ტორტი გამოცხობის გარეშე – რთული მისიის ელემენტარული გადაწყვეტილებაა. ამიტომ, დაკავებული დიასახლისებისთვის, ჩვენმა რედაქციამ მოამზადა ძალიან მარტივი ტორტის რეცეპტი, რომელსაც ბავშვიც სიამოვნებით მოამზადებს.
სხვათა შორის, დესერტის რეცეპტი შეგიძლიათ შეცვალოთ სურვილისამებრ, საყვარელი კენკრის, ხილის, თხილის ან შოკოლადის დამატებით.
ტორტი გამოცხობის გარეშე
ინგრედიენტები კრემისთვის
- 200 გ ორცხობილა
- 3 კვერცხი
- 250 გ შესქელებული რძე
- 400 მლ რძე
- 1/2 ჩ.კ. ვანილის შაქარი
- 200 გ კარაქი
ინგრედიენტები მოსართავად
- 4 ს.კ. შაქარი
- 4 ს.კ. კაკაო
- 12 ს.კ. რძე
მომზადება
- ათქვიფეთ კვერცხი პატარა ქვაბში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დაუმატეთ ჭურჭელს რძე, შესქელებული რძე და ვანილის შაქარი. კარგად მოურიეთ.
- დადგით ქვაბი ნელ ცეცხლზე და აადუღეთ. გამორთეთ ცეცხლი და გააგრილეთ მზა კრემი.
- დროა, შოკოლადის გლაზურიც მოამზადოთ. ამისთვის, მეტალის ჭურჭელში შეურიეთ შაქარი და კაკაო, შემდეგ დაუმატეთ რძეც. კარგად მოურიეთ, კოლტები რომ არ დარჩეს.
- დადგით ჭურჭელი ნელ ცეცხლზე და მუდმივი მორევით აადუღეთ გლაზური, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. როცა წელვადი მასა მზად იქნება, გამორთეთ ცეცხლი.
- დაჭერით კარაქი კუბებად და აცადეთ დარბილება. მიქსერით ათქვიფეთ იგი.
- შეურიეთ ათქვეფილი კარაქი გაგრილებულ კრემს ღრმა თასში. კიდევ ერთხელ ათქვიფეთ მიქსერით.
- დროა, ტორტი ააწყოთ. ამისთვის მოამზადეთ სპეციალური ფორმა, დააფინეთ მასზე კულინარიული ქაღალდი, დაალაგეთ ორცხობილების პირველი ფენა და წაუსვით კრემი. მანიპულაცია მანამ იმეორეთ, სანამ ორცხობილები არ გაგითავდებათ.
- მომზადების ბოლოს, ტორტს დაასხით გლაზური და შედგით მაცივარში 3-4 საათით.
ეს ტორტი ნამდვილად საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც ჩაისთან რამე გემრიელის მირთმევა სურს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს