მებაღეებს აქვთ ტიპური ტრავმები და “პროფესიული” დაავადებები. განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს მებაღის ყოვლად გატანჯული საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი. საუბარი იქნება სწორედ ამ მხარდაჭერაზე – ყოვლისშემძლე ორთოპედიულ ნაკეთობებზე.
ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები? ყოველი მეორე ჩვენგანი იცნობს მას, მაშინაც კი, თუ ზუსტი დიაგნოზი არ იცის. როცა ზურგის ტკივილი ადამიანს მუშაობის საშუალებას არ აძლევს, უჭირს მოხრა და გაშლა, კისერი ტკაცუნობს თავის მიბრუნების დროს და თავბრუც ეხვევა, დიდი ალბათობით, ოსტეოქონდროზი აქვს. იგი ჩნდება მალებზე მაღალი დატვირთვის შედეგად, რაც, ხშირად, შრომის თავისებურებებითაა განპირობებული. თოხვნა, ბარვა, მოსავლის აღება, კომპიუტერთან ხშირი ჯდომა სწორედ ასეთ თავისებურებებს მიეკუთვნება.
კისრის ბანდაჟი-საყელოები (Trelax, OPPO) დაგეხმარებათ არა კისრის ტკივილის მოხსნაში, არამედ მისი გაჩენის პროფილაქტიკაში, ფიზიკური აქტივობების დროს ხერხემლის კისრის მონაკვეთის განტვირთვის გზით. თუმცა ნუ გადააჭარბებთ, ატარეთ საყელო დოზირებულად: დღეში რამდენჯერმე, 15 წუთით. წელს დაეხმარება ორთოპედიული კორსეტები და ბანდაჟები (Orlett, Medi, Otto Bock), რომლებიც აფიქსირებს ხერხემლის მდგომარეობას.
ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკაა არამხოლოდ ჯანსაღი შრომა, არამედ ჯანსაღი ძილიც – ორთოპედიულ ლეიბზე, თუ წელი გტკივათ, და ბალიშზე – თუ კისერი გტკივათ. რა თქმა უნდა, სასურველია ორივეს გამოყენება, უკეთესი ეფექტისთვის კი, დღისით ზემოხსენებული ბანდაჟების ტარება. ასე მასაჟებიც კი აღარ დაგჭირდებათ.
ორთოპედიული საძილე მოწყობილობები (Trelax , Sissel, Орто), სხვათა შორის, უზრუნველყოფს არამხოლოდ მძინარეს სწორ მდგომარეობას, არამედ მსუბუქ მიკრომასაჟს მთელი ღამის განმავლობაში. ნუ შგეშინდებათ, თუ თავიდან არ მოგეწონებათ “ჭკვიან” ლეიბზე ძილი: სხეული ზუსტად 2 კვირაში მიეჩვევა მის უჩვეულო კონსტრუქციას.
სამწუხაროდ, ნაკვეთზე მრავალფეროვანი საფრთხე გემუქრებათ: შეიძლება დაეცეთ, დააბიჯოთ ფიწალს, წამოწიოთ ძალიან მძიმე რამ… საბოლოოდ, ექიმი სვამს დიაგნოზს: რბილი ქსოვილების დაჟჯვა, კუნთებისა და მყესების გახლეჩა ან დაჭიმულობა, მოტეხილობა… ყველა ამ შემთხვევაში, კარგი იქნება სპეციალური მოწყობილობების (Medi, OPPO, Otto Bock, Breg Orlett) დახმარება. მათში დაფიქსირებული ტრავმირებული კიდური არ გაინძრევა სრულ გამოჯანმრთელებამდე.
სახსრების ტრავმებისა და ზოგიერთი დაავადების დროს, გამოიყენება სახსრების ზღუდეები და ბანდაჟები. ისინი ხსნის ტკივილსა და შეშუპებას, ხელს უშლის სახსრების მოშლას, ხელს უწყობს უსწრაფეს შხორცებას. ხანდახან, თაბაშირის ლანგეტების ჩანაცვლება შეიძლება ბანდაჟით, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ეს ნივთები ინდივიდუალურია და არამხოლოდ დანიშნულებით, ზომითა და ფიქსაციით განსხვავდება. კარგი ბანდაჟი აღჭურვილია დამატებითი დანართებით, კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად.
თუ მყესები გაგეხათ, ამოიგდეთ ან მოიტეხეთ კიდური, მხოლოდ ბანდაჟით ვერ გამოძვრებით, ყოველ შემთხვევაში, პირველ პერიოდში. ამისთვის უფრო რადიკალური საშუალება დაგჭირდებათ. თავიდან, დაზიანების სრულ უძრაობას უზრუნველყოფს ორტეზები და სალტეები. ამ მოწყობილობებს, ჩვეულებრივ, მონაცვლე ფიქსაცია აქვთ, ამიტომ, დროთა განმავლობაში, შეგიძლიათ ისინი უფრო მსუბუქ რეჟიმზე გადაიყვანოთ და კიდურს მისცეთ სხვადასხვა ამპლიტუდით მოძრაობის საშუალება. ტუტორი – ესაა ნაკეთობა, რომელიც იწარმოება დაკვეთით, თაბაშირის გამოძერწვით, და, უმეტესწილად, ღრძობის დროს გამოიყენება.
ბრტყელტერფიანობაზე წუწუნით თავს ვერავის შეაცოდებთ. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, ბრტყელი ტერფი მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ს აქვს – ანუ, თითქმის ყველას. ბრტყელტერფიანობა ხომ მხოლოდ ფეხების პრობლემა არ გახლავთ. იგი იწვევს სახსრების დეფორმაციას, ხერხემლის გამრუდებას, რადიკულიტს, ოსტეოქონდროზს, ვარიკოზსა და თავის ტკივილებს.
ბრტყელ ტერფს წინააღმდეგობა რომ გაუწიოთ, არსებობს სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმელი, ორთოპედიული ქეჩები და სპეციალური კორიგატორები (Fresco, Pedag, Ortenberg). სხვათა შორის, იმ ბედნიერი 20%-ისთვისაც, რომელსაც ბრტყელტერფიანობა არ აწუხებს, ზედმეტი არ იქნება ორთოპედიული ფეხსაცმელი, განსაკუთრებით, თუ დროის მნიშვნელოვან ნაწილს ფეხზე დგომაში ატარებთ. სპეციალურ ფეხსაცმელში ფეხები ასე სწრაფად არ იღლება, ნაკლებად მიდრეკილია კოჟრებისა და ქუსლის დეზის გაჩენისკენ, მასში უფრო მყარად დგახართ ფეხებზე და ნაკლებია ფეხის დაზიანების ალბათობა თხრილიდან თხრილში გადასვლისას ან ერთგვარი რთული მანიპულაციების შესრულებისას.
დაბოლოს, თავს გაუფრთხილდით!
- სანამ ბაღში მუშაობას შეუდგებოდეთ, გაიარ-გამოიარეთ – ეს დაგეხმარებათ მოთელვაში;
- მარგვლის დასრულების შემდეგ, ნუ გადახვალთ მორწყვაზე – შეისვენეთ 5 წუთით;
- არ იმუშავოთ დიდხანს ერთსა და იმავე პოზაში, შეცვალეთ სხეულის მდგომარეობა, თორემ შემდეგ გაგიჭირდებათ ფეხზე დადგომა და გაკავებული წელის გაშლა;
- გამოიყენეთ მოსახერხებელი, მსუბუქი, ერგონომიული ინსტრუმენტები, ნუ დაიშურებთ სპეციალურ მოწყობილობებს, რომლებიც ამარტივებს შრომას.