საგაზაფხულო დაავადებები: სახსრების ტკივილის მკურნალობა ბუნებრივი საშუალებებით

4962
ფოტო: needpix

გაზაფხული მძიმე პერიოდია. იმუშავებთ ბაღში და დაიწყება: “აქ მამსხვრევს, იქ მტკივა…” რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ!

სახსრების ტკივილი, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადებისა და ტრავმის შედეგი (ან სიმპტომი) იყოს. სანამ “რამის გაკეთებას” დაიწყენდეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მიზეზის გამოსავლენად.

თუ სახსრები გტკივათ, ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც მათშია პრობლემა. ტკივილი, შესაძლოა, სულ სხვა დააადების (ინფექციური, ჰორმონალური, ნერვული, ალერგიული და სხვ.) ნიშანი იყოს. ხანდახან, დიაგნოზის დასმა მარტივია – ოსტეოპოროზი არ ემალება რენტგენს, პოდაგრას სისხლის ანალიზი გამოავლენს. სხვა შემთხვევებში კი რთული და ხანგრძლივი გამოკვლევები იქნება საჭირო.

უშუალოდ სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები, ყველაზე ხშირად, რევმატიზმის, ართროზისა და ართრიტის დროს ვლინდება.

რევმატიზმი ანთებითი დაავადებაა, სტრეპტოკოკული ინფექციით გამოწვეული. იგი შეიძლება გამოვლინდეს ანგინის, ფარინგიტის და სხვა მსგავსი დაავადებების შემდეგ. ამ დროს სხეულის ტემპერატურა ძლიერ იმატებს, სახსრები შუპდება, და რაც ყველაზე სამწუხაროა, სირთულე ექმნება გულის მუშაობასაც. ტკივილს იწვევს სიცივე და სინესტე, მოხუცებში კი – ფიზიკური დატვირთვები. რევმატიკისთვის იდეალური რეჟიმია – წოლითი. ტკივილის შემცირებაში დაგეხმარებათ ასპირინი.

ხალხური მედიცინა გვთავაზობს სახსრებზე ითელი წიწაკის სპირტიანი და ზეთიანი ნაყენის, კრაზანას ნახარშის, ჭარხლის წვენის შეზელას, გაზაფხულობით კი გაიკეთეთ აბაზანები არყის ფოთლებისგან. ეფექტურია ფიზიოთერაპია და ტალახებით მკურნალობა. თუმცა, რევმატიზმის გამწვავების დროს მკურნალობა მხოლოდ სტაციონარში უნდა გაგრძელდეს! თუ არ იმკურნალებთ, დაავადება მოედება ყველა ორგანოს და ადამიანი ჯართად იქცევა.

ართროზი – (იგივე ოსტეოართროზი და ოსტეოართრიტი) ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც იშლება ხრტილები და მყესები. თუ მუხლები და თითები ტკაცუნობს, ელოდეთ მას. ართროზს იწვევს ტრავმები, ფიზიკური დატვირთვები ან უბრალოდ ასაკი. ეს დაავადება, ხშირად, მათ უჩნდებათ, ვისაც ცხოვრებაში მუდმივად ერთი და იმავე მოქმედებების შესრულება უხდება: სპორტსმენებს, მემანქანეებსა და, რა თქმა უნდა, მებაღეებს.

ხალხში ართროზს შეცდომით მარილების დაგროვებას უწოდებენ. რეალურად, სახსრების ულამაზო დეფორმაცია (ეს განსაკუთრებით ფეხის დიდ თითებზე ჩანს) მარილები კი არა, ძვლოვანი ქსოვილის გაცვეთილ ხრტილთან ჩაზრდის პროცესია.

მტკივანი სახსრისთვის საუკეთესო მკურნალობა დასვენებაა. აგრეთვე, დაგეხმარებათ გამათბობელი კომპრესები, აბაზანები, პარაფინი, ოზოკერიტი, ტალახი, ანალგინის აბები. შეგიძლიათ მიმართოთ მასაჟსა და სამკურნალო ფიზკულტურას, მხოლოდ სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ.

პრეპარატები, რომლებიც გაცვეთილ ხრტილს აღადგენს, მედიცინაში არ არსებობს, ამიტომ, უკიდურეს შემთხვევაში, იმპლანტაცია ხდება საჭირო. ართროზის პროფილაქტიკისთვის იყავით უფრო ყურადღებიანი, ბაღში მუშაობისას თუ სპორტით დაკავებისას, მოერიდეთ დატვირთვებსა და მკვეთრ მოძრაობებს. სახსრების ნაადრები გაცვეთა აღიკვეთება, თუ რაციონში მათი “შეკეთებისთვის” საჭირო ბიოდანამატებსა და ნატურალურ პროდუქტებს ჩართავთ. უპირველეს ყოვლისა, იზრუნეთ სახსრების “საპოხზე” – ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. მიირთვით მეტი ორაგული, თინუსი და კალმახი, ჩართეთ რაციონში ბერძნული კაკლის ზეთი და ხორბლის ღვივები, ხოლო თუ მზად ხართ რადიკალური ცვლილებებისთვის – თევზის ქონი და სელის ზეთი.

ართრიტი სსახსრების ანთებაა. ექიმები მის ასზე მეტ სახეობას განასხვავებენ: რევმატოიდული, რევმატული, ინფექციური, პოდაგრული, ფსორიატიკული, რეაქტიული და სხვ. ართრიტული ტკივილები, ართროზულისგან განსხვავებით, ძლიერდება არა დატვირთვისგან, არამედ ხანგრძლივი უძრავობისგან.

ხშირად, ართრიტით დაავადებულებს შუაღამით წამოხტომა და მოძრაობა უხდებათ ტკივილის შესამსუბუქებლად. ტკივილების დროს გვეხმარება ანალგინი, პარაცეტამოლი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო კრემები, მალამოები და გელები, სახსარშიდა ინექციები. რეკომენდებულია სამკურნალო ტანვარჯიში, ფიზიოთერაპია (სითბური პროცედურები, ულტრაბგერა, მაგნიტური თერაპია, ლაზერული თერაზია, ნემსრეფლექსოთერაპია, წყლით მკურნალობა, მასაჟი).

ზოგი ჭიტი მარგებელიაო: ართრიტით დაავადებულს მდგომარეობას შეუმსუბუქებს ყავასა და სიგარეტზე უარის თქმა და წონაში დაკლება. ხალხური მედიცინა გვირჩევს ჭამის დროს ვაშლის ძმრის დალევას და მტკივან ადგილებზე ფიკუსის ნავთიან ნაყენში ჩალბობილი კომპრესების დადებას.

პოდაგრა (პოდაგრული ართრიტი) – ქრონიკული დაავადებაა, რომელიც დროდადრო გვახსენებს თავს სახსრის (უმეტესწილად, ფეხის დიდი თითის) აუტანელი ტკივილებით, თანაც, სახსარი სივდება და წითლდება. დაავადების ბერძნული სახელწოდება სიტყვა-სიტყვით “ფეხის ხაფანგს” ნიშნავს, ხალხში კი მას “ხორცისმჭამელთა დაავადებას” უწოდებენ.

პოდაგრა ჩნდება მაშინ, როცა ორგანიზმი კარგავს უნარს, გამოდევნოს პურინების (ნივთიერება, რომელსაც უმეტესად ხორცი შეიცავს) დაშლის პროდუქტი. შარდმჟავას ნატრიუმის სახით, იგი გროვდება თირკმლებსა და სახსრებში.

საშუალოსტატისტიკური პოდაგრიკი – ესაა შუა ხნის ასაკის მამაკაცი, დამრტყმელი-პურის მჭამელი, რომელსაც უყვარს კარგი ღვინო, გემრიელი საკვები, აწუხებს ჭარბი წონა.

პროფილაქტიკაცა და მკურნალობაც მოიაზრებს მკაცრ დიეტას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, გამორიცხავს ხორცს, აგრეთვე, ჭარხალს, პარკოსნებს, მჟაუნმჟავას შემცველ ბოსტნეულს (ღოლო, ისპანახი). ტკივილების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (დიკლოფენაკი, ინდომეტაცინი და სხვ.), თუმცა, მდგომარეობა მათ გარეშეც შემსუბუქდება (მხოლოდ 5-7-დღიანი ტანჯვის შემდეგ).

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ძლიერი ტკივილი თქვენს კიდურებს 1 კვირაზე მეტხანს აწუხებს, თან ახლავს სიწითლე, შეშუპება, მაღალი ტემპერატურა, არ ყუჩდება ანალგეტიკებით, სათბურით ან ყინულით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს – განსაკუთრებით, თუ ამ ყველაფრის დაწყებამდე მიიღეთ ტრავმა ან ამაყად დაძლიეთ ფეხების რომელიმე დაავადება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს