ინტერნეტში ღვეზელის უამრავი რეცეპტია, ნებისმიერი გემოთი და ფერით: ტკბილი, მარილიანი, ხორციანი, ბოსტნეულისა და ხილის. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ცნობილი ჟოლოს ღვეზელის მომზადებას.
ვისაც ეს ნამცხვარი გაუსინჯავს, აღიარებს, რომ იგი ძალიან გემრიელია. ჩვეულებრივ, ასეთ ღვეზელს ვაშლით ამზადებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა ხილისა და კენკრის დამატებაც შეიძლება. რომელი შიგთავსიც არ უნდა შეარჩიოთ იგი შესანიშნავად შეეწყმება ხრაშუნა ფხვიერ ფუძესა და არაჟნის ნაზ მოსასხმელს.
ჟოლოს ღვეზელი
ინგრედიენტები ფხვიერი ცომისთვის
- 1/2 ჭიქა არაჟანი
- 150 გ კარაქი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1/2 ჭიქა შაქარი
- 2 ჭიქა ფქვილი
ინგრედიენტები არაჟნის მოსასხმელისთვის
- 2 ს.კ. ფქვილი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 კვერცხი
- 1 ჭიქა არაჟანი
ინგრედიენტები ხილის გულსართისთვის
- 350 გ გაყინული ჟოლო
მომზადება
- ცომისა და მოსასხმელის მომზადებამდე, გამოიღეთ ჟოლო საყინულედან. დროის ამ მონაკვეთში იგი ვერ მოასწრებს სრულად გალღობას.
- ახლა ცომის მომზადებას შეუდექით. ამისთვის შეურიეთ შაქარი და არაჟანი.
- დაადნეთ კარაქი მიკროტალღურ ღუმელში.
- როცა მასა სეგრილდება, დაუმატეთ კარაქი არაჟნის მასას და კარგად მოურიეთ.
- დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი და კარგად მოზილეთ ცომი. იგი შეხებისას სასიამოვნო და ელასტიური უნდა იყოს.
- აიღეთ საცხობი ფორმა. სასურველია, მას მაღალი კედლები ჰქონდეს. ფორმის მთელ ზედაპირზე გადაანაწილეთ მიღებული ცომი, არ დაგავიწყდეთ ზღუდეების გაკეთებაც.
- ამის შემდეგ, დაიწყეთ არაჟნის მოსასხმელის მომზადება. ამისთვის შეურიეთ კვერცხი, შაქარი, ფქვილი და არაჟანი. ათქვიფეთ ყველაფერი მიქსერით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- შემდეგ გადაანაწილეთ ჟოლო უკვე მომზადებულ ცომზე და დაასხით არაჟნის მასა.
- მოათავსეთ ღვეზელი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 1 საათით.
- მას შემდეგ, რაც ღვეზელი სრულად გაგრილდება, გადადეთ თეფშზე.
გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს