როგორ მოვამზადოთ კარტოფილის ბოლქვები დარგვისთვის: 5 კითხვა, რომელიც მებაღეებს აწუხებს

0
430

მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მეტწილად დამოკიდებულია დასარგავ მასალაზე. ჩვენ მოვამზადეთ პასუხები 5 ყველაზე საინტერესო კითხვაზე, რომელიც კარტოფილის დასარგავად მომზადებას ეხება.

5 მთავარი კითხვა, რომლებიც მკითხველებმა კარტოფილის დარგვასთან დაკავშირებით დასვეს:

1. როგორი უნდა იყოს დასარგავი ბოლქვები?

დასარგავი მასალის ოპტიმალური წონაა 50-60 გ (ქათმის კვერცხის ზომა). ამბობენ, რომ რაც უფრო დიდი ზომისაა ბოლქვები,  მით უფრო მეტი თვალი აქვს, რაც უფრო მეტი თვალი აქვს – მით მეტი მორჩი ექნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე უფრო უხვ მოსავალს მიიღებთ. საერთო ჯამში, რაც უფრო დიდი ზომისაა ბოლქვი, მით მეტ ყლორტს მოგცემთ. პატარა კარტოფილი, როგორც წესი, 1-2 მთავარ ღეროს იძლევა, რამდენიმე მიწისქვეშა მორჩითა და ბოლქვით, თუმცა, ეს ბოლქვები უფრო დიდი ზომის გაიზრდება. კარტოფილის დიდი ზომის ნერგი მეტ ღეროსა და ბოლქვს იძლევა, თუმცა ნაყოფი უფრო პატარაა, ხშირად კი თითქმის ბარდის ზომაა.

2. საჭიროა თუ არა კარტოფილის გაღვივება დარგვამდე?

შეგიძლიათ გაუღვივებელი კარტოფილის დარგვაც, თუმცა ასე ბოლქვებს მეტი დრო დასჭირდება გასაღვივებლად, ყლორტები კი, ხშირად, პრეტენზიული ხდება. მეტი შანსია, რომ მცენარე დაავადდება, რამდენადაც კარტოფილის დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ გაღვივების დროს ჩნდება.

3. როგორ გავაღვივოთ კარტოფილის ბოლქვები?

ყველაზე მარტივი ვარიანტია ბოლქვების 1-2 ფენად განლაგება თბილ ოთახში. ყველაზე კარგი იქნება ნათელ ადგილას განლაგება – ასე კარტოფილი მწვანდება, მასში ჩნდება შხამიანი სოლანინი, რომელიც ბუნებრივი ანტისეპტიკის როლში გვევლინება – კლავს პათოგენებს ნაყოფში.

კარტოფილის გასაღვივებლად ოპტიმალური ტემპერატურაა 8-14 გრადუსი. უმჯობესი იქნება, თუ ტემპერატურებს ჩაანაცვლებთ: 12-15 გრადუსი დღისით, 4-8 – ღამით.

4. საჭიროა თუ არა ბოლქვების დეზინფექცია დარგვამდე?

აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსავლის გარეშე დარჩებით. განსაკუთრებით, თუ საკუთარი მოსავლიდან იღებთ სარგავ მასალას ან იგი სადმე ბაზარზე იყიდეთ – 100%-ით დარწმუნებული იყავით, რომ კარტოფილი დაინფიცირებულია. ჯანმრთელი ბოლქვები მხოლოდ სახეობების მიკროკლონარული გამრავლებით მიიღება, ეს კი მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებშია შსაძლებელი.

კარტოფილი დაამუშავეთ შემდეგნაირად:

  • 10 ლ წყალში გააზავეთ 1 კგ ხის ფერფლი, კარგად მოურიეთ და ჩაალაგეთ ხსნარში ბოლქვები;
  • 10 ლ წყალში გახსენით 1 გ პერმარგანატი და 1 ასანთის კოლოფი სპილენძის შაბიამანი, კარგად მოურიეთ და შეაშხეფეთ ბოლქვებს;
  • 10 ლ წყალში გახსენით 50 გ ბორის მჟავა, მოურიეთ და ჩაალაგეთ ბოლქვები;
  • დაამუშავეთ ბოლქვები ბიოპრეპარატ “ფიტოსპორინით”, ინსტრუქციის მიხედვით.

5. როგორ მივიღოთ ერთი ბოლქვისგან დიდი რაოდენობით დასარგავი მასალა?

არსებობს მეთოდი, რომლის დროსაც, სეზონზე ერთი ბოლქვისგან 90 სათესლე კარტოფილს მიიღებთ!

1: კარტოფილის პირველად გაღვივება

ყლორტების გაჩენა რომ დააჩქაროთ, სათესლე ბოლქვების გაღვივება მარტის ბოლოდან უნდა დაიწყოთ. აიღეთ მცირე ზომის ბოლქვი. თუ ასეთი არ გაქვთ, იყოს დიდი ზომის, ოღონდ გაჭერით შუაზე, ჭრილებზე კი მოაყარეთ დანაყული ხის ნახშირი ან ფერფლი.

ჭრილებზე არ უნდა შეინიშნებოდეს დაავადების კვალი. დაავადებული ბოლქვები თავიდან უნდა მოიშოროთ, დანას კი დეზინფექცია გაუკეთოთ პერმარგანატის მაგარ, იისფერ ხსნარში ან ცეცხლზე.

სათესლე ბოლქვების გაღვივება ყველაზე მოსახერხებელი იქნება ყუთში. მის ფსკერზე ყრიან დაორთქლილი ნახერხის ნოტიო ფენას. ზემოდან მჭიდროდ ალაგებენ კარტოფილის ბოლქვებს. მათ კი ზემოდან 2-3-სანტიმეტრიან ფენას აყრიან ტორფს. ყუთს დგამენ გრილ, აუცილებლად ნათელ ოთახში, 12-15 გრადუს ტემპერატურაზე, რათა ღვივები მუქი მწვანე, სქეი და მოკლე იყოს.

ბოლქვები კვირაში ერთხელ უნდა მორწყოთ, წყლის ტემპერატურა კი 17-18 გრადუსი უნდა იყოს. ასეთ პირობებში, 2 კვირაში გაჩნდება ნერგები, რომლებიც სწრაფად იზრდება. როცა ისინი 5-7 სმ-ს მიაღწევენ, ამოიღეთ ბოლქვები, დაფერთხეთ ნახერხი და ფრთხილად მოატეხეთ მორჩები ძირთან ახლოს.

2: კარტოფილის მეორეული ამოცენება

ერთი “დედა-კარტოფილისგან” ვიღებთ 12 ყლორტ-ნერგს. ამ ნერგებს რგავენ ტორფის ქოთნებში, აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში კი – ღია ნიადაგში, 30-სანტიმეტრიანი ინტერვალებით. თუ ყინვებმა მოგისწროთ, მცენარეს დაახურეთ რამე ბნელი ქსოვილი.

დედა-კარტოფილზე, სქელი და მწვანე ყლორტების გარდა, ხშირად, ჩნდება თხელი და თეთრი მორჩებიც. მათ არ შეეხოთ, ბოლქვი ისევ ჩარგეთ ყუთში და მოაყარეთ ტორფი. 2 კვირაში ეს პატარა თეთრი მორჩები ამოიჭრება და მალევე გაძლიერდება, გამუქდება. ისინიც მოაშორეთ ბოლქვს და ჩარგეთ ქოთნებში ან ღია ნიადაგში.

3: კარტოფილის მესამეული ამოცენება

თუმცა, არც ამ პროცესის შემდეგ არ ყრით ბოლქვებს – მასაც რგავენ ღია ნიადაგში. მძინარე კვირტებისგან მიიღებთ 5-7 ყლორტს, გაიზრდება, როგორც ჩვეულებრივი კარტოფილის ბუჩქი და, კარგი მოვლის შემთხვევაში, ზაფხულის ბოლოსთვის 10-12 ხარისხიან ბოლქვს მიიღებთ.

საბოლოო ჯამში: 3 ერთი და იმავე ბოლქვის სამჯერადი დარგვით,ჩვენ ვიღებთ 30-მდე ბუჩქს.

თითოეული ნერგი, ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, არანაკლებ 3 ბოლქვს იძლევა. ანუ, ზაფხულის ბოლოსთვის 90-მდე ბოლქვს მიიღებთ. ჩვეულებრივი მოვლის შემთხვევაში, ჩვენ არაუმეტეს 15, დიდი ალბათობით, 5-10 ცალ ნაყოფს მივიღებთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი