ალუბლის სასარგებლო თვისებები და და შემადგენლობა

997
ფოტო: pixnio

ველურ პირობებში ჩვეულებრივ ალუბალს ვერ შეხვდებით: იგი ბლისა და სტეპური ალუბლის ნაჯვარად ითვლება. კენკრის შემადგენლობაში შედის  17.5%-მდე შაქარი, 11%-მდე პექტინი, 2.7%-მდე ორგანული მჟავები, ტანინები, კაროტინი, B1, C, PP ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, სპილენძის, კალიუმის, რკინისა და მაგნიუმის მარილები.

საყურადღებოა ალუბლის კურკების შემადგენლობაც – ისინი 35%-მდე ცხიმიან ზეთს შეიცავს. შემთხვევითი არაა, რომ პოდაგრისა და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს, ალუბლის კურკების ემულსია რეკომენდებულია შარდმდენი საშუალების სახით. თუმცა, ეს საკმაოდ სადავო და არაერთმნიშვნელოვანი საშუალებაა: ალუბლის კურკების საკვები მიზნით გამოყენება არც ისე უსაფრთხოა, რამდენადაც შეიცავს დიდი რაოდენობით ამიგდალინის გლიკოზიდს, დოზის შემთხვევით გადაჭარბებას კი შეუძლია მოწამლვა, სინილის მჟავით მოწამლვის ნიშნებით. სანამ მსგავსი საშუალების გამოყენებას დააპირებთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ითვლება, რომ ალუბალი აუმჯობესებს მადას, მისი წვენი და რბილობი კი ანტისეპტიკური მოქმედებით გამოირჩევა. ალუბლის ნაყოფი, ხშირად, რეკომენდებულია სისხლნაკლებობის დროს, რამდენადაც რკინას შეიცავს. ყაბზობის დროს, ალუბალს იყენებენ, როგორც ნატურალურ საფაღარათე საშუალებას, ხოლო სასუნთქი გზების ანთების დროს, მას ამოსახველებელ მოქმედებას მიაწერენ. კენკრა რძით გამოიყენება ართრიტის სამკურნალოდ, ხოლო ალუბლის ნაყენი ამსუბუქებს ციებ-ცხელების მდგომარეობას.

ალუბალი რეკომენდებულია მათთისაც, ვინც გადაიტანა ინსულტი, ინფარქტი, აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ამ ეფექტს უნდა ვუმადლოდეთ კუმარინს, რომელიც ნაყოფის შემადგენლობაში შედის. გარდა ამისა, მეცნიერების აზრით, ალუბლის მოხმარება ხელს უშლის ორგანიზმში კიბოს უჯრედების განვითარებას. აგრეთვე, ალუბლის სასარგებლო თვისებებს შორისაა დამამშვიდებელი მოქმედება, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე.

გარდა თავად კენკრისა, ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ალუბლის ფოთლებიც. დაქუცმაცებული ფოთლები და მათგან დამზადებული ნახარში აჩერებს სისხლდენას: ცხვირიდან სისხლდენისას და მცირე ჭრილობების დროს, იდებენ ნახარშში ჩალბობილ მარლის ტამპონებს. ფოთლების ნახარშის მიღებას, აგრეთვე, გვირჩევენ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სიყვითლის დროს. კულინარიაში კი კენკრის ფოთლები გამოიყენება კომპოტების, მწნილებისა და ბურახის დასამზადებლად კიტრისა და სხვა ბოსტნეულისგან.

აგრეთვე, სასარგებლო თვისებები აქვს ალუბლის ყუნწების ნახარშსაც: გარდა შარდმდენისა, მას აქვს დიარეის საწინააღმდეგო მოქმედებაც (ამას ხელს უწყობს შემადგენლობაში არსებული ტანინები, რომლებსაც ალუბლის ფოთლების შეიცავს). ასეთი საშუალების მოსამზადებლად, აიღეთ 10 გ ნედლეული 1 ჭიქა წყალზე და მიიღეთ ეს დოზა რამდენიმე ულუფად, მთელი დღის მანძილზე. ნახარში უნდა მიიღოთ 3 დღის განმავლობაში (ყოველ ჯერზე ახალი მოამზადეთ), შემდეგ შეისვენეთ და გაიმეორეთ სურვილისამებრ.

ალუბალი კოსმეტოლოგიაში

კოსმეტოლოგიაში, ჩვეულებრივ, გამოიყენება კენკრის წვენი და რბილობი – მათგან ამზადებენ ნიღბებს თმისა და კანისთის. მაგალითად, ალუბლის წვენი რეკომენდებულია ცხიმიანი კანისთვის – იგი სასარგებლოა გაფართოებული ფორების შესავიწროვებლად და აუმჯობესებს სახის კანის საერთო ფერს. მასში ჩაალბეთ ბამბა ან მარლის ხელსახოცი და გაიჩერეთ “კომპრესი” 15-20 წუთით. ხოლო თმა უფრო ლამაზი რომ გახდეს, გამოიყენეთ ალუბლის ფოთლების ნახარში (1 მუჭა ნედლეული 2 ჭიქა ცხელ წყალზე). გაივლეთ ამ საშუალებით თმა, შამპუნით დაბანის შემდეგ.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის 

შეურიეთ 1 ს.კ. ალუბლის წვენი ცოტაოდენ კარტოფილის ფქვილს. გაიჩერეთ მიღებული მასა გაწმენდილ სახის კანზე 20 წუთით. საშუალება განაახლებს სახის კანს, შეავიწროვებს ფორებს.

სახის კანის მკვებავი ნიღაბი

დაჭყლიტეთ ალუბლის ნაყოფი ფაფის მდგომარეობამდე. წაისვით მასა სახესა და კისერზე, გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიწმინდეთ თბილ წყალში ჩალბობილი ბამბის ტამპონით. გარდა გამოკვებისა, ნიღაბი აჯანსაღებს სახის კანს და ავიწროვებს ფორებსაც.

ყურადღება! ალუბალი არაა რეკომენდებული გასტრიტით, კუჭის წყლულით, შაქრიანი დიაბეტით ან სიმსუქნით დაავადებული ადამიანებისთვის – იგი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარსა და მჟავებს, რომლებიც აღიზიანებს ლორწოვან გარსს. აგრეთვე, ითვლება, რომ ალუბლის წვენს შეუძლია კბილის მინანქრის დაზიანება, ამიტომ ალუბლის მოყვარულებმა, რომლებსაც კბილის სუსტი მინანქრი აქვს, უნდა გამოივლონ პირის ღღუ მას შემდეგ, რაც ამ ნაყოფს მიირთმევთ. არაა რეკომენდებული დიდი რაოდენობით ალუბლის მოხმარება ფილტვების დაავადებების დროსაც. და, რაღა თქმა უნდა, განსაკუთრებით ფრთხილად იყავით კურკებთან: ნაყენის, ღვინისა თუ კონიაკის მომზადებამდე, კენკრას გააცალეთ კურკები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს