თეთრი მარწყვა-ბალახი – ფარისებრი ჯირკვლების დამხმარე მცენარე

953

უმაღლესი ბიოლოგიური განათლება მაქვს და სამკურნალო მცენარეებით გატაცებული ვარ. წლების განმავლობაში თეთრ მარწყვა-ბალახს ვსწავლობდი. ეს უნიკალური, იშვიათი მცენარეა, რომლის შემადგენლობაშიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ბევრი მარკო- და მიკროელემენტები შედის.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ მედიკამენტებით მკურნალობა ხშირად ნაკლებად ეფექტურია, ხოლო ქირურგიული ჩარევის შემდეგ ჩიყვი კვლავ იზრდება. ამის მიუხედავად, ხსნა არსებობს – ეს უნიკალური და ძალიან იშვიათი მცენარეა, თეთრი მარწყვა-ბალახი.

მსურს მკითხველებს გავუზიარო თეთრი მარწყვა-ბალახის გამოყენების ჩემს მიერ გამოცდილი რეცეპტები ფარისებრი ჯირკვლების სამკურნალოდ.

სამკურნალო პროცესი შეგიძლიათ ნახარშით და არყიანი ნაყენით ჩაიტაროთ. ნახარში თერმოსში გააკეთეთ: ღამით დაქუცმაცებულ ფესვებს ფოთლებთან ერთად მდუღარე წყალი დაასხით, დილით შეანჯღრიეთ, გადაწურეთ და მიიღეთ. თავიდან მცენარის უფრო მეტი წილი ფოთლები და ნაკლები ფესვები გამოიყენეთ, თანდათანობით ფესვების წილი გაზარდეთ და 100%-ით ფესვებით მკურნალობაზე გადადით (გულმა ეს ძლიერი თერაპიული პროცედურა თანდათანობით უნდა მიიზიდოს).

მკურნალობის მეთოდები

დაავადების საწყისი ეტაპი: ღამით, თერმოსში 2 მთელ ფოთოლს ან 1 ფოთოლსა და ფესვის ნაჭერს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით. დილით შეანჯღრიეთ და ჭამამდე 30 წუთით ადრე შეუზღუდავად დალიეთ. მკურნალობის კურსი – გამოჯანმრთელებამდე.

თეთრი მარწყვა-ბალახის ფესვების ნაყენი. 50 გრ დაქუცმაცებულ ნედლს 0,5 ლ არაყი დაასხით. 3-4 კვირა დააყენეთ, გადაწურეთ. 1 თვის განმავლობაში 30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. თეთრი მარწყვა-ბალახის გამოყენებას უკუჩვენება პრაქტიკულად არ აქვს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მისი სამკურნალო საშუალებები წნევას ამცირებენ.

კვანძოვანი ჩიყვი: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვს 1 ჭიქა არაყი დაასხით და 2-3 კვირა დააყენეთ. 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1,5 თვე.

1 ს/კ დაქუცმაცებულ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 8-10 საათით დააყენეთ. ერთ დღეში დალიეთ, 2-3 დღე შეისვენეთ და კვლავ დალიეთ.

გაზრდილი ფუნქცია: 10 გრ დაქუცმაცებულ ფესვს 100 მლ 30%-იანი არაყი დაასხით და 3-4 კვირა დააყენეთ. 30 წვეთი, ჭამამდე 15 წუთით, დღეში 3-ჯერ, 1 თვის განმავლობაში დალიეთ, შემდეგ 5-7 დღე შეისვენეთ და სამკურნალო კურსი კვლავ გააგრძელეთ.

10 გრ ფესვებს 0,5 ლ წყალი დაასხით და 10-12 წუთით აადუღეთ, შემდეგ 1 საათით დააყენეთ. 2 ს/კ ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

  • 1-ელი დღე: 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ მარწყვა-ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 8-10 საათით დააყენეთ და დღეში 3-ჯერ მიიღეთ.
  • მე-2 დღე: 2 ჩ/კ ნედლი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე.
  • მე-3 დღე: 3 ჩ/კ ნედლი მასალა.
  • მე-4 დღე: 4 ჩ/კ ნედლი მასალა.
  • მე-5 დღე: 5 ჩ/კ ნედლი მასალა.
  • მე-6 დღე: 6 ჩ/კ ნედლი მასალა

შემდეგ უკუმიმართულებით. ამის შემდეგ 1 თვე შეისვენეთ და სამკურნალო მკურნალობის ასეთი სქემა გაიმეორეთ.

3 ს/კ დაქუცმაცებულ მარწყვა-ბალახს 2 ჭიქა წყალი დაასხით. 5 წუთით სუსტ ცეცხლზე ადუღეთ და 4 საათით დააყენეთ. ამ სქემით მიიღეთ:

  • 1-ელი დღე: 1 ს/კ ნაყენი დღეში 5-ჯერ;
  • მე-2 დღე: 2 ს/კ ნაყენი დღეში 5-ჯერ;
  • მე-3 დღე: 3 ს/კ ნაყენი დღეში 5-ჯერ;
  • მე-4 დღე: 4 ს/კ ნაყენი დღეში 5-ჯერ.

ამის შემდეგ 3 დღე შეისვენეთ და სამკურნალო კურსი 4 კვირის განმავლობაში კვლავ გააგრძელეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს