ნეფრიტი და მწვანილი: მითები და რეალობა

146

გთხოვთ, მითხარით, რატომ არ შეიძლება ნეფრიტის დროს (მხედველობაში მაქვს ჰემატურული ფორმა) მწვანე ფერის ბოსტნეულის მირთმევა? პატივისცემით, ლ.დ.

წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი, ბორის სკაჩკო.

ნეფრიტის დროს, თამამად მიირთვით მწვანე ბოსტნეული, გარდა ხახვისა (თეთრი ხახვიც აკრძალულია) და ნივრისა, რომლებიც სანელებლებს მიეკუთვნება და მათი გამოყენება მხოლოდ თერმულად დამუშავების შემდეგაა დასაშვები, სიმწარის მოშორების პირობით.

აგრეთვე, რაციონიდან უნდა ამოიღოთ ისეთი კლასიკური სანელებლები, როგორებიცაა პირშუშხა, მდოგვი, ჯანჯაფილი და სხვა.

ნებისმიერი გამღიზიანებელი, რომელიც თირკმლის გავლით გამოიყოფა, აღიზიანებს მას და ამწვავებს დაავადებას. თირკმლების მუშაობაზე დიდ გავლენას ახდენს გამომყოფი სისტემის მეორე მძლავრი ორგანო – ღვიძლი. ღვიძლისა და, შესაბამისად, თირკმლების ფუნქციის გასაუმჯობესებლად, გირჩევთ მიიღოთ “ფორმულა1” და “ფორმულა3” – ფიტოპრეპარატები, რომლებიც ჩვენს ცენტრში შემუშავდა.

გარდა ამისა, ნეფრიტით, გლომერულონეფრიტით დაავადებულებმა ინფექციის კერების, კერძოდ, ცხვირ-ხახისა და ყელის სანაცია უნდა ჩაიტარონ, რადგან აქ პარაზიტირებენ სტაფილოკოკები, რომლებიც თირკმლებს ასე “ცუდად ექცევიან”.

ხშირად, ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი ანგინის დაუსრულებელი მკურნალობის შედეგია. ამიტომ, როგორც კი ყელში უმნიშვნელო დისკომფორტს მაინც იგრძნობთ, მიმართეთ პროფილაქტიკურ ზომებს იმუნიტეტის გასაძლიერებლად. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ისეთი მარტივი და ეფექტური მეთოდი, როგორიცაა ენით იმ პატარა ლამბაქის გალოკვა, რომელზეც თაფლი ან მურაბა ასხია. ამ სავარჯიშოს დროს იჭიმება ენის ძირის, ყელისა და ხახის კუნთები, რაც ასტიმულირებს იქ განლაგებულ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს