სისხლში გლუკოზის მომატებული დოზის პრობლემას დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი აწყდება. მასშტაბური რუსული კვლევების შედეგები ამტკიცებენ, რომ დიაბეტის შემთხვევათა 50%-მდე მეორე ტიპისაა, მსოფლიოში კი ეს დაავადება თითქმის მილიარდ ადამიანს აწუხებს.
სისხლში შაქრის მომატებული დონე წამლავს ორგანიზმს, იწვევს გულის ქსოვილების, სისხლძარღვების, თვალების, თირკმლებისა და ნერვული სისტემის დაზიანებას. რა თქმა უნდა, როცა დაავადება ქრონიკულ ფორმას იღებს, მხოლოდ რაიცონის შეცვლით ვერას გახდებით.
თუმცა, თუ ანალიზებმა ნორმიდან მცირე გადახრა აჩვენა, საჭიროა იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეამციროთ სისხლში შაქრის დონე და აკონტროლოთ იგი. ამ საკითხში შეუცვლელად დაგეხმარებათ რეცეპტი, რომელიც საუკუნეებმა გამოსცადა.
მოხარშული ხახვი
ხალხში ამბობენ, რომ ხახვი 7 დაავადების მკურნალია. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად არამხოლოდ ხახვი, არამედ მისი ნახარშიც სასარგებლოა.
ინგრედიენტები
- 3 კგ თავიანი ხახვი
- 250 მდუღარე წყალი
მომზადება
- გადაანაწილეთ ხახვის მთელი რაოდენობა 10 ნაწილად(1 ნაწილი 1 დღეზე);
- დილით დაჭექით 1 ნაწილი ხახვი;
- გადაალაგეთ ემალირებულ ქვაბში და დაასხით წყალი;
- ადუღეთ 8-10 წუთით;
- გამორთეთ ცეცხლი და გადაწურეთ;
- ხახვი გადაყარეთ, ხოლო სითხე გადაანაწილეთ 3 ულუფად და მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე;
- გაიმეორეთ ყველაფერი 10 დღის განმავლობაში;
- ლგანმეორებითი კურსის დაწყებამდე, შეისვენეთ რამდენიმე თვით.
ჯანმრთელობას გისურვებთ!