აღდგომა ქრისტიანთათვის მთავარი დღესასწაულია. და რა არის აღდგომა ტრადიციული პასკის გარეშე? დამეთანხმებით, რომ მის გარეშე სადღესასწაულო განწყობა არავის დაეუფლება. ამ გემრიელ ნამცხვარს გამოუსწორებელი ათეისტიც კი შეიძენს ხოლმე, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მოსწონს.
დიასახლისთა უმეტესობა, განსაკუთრებით, დიდი ქალაქებიდან შორს, ცდილობს გემრიელი პასკის დამოუკიდებლად გამოცხობას. ეს ერთგვარი შეჯიბრია – ვისი პასკა იქნება უფრო ლამაზი და გემრიელი. ჩვენი რედაქცია სიამოვნებით ინარჩუნებს ხალხურ ტრადიციებს და, მაშინაც კი, თუ თქვენს არსენალში არა შეშის, არამედ ელექტრო ღუმელია, პასკის გამოცხობის სრუვილი კი ნამდვილად გაქვთ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა პროცესმა მინიმალური დანაკარგით ჩაიაროს.
პასკის ფორმები
“გამოცდილება რთული შეცდომების შვილია!” – ასე ამბობდა კლასიკოსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, მართალია, ვერ გამოვიგონებთ ველოსიპედს, თუმცა მოვიხმობთ თაობათა გამოცდილებას და გამოვყოფთ მხოლოდ ძირითადს. ყველაზე ხშირად, დიასახლისებს აინტერესებთ, რატომ არ გამოცხვა ცომი ისე, როგორც საჭიროა, რატომ არ ხმება გლაზური და როგორ გააკეთონ ისე, რომ ფორმაზე სასტიკად მიწებებული პასკის აფხეკა არ მოუხდეთ.
1. რაში გამოვაცხოთ
უჰ, რას არ მოიფიქრებენ! პასკას აცხობენ ჭიქებში, ქვაბებში, კონსერვის თუნუქის ქილებში. რეალურად, პასკის ფორმასა და ზომას მნიშვნელობა არ აქვს. მაშ, როგორ მოვიქცეთ, რომ პასკა ფორმას არ მიეკროს? პირველ რიგში, ნამცხვარი უნდა გაგრილდეს და ისე განცალკევდეს ფორმისგან. მეორეც, ფორმის ზედაპირს უნდა დააფინოთ ქაღალდი ან წაუსვათ ცხიმი. მესამეც, შეგიძლიათ შეიძინოთ დრეკადი ფორმები, რომლებიც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის.
2. პასკა ფორმაზე მიიწვა
ძირითადი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ღუმელი არასაკმარისად გაახურეთ. 170 გრადუსი ცელსიუსი – ეს საჭირო ტემპერატურაა. ნუ მოგერიდებათ კარაქის ან ერბოს გამოყენება პერგამენტთან ერთად – ეს პასკას მიწვისგან დაიცავს. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ზედა ნაწილი მიიწვება, ტემპერატურა ცოტათი უნდა შეამციროთ, თავად პასკას კი დაახუროთ პერგამენტი.
3. პასკა არ გამოცხვა
მედლის მეორე მხარე. პასკა შეიძლება ღუმელში მეტისმეტად დიდხანს ან არასაკმარისი დროით გავაჩეროთ: ერთი შეხედვით, დიასახლისს განსაკუთრებული გრძნობა უნდა ჰქონდეს ამის მიმართ. თუმცა, რეალურად, შემდეგნაირად უნდა იხელმძღვანელოთ. მთავარია, გაიგოთ, რამდენი დრო სჭირდება გამოსაცხობად კონკრეტულ პასკას. 1 კგ-მდე პასკისთვის საკმარისია 30 წუთი, 1კგ პასკები 45, 1.5 – 60, ხოლო ორკილოგრამიანი პასკისთვის – 90 წუთი.
ხრიკი: პასკის მზაობა შეამოწმეთ მხოლოდ მაშინ, როცა ცომი ფორმის კიდეებს მიაღწევს. ღუმელში შედგმამდე, ცომში ჩაარჩეთ პატარა ჩხირი. თუ მოგვიანებით, მისი ამოღებისას, იგი მშრალი იქნება, ესე იგი პასკა გამოცხვა.
4. ცომი არ აფუვდა
ეს პრობლემა, მეტწილად, პასკის ინგრედიენტებზეა დამოკიდებული: ცომი უნდა მომზადდეს თბილ ოთახში, ყველა ინგრედიენტი კი დაახლოებით ერთნაირი ტემპერატურის უნდ იყოს. ამბობენ, რომ 25 გრადუსი ოპტიმალური ტემპერატურაა. როცა ცომი აფუებას დაიწყებს, იგი უნდა დაიცვათ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უვნებელი ზემოქმედებისგან. მსუბუქი სიო, ხმაური და ხმამაღალი ტაშიც კი, პასკის ცომს აფუებაში უშლის ხელს.
5. გლაზური
ზოგიერთი დიასახლისი პასკის გამოცხობის პროცესს წარუმატებლად მიიჩნევს, თუ ცილის გლაზური არ გამაგრდება. ამას თავიდან აიცილებთ, თუ მომზადების პროცესში გლაზურს მკვრივ და სქელ მასად აქცევთ. კარგი იქნება, თუ მასში ბუშტუკებს ვერ შენიშნავთ. გლაზური რომ გამაგრდეს, წაუსვით იგი პასკას ჯერ კიდევ მანამ, სანამ ცხელია.
თუ სააღდგომო პასკის მომზადების პროცესში პირველად ერთვებით, თქვენთვის გვაქვს პასკის შესანიშნავი რეცეპტი, რომლითაც უშუალოდ მონასტერში ხელმძღვანელობენ.