მეორე ტიპის დიაბეტის მკურნალობა დიეტითა და შაქარშემამცირებელი საშუალებებით

0
551

ჩემი ქმარი მეორე ტიპის დიაბეტითაა დაავადებული. მინდა, სპეციალისტმა გამაცნოს კვებისა და ხალხური მეთოდებით მკურნალობის თავისებურებები და მომცეს რჩევები. პატივისცემით, ლ.ე.

წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი ვიაჩესლავ ვარნავსკი.

ჯანმრთელი ადამიანის სისხლში შაქრის დონე არ აღემატება 160 მგ-ს და შაქარი შარდში არ ხვდება. იმ სისტემის ძირითად ნაწილს, რომელიც სისხლში არეგულირებს შაქრის დონეს,წარმოადგენს ჰორმონი ინსულინი. როცა შაქრის დონე იმატებს, კუჭქვეშა ჯირკვალი გამოყოფს ინსულინს, რომელიც გლუკოზას შაქრის მარაგად (გლიკოგენად) აქცევს, ხოლო ზედმეტ შაქარს ცხიმად აქცევს.

ინსულინის ძირითადი ფუნქციაა სისხლში შაქრის დონის შემცირება და უჯრედებში გლუკოზის გადაადგილება. დიაბტიკებში ინსულინის უკმარისობა იწვევს იმას, რომ გლუკოზა ვერ ხვდება უჯრედებში, გროვდება სისხლში და გამოდის შარდთა ერთად. შარდის რაოდენობა იზრდება, ჩნდება წყურვილი, კანის ქავილი და სხვ.

მეორე ტიპის დიაბეტის დროს, მკურნალობა, ძირითადად, შაქრისდამწევი საშუალებებითა და დიეტით მიმდინარეობს. დიაბეტის შეტევის დროს, დაავადებულს სასწრაფოდ ესაჭიროება ტკბილი ჩაის ან კანფეტის მირთმევა. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ამ პროდუქტთან ერთად პურიც უნდა მიირთვათ.

ზოგადად, დიაბეტიკის რაციონში დიდი რაოდენობით საკვები ბოჭკო (40 გრამამდე) უნდა იყოს. იგი ანელებს საკვების მომნელებელი ტრაქტიდან ნახშირწყლების შეწოვას, რითაც ხელს უშლის ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის დონის გაზრდას.

მარილი რაციონში მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ ან სრულად შეწყვიტოთ მისი მიღება. კუჭქვეშა ჯირკვლის განტვირთვისთვის გირჩევთ სპეციალური დღეების მოწყობას, მაგალითად, ვაშლის დღე – დღეში 1.5 კგ ვაშლი უნდა მიირთვათ, ან ხორცის დღე – 0.5 კგ მოხარშული საქონლის ხორცი და 0.5 კგ მოხარშული კომბოსტო, ან შვრიის დღე – 300 გ შვრიის ფაფა, ასევე, ხაჭოსა და კეფირის დღე – 250 გ ხაჭო და 0.5 ლ კეფირი.

მხედველობის დაქვეითება თავიდან რომ აიცილოთ, მიირთვით მეტი სტაფილო. შაქრის შემცვლელად გამოიყენება სორბიტი, რომელიც მცენარეული ნედლეულისგან მიიღება (არაუმეტეს 30 გ დღეში, კუჭის დასუსტების თავიდან ასაცილებლად). ასევე, გამოიყენება ქსილიტი, რომელიც მიიღება სიმინდისა და ბამბის მცენარის ნაჭუჭისგან.

რაც შეეხება შაქრისდამწევ საშუალებებს, მათი მიღება რეკომენდებულია მათთვისაც, ვის ორგანიზმშიც ნახშირწყლების მიმოცვლა დაირღვა. მცენარეული ნივთიერებები ქმნის ტუტოვან პირობებს, ამასთან, გლუკოზა იქცევა ფრუქტოზად, რომლის ასათვისებლად ინსულინი საჭირო არაა. გარდა ამისა, კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედები ნაწილობრივ მაინც აღდგება.

გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ მცენარეულ პრეპარატს, რომლებსაც შაქრისდამწევი მოქმედება აქვს:

  • ხბოშუბლა: 5 ს.კ. ხმელ ბალახს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათით. მიირთვით 0.5 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამის წინ;
  • ბაბუაწვერა: 1 ჩ.კ. მცენარის დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით და გადაწურეთ. მიირთვით 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ. გაზაფხულობით, ბაბუაწვერას ახალგაზრდა ფოთლებით მოამზადეთ სალათები;
  • მიწავაშლა: 1 ლ წყალზე აიღეთ 2 უმი ბოლქვი ან 2 ს.კ. ხმელი მიწავაშლა. უმი მოხარშეთ 15 წუთით, ხმელი კი – 45-ით. მიირთვით თბილი ნახარში;
  • ნაკრები: აიღეთ 50-50 გ ხბოშუბლა, მოცვის ფოთლები, ლობიოს პარკები, ბაბუაწვერას ფესვები. 3 ს.კ. ნარევს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 2 საათით. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში ოთხჯერ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი