოთი.
5. ბუნებრივი სილამაზე
კვერცხის ნატურალური ფერი ისედაც კარგია. თეთრი ფლომასტერით შესრულებული დახვეწილი ნახატები ან პატარა სტიკერები მის სილამაზეს გაუსვამს ხაზს.
6. ვინტაჟი
ასეთივე შედეგს მიიღებთ დეკუპაჟის ტექნიკით. ამისთვის დაგჭირდებათ წვრილნახატიანი ხელსახოცები და კლეისტერი (2 ჩ.კ. სახამებელი და 50 მლ წყალი). წებოს სახით ცილისა და პვა-წებოს ნარევიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მოაშორეთ ხელსახოცს ზედა ფენა, ამოჭერით სასურველი გამოსახულება. ფრთხილად წაუსვით ფუნჯით კლეისტერი იმ ადგილას, სადაც ნახატი უნდა მოთავსდეს. ამოჭრილი გამოსახულება მიადეთ კვერცხს, გადააყარეთ წებოში ამოვლებული ფუნჯი. ეცადეთ, ნაოჭები დააგლუვოთ და მოაშოროთ ჰაერის ბუშტუკები. გააშრეთ კვერცხები და კიდევ ერთი ფენა წებო გადაატარეთ, უფრო მყარი შედეგისთვის.
7. ბავშვური ფანტაზიები
ბავშვების ნახატებზე უფრო საყვარელი და მკვეთრი რა უნდა იყოს?
8. უბრალო კი არა, ოქროს კვერცხები
ჩაალბეთ სააღდგომო კვერცხები ოქროსფერ საღებავში და ჯადოსნურ კვერცხებს მიიღებთ.
9. შავით თეთრზე
თუ ხატვის ნიჭი გაქვთ, შეგიძლიათ კვერცხი ხელით მოხატოთ. ასეთი დეკორის მთავარი უპირატესობა თამამი ფერთა გამა გახლავთ.
10. გრადიენტი
კვერცხის დეკორის მარტივი მეთოდი, რომელსაც თქვენი ბავშვიც შეასრულებს – ჩაასხით კონცენტრირებული საღებავი ჭიქაში, ჩადეთ მასში კვერცხი 2 წუთით. დაამატეთ წყალი და ისევ გააჩერეთ 2 წუთით. კიდევ დაამატეთ და კვლავ დაელოდეთ. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე. საღებავი წყალში გაიხსნება და კვერცხზე ფერთა გადაღვრა გაჩნდება.
სააღდგომო მზადება ერთ-ერთი ყველაზე თბილი, ნათელი და ოჯახის დამაახლოვებელი ტრადიციაა. მიუდექით დღესასწაულს კრეატიული განწყობით და გაუზიარეთ თქვენი შთაგონება მეგობრებსაც.