მამაკაცური დაავადებების სამკურნალოდ იღებენ თხილის ხმელ ფოთლებს

446

როგორ გამოვიყენოთ თხილის ხის ნედლი ფოთლები მამაკაცური დაავადებების სამკურნალოდ? ზამთარში უნდა შევისვენოთ თუ ხმელი ფოთლების გამოყენება შეიძლება? პატივისცემით, ი.პ.

წერილს პასუხობენ ფიტოთერაპევტები, ლუბოვ და ვლადიმირ სალიიები.

რამდენადაც თხილის ფოთლები მიეკუთვნება ფიტოპრეპარატებს, რომლებსაც არ აქვთ ტოქსიკური მოქმედება, მათი მიღება შეგიძლიათ 2-3 თვის განმავლობაში, შემდეგ კი უნდა შეისვენოთ 14 დღით.

ზამთარში შეგიძლიათ ხმელი ფოთლების გამოყენებაც. ამისთვის ხმელი ნედლეული დააქუცმაცეთ თამბაქოს ფრაქციამდე და შეინახეთ შუშის ქილებში. ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 2 წელია.

აგრეთვე, პროსტატის ჯიტკვლის ანთებითი პროცესებისა და სხვა “მამაკაცური” დაავადებების სამკურნალო მონოთერაპიაში გირჩევთ ყვითელი შროშნის ფესვის გამოყენებასაც.

ნახარში: 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვს დაასხუთ 0.5 ლ წყალი. ადუღეთ 10 წუთით ნელ ცეცხლზე, დააყენეთ მთელი ღამით. დილით გადაწურეთ და მიირთვით დღის განმავლობაში, მხოლოდ ჭამის წინ, 1 თვის განმავლობაში.

თუ დაავადებულს არ აქვს მაღალი წნევა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყვითელი შროშნისა (2 წილი) და ლერწმის კოთხოჯის (1 წილი) ფესვების ნარევის ნახარში. მომზადების სქემა ისეტივეა, როგორიც წინა ვარიანტში. კარგი სამკურნალო ეფექტი აქვს ჩვენს საავტორო ბალახეულ ნაკრებსაც, რომელსაც ქრონიკული პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის საწყის სტადიებზე ვიყენებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს