რევანდის სასარგებლო თვისებები

724

ნაკლები კალორია და ბევრი სასარგებლო თვისება – ასე შეიძლება აღვწეროთ რევანდი ორი სიტყვით. ხოლო თუ მის კომპოტს ან ჯემს გასინჯავთ, მცენარის მიმართ გულგრილი ვერ დარჩებით.

რევანდის სასარგებლო თვისებები

რევანდი შეიცავს უამრავ სასარგებლო ელემენტს: პექტინებს, მინერალურ ნივთიერებებს (მათ შორის ფოსფორს და რკინას), რიგ ვიტამინებს (C, P და სხვა), ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ქარვის, მჟაუნას). რევანდიდან მრავალფეროვან ნახარშს და ნაყენს, კომპოტს, ჯემს, წვენს, მურაბას ამზადებენ, ღვეზელის შიგთავსად იყენებენ.

ძირითადად, საკვებად რევანდის ფოთლის ყუნწი გამოიყენება. მას საკმაოდ ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. რევანდი საკვები ბოჭკოების მდიდარი წყაროა. შემთხვევითი არაა, რომ რევანდის პროდუქტებს იღებენ მადის გასაუმჯობესებლად, ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა დარღვევის დროს (რევანდი ნაწლავების მუშაობას აწესრიგებს). მცენარე გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც დადებით გავლენას ახდენს. ქარვის მჟავის შემცველობის წყალობით რევანდი გულის კუნთებს აძლიერებს და ინსულტის რისკს ამცირებს.

ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებების გამო რევანდი პატარა ჭრილობის კომპრესად ფართოდ გამოიყენება. რეკომენდებულია, რევანდის და ძმრის კომპრესი ჩალურჯებულ და დაჟეჟილ ადგილას დაიდოთ.

მატიტელასებრთა ოჯახის მცენარე ინფექციური დაავადებების დროსაც გამოგადგებათ: C ვიტამინი მათ გაჩენას აფერხებს, ორგანიზმს სურდოსგან იცავს და საერთოდ, ორგანიზმის ტონუსს მხარს უჭერს. რევანდი განსაკუთრებით სასარგებლო გაზაფხულზე, ავიტამინოზის დროსააა.

ასევე, ტუბერკულოზის დროს გამაძლიერებელი საშუალების სახით რევანდის მიღებას გვირჩევენ.

ითვლება, რომ რევანდი უფრო მეტ რკინას და მაგნიუმს შეიცავს, ვიდრე ვაშლი. საკვებში მისი მიღება ჯანსაღ ძილს ხელს უწყობს, ასევე ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს და აძლიერებს. სპორტსმენებს მცენარე შემთხვევით არ უყვართ: მაგნიუმის მაღალი შემცველობის წყალობით მცენარე კუნთოვანი მასის ზრდას ხელს უწყობს.

რევანდი ნაღვლის სტაგნაციის, შარდის ბუშტის პრობლემების (ნაღვლმდენი და შარდმდენი თვისება), კუჭის ან ნაწლავების ანთების, შებერილობის, ყაბზობის და გაზრდილი გაზიანობის დროს დაგეხმარებათ. ის ანემიის დროსაც სასარგებლოა. საინტერესოა, რომ ხალხურ მედიცინაში მცენარეს ნაბახუსევის სინდრომის გასაქრობადაც იყენებენ. გარდა ამისა, რევანდი დაგეხმარებათ, თუ ბოსტნეულის გათლის შემდეგ ხელები გაგიმუქდათ და ვერ იშორებთ. საკმარისია, რევანდით ხელები გაიხეხოთ და თბილი წყლით ჩამოიბანოთ.

ცალკე აღსანიშნავია მცენარის დაბალი კალორიულობა (უფრო ნაკლები, ვიდრე კამას, ნიახურს ან ოხრახუშს), რაც დიეტის ან ჭარბი წონის პრობლემების დროს შესაფერის პროდუქტად აქცევს.

სამკურნალო მიზნით, ძირითადად, ზრდიან ტანგუტის რევანდს, რომლის ფესვები და ძირნაყოფი სამკურნალო თვისებებს ფლობს. მასში შედის გლიკოზიდები (ტანოგლიკოზიდი და ანტრაგლიკოზიდი), ტანინები, პექტინები, რიგი მიკროელემენტები (რკინა, სპილენძი, თუთია და სხვა). ძირნაყოფი რევანდის სიროფის და ნაყენის შემადგენლობაში შედის. მცირე დოზით მიღება გამაძლიერებელ ეფექტს უზრუნველყოფს, დიდი დოზით კი საფაღარათო მოქმედებას. უკანასკნელი თვისება ყაბზობის დროს სასარგებლო იქნება, მაგრამ გახსოვდეთ: ასეთი საშუალება დაუყონებლივ არ მოქმედებას, არამედ 8-10 საათის შემდეგ. რევანდის ხმელი ფესვის ფხვნილის მიღება რეკომენდებულია ათეროსკლეროზის და კანის სხვადასხვა დაავადებების დროს.

რევანდის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

სახლის კოსმეტიკაში ხშირად გამოიყენება რევანდის ფესვები (მათ ნაჭრებად ჭრიან, მათგან წვენს წურავენ ან ნახარშს ამზადებენ) და ფოთლების ყუნწები. ძირითადად, რევანდს თმის შესაღებად იყენებენ: ითვლება, რომ ის ღია ფერის თმას საინტერესო შეფერილობას ანიჭებს.

ნახარში თმისთვის „ჩალისფერი“ შეფერილობის მისანიჭებლად

დაახლოებით 30 გრ ხმელ, დაქუცმაცებულ რევანდის ფესვებს 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით, 15-20 წუთით ადუღეთ, მუდმივად აურიეთ. გააგრილეთ და თბილი სითხე დაბანილ თმაში შეიზილეთ.

მოსავლის აღება და შენახვა

მოსავალს ჩვეულებრივ გაზაფხულის ბოლოდან ზაფხულის ბოლომდე იღებენ. ფოთლების ყუნწების მოწყვეტას მაშინ იწყებენ, როცა ისინი 30 სმ სიგრძეს და 2-3 სმ სიგანეს მიაღწევენ. შუა ივლისში მოსავლის აღების პროცესი ჩერდება – ამ დროს მცენარეში ძალიან ბევრი მჟაუნმჟავა გროვდება.

ზაფხულის დასაწყისში, სანამ ფოთლების ყუნწებში საკმაოდ ბევრი ვიტამინია, ზამთრისთვის ინახავენ – ყინავენ. ყუნწები ბოჭკოებისგან გაწმინდეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით, შემდეგ 1-2 წუთით დამდუღრეთ და გააგრილეთ. ასეთი დამუშავების შემდეგ საყინულეში გაყინეთ.

მცენარე მაისში ყვავილობს, ფესვებს აგვისტო-სექტემბერში კრეფენ. მათ თხრიან, მიწისგან ასუფთავებენ, რეცხავენ, მსხვილ ნაწილს რამდენიმე ნაჭრად ჭრიან. როგორც წესი, ასეთი ნაჭრის სიგრძე 15 სმ და სიგანე კი 3 სმ-ია.

ყველაზე ხშირად ფესვებს ახმობენ – ამისთვის ნედლი მასალა რამდენიმე დღე ფარდულში ან სხვენში დაკიდეთ (მთავარია, ადგილი კარგად ნიავდებოდეს), შემდეგ საშრობში 600 გრადუს ტემპერატურაზე ჩადეთ. ხმელი ფესვები ტომარაში ან პაკეტში შეინახეთ – ასე 5 წელი ინახება.

უკუჩვენებები

მცენარის მიღება ორსულებისა და მეძუძურე ქალებისთვის, ასევე ბავშვებისთვის რეკომენდებული არაა, რადგან ბევრ მჟაუნმჟავას შეიცავს. რევანდს სისხლის გათხელების თვისება აქვს, ამიტომ ბუასილის ან სისხლდენის დროს მისი მიღება არ ღირს. პანკრეატიტის და გაზრდილი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს მცენარის მიღებისგან თავი შეიკავეთ. რეკომენდებულია არაა შარდკენჭოვანი და ნაღვლკენჭოვანი დაავადებების დროს: ორგანული მჟავები სწორედ რომ კენჭების წარმოქმნას ხელს უწყობენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს