სკლეროზის სამკურნალოდ, დღეში 1 ჩ.კ. დაფქული მუსკატის კაკალის ჭამა მირჩიეს. თუმცა, “კულინარიულ წიგნში” წავიკითხე, რომ დღეში 0.1 გრამზე მეტის მიღება არ შეიძლება. გთხოვთ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც დაწეროთ. პატივისცემით, ლ.ო.
წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი, სახალხო მკურნალი ელენა სვიტკო.
მუსკატის კაკალი ნამდვილად გამოიყენება სისხლძარღვების მრავალი დაავადების, მათ შორის, სკლეროზის სამკურნალოდ. ამისთვის შემდეგი მასა უნდა მოამზადოთ: 1 კგ შავი ქლიავის ჩირი, 1 ჩ.კ. დაფქული მუსკატის კაკალი და 1 ჩ.კ. გობისცხვირა.
შავი ქლიავის ჩირი გაატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ ყველა სხვა ინგრედიენტი და მოურიეთ. მიირთვით მასა დღეში ორჯერ, დააყოლეთ ჩაი.
ამრიგად, მუსკატის კაკალის დოზა დღეში ზუსტად 0.1 გ გამოვა. მკურნალობა 1 თვეს უნდა გაგრძელდეს, შემდეგ 2 კვირა უნდა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.