ცეოლიტი ხსნის ელექტრომაგნიტურ დატვირთვას კუჭქვეშა ჯირკვალზე

489

ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე მინერალ ცეოლიტისა და მისი ყელსაბამის შესახებ, კერძოდ კი ის,რომ ასეთი სამკაული გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ, წნევის დასარეგულირებლად… მინდა, ამ მინერალზე უფრო მეტი გავიგო. პატივისცემით, ა.ს.

წერილს პასუხობს ბიონიკის ინსტიტუტის დირექტორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ვალერი მირგოროდსკი.

ადამიანის ორგანიზმში ინსულინის გამომუშავებაზე პასუხისმგებელია კუჭქვეშა ჯირკვალი, რომელზეც ცეოლიტს გამაჯანსაღებელი მოქმედება აქვს – ხსნის ელექტრომაგნიტურ დატვირთვას. ამისათვის, მაგალითად, საკმარისია ხელში კენჭების დაჭერა, აგრეთვე, ცეოლიტით დაყენებული წყლის მირთმევა.

ამრიგად, ცეოლიტი ერთგვარი ენერგეტიკული ნარჩენების მტვერსასრუტია, რომელიც ხსნის ენერგეტიკულ დაძაბულობას კუჭქვეშა და ფარისებრი ჯირკვლებიდან.

მიუხედავად ამისა, იმისათვის, რომ ცეოლიტის გამოყენებით სასურველი შედეგი მიიღოთ ნებისმიერი დაავადების მკურნალობისას, საჭიროა სპეციალისტთან უშუალო კონსულტაცია.

რაც შეეხება ცეოლიტის ყელსაბამს, მისი გაკეთება ყველასთვის და ყოველთვის არ შეიძლება. აუცილებელია ადამიანის გამოკვლევა, არტერიული წნევის გასინჯვა, რადგან ცეოლიტი, ხშირად, სწორედ ჰიპოტონიკებში წნევის მოსამატებლად გამოიყენება. ამიტომ, სხვადასხვა ადამიანისთვის, ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ, ცეოლიტი ინდივიდუალურად უნდა აირჩეს, ჯანმრთელობის მაჩვენებლების, მათ შორის, არტერიული წნევის გათვალისწინებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს