ყაბზობისგან ნაღვლმდენი და საფაღარათო საშუალებები, ასევე წითელი ჭარხალი დაგიცავთ

603

„წავიკითხე, რომ პირშუშხას ფოთლების ნაყენი ნივთიერებათა ცვლის პროცესებს არეგულირებს. ყაბზობის დროს რამდენად ეფექტურია? პატივისცემით, ივან ანდრეევიჩი“.

წერილს ფიტოთერაპევტი ლიუბოვ სალიი პასუხობს.

ნივთიერებათა ცვლის პროცესები საკმაოდ ფართო ცნებაა, ესაა ნივთიერებათა ცვლის, ასევე წყალი-მარილს და ლიპიდური (ცხიმოვანი) ცვლების და ა.შ. რეგულირება. ამ პროცესების დარღვევის დროს შეიძლება შეინიშნოს ნაწლავების ატონია, საჭმლის მონელების დარღვევა, როგორც ყაბზობა, ასევე დიარეა.

თუ მკითხველს, ნაწლავების მოძრაობის პრობლემა აქვს, მაშინ ყაბზობა აწუხებს და ფიტოპერაპრატები (მათ შორის პირშუშხას ფოთლების ნაყენი) ნაკლებად დაეხმარება.

პირველ რიგში, საჭმლის მონელება უნდა დაარეგულიროთ, ნაღვლმდენი და საფაღარათო მცენარეული პრეპარატები მიიღოთ. ამისთვის უამრავი სამკურნალო მცენარე არსებობს, მათ შორისაა სამფოთოლა ქონდარა ნუში, კვლიავი, ასისთავა, ყვითელი ნაღველა, კრაზანა, სამკურნალო გვირილა, პიტნა, ბირკავა, კოთხუჯის ფესვები და მზესუმზირას ფურცლები. აღსანიშნავია, რომ მზესუმზირას ფურცლები ტოქსიკური არაა, ნაზად მოქმედებს, სანაღვლე სადინარებს აფართოებს და კუნთების სპაზმებს ხსნის.

ასეთი ფიტონაკრების გამოყენებას გირჩევთ: აიღეთ თითო ნაწილი სინამაქის ხის ფოთლები, სამფოთოლა ქონდარა ნუშის ბალახი, ბირკავას ბალახი, მზესუმზირას ფურცლები და 0,5 ნაწილი პიტნა. ყველაფერი აურიეთ და დააქუცმაცეთ. 1 ს/კ ნარევს ზემოდან 0,5 ლ წყალი დაასხით, 5 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. ღამით დააყენეთ. დილით გადაწურეთ და ნახევარი ჭიქა ნახარში, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე მთელი დღის განმავლობაში დალიეთ. 1 თვე მიიღეთ, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ. მდგომარეობის გამოჯანმრთელებამდე მიიღეთ.

„ტიბეტური“ გამწმენდი ნაკრები: არყის კვირტები, კრაზანას ბალახი, სამკურნალო გვირილას ყვავილები, კვლიავის ყვავილები, ტყის მარწყვა-ბალახი (თითოეული 100 გრ). მოამზადეთ და მიიღეთ ისე, როგორ წინა ბალახების ნაკრები.

ყაბზობის დროს რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ პროდუქტები, რომლებიც ბევრ უჯრედისს შეიცავენ: ხილი, ბოსტნეული (განსაკუთრებით ქერქი), ქატო. ყველაზე ეფექტურია გამომცხვარი ვაშლი, მოთუშული ბოსტნეული და ა.შ. მოხარშული წითელი ჭარხალი სუფრაზე უცვლელი საკვები პროდუქტი უნდა იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს