გაგაუზები თურქულენოვანი ხალხია, რომლებიც ჩვენს დროში, ძირითადად, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ. გაგაუზების სამზარეულოს სიმდიდრე უძველესი დროიდან ცნობილია: მასში მომთაბარე ცხოვრების სტილია ასახული და თურქულ და ბალკანურ სამზარეულოსთან ბევრი საერთო აქვს.
გაგაუზების კულინარიული რეცეპტები, განსაკუთრებით ფქვილიანი ნაწარმი, ორიგინალური ინგრედიენტებით და უჩვეულო გადაწყვეტილებებით ბრწყინავს.
„პაპარაცი“ საფუარის ცომზე მომზადებულ გაგაუზურ ღვეზელებს გთავაზობთ. შიგთავსი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, მაგრამ ჩვენ კომბოსტო მოგვწონს.
გემრიელი ღვეზელი კომბოსტოს შიგთავსით
ცომის ინგრედიენტები:
- 450 გრ ფქვილი
- 260 მლ წყალი
- 7 გრ მშრალი საფუარი
- ½ ჩ/კ მარილი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 1 კგ კომბოსტო
- 1 ხახვი
- ¼ ჩ/კ ხმელი პიტნა
- ½ ჩ/კ დაფქული წითელი წიწაკა
- მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
- ოხრახუშის და კამის კონა
- 5 ს/კ მცენარეული ზეთი
მომზადება:
1. გაცრილი ფქვილი მარილს და მშრალ საფუარს დაუმატეთ.
2. ნელ-ნელა წყალი დაუმატეთ და რბილი ცომის მიღებამდე აურიეთ.
3. ცომი კარაქწასმულ თასში გადაიტანეთ, თავზე დააფარეთ და ამოსასვლელად გააჩერეთ.
4. ამ დროში ხახვი და კომბოსტო დაჭერით.
5. ხახვი ზეთში საშუალო ცეცხლზე ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე შეწვით.
6. დაჭრილი კომბოსტო დაუმატეთ და ძლიერ ცეცხლზე შეწვით. მუდმივად აურიეთ.
7. დაფქული წითელი წიწაკა, ხმელი პიტნა დაუმატეთ და აურიეთ.
8. თავსახური დააფარეთ და მომზადებამდე თუშეთ.
9. ბოლოს დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ, აურიეთ, გემო შეამოწმეთ და გამორთეთ.
10. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ, ცომი მცირე პორციებად დაყავით.
11. თხელი მრგვალი კვერებად გააბრტყელეთ და თითოეულში 1 კოვზი შიგთავსი მოამზადეთ.
12. ხელისგულის ზომის ღვეზელის ფორმა გააკეთეთ.
13. ღვეზელი გახურებულ ზეთში ორივე მხარეს შეწვით.
14. ქაღალდის სალფეთქზე მოათავსეთ.
15. საფუარის ცომისგან გაკეთებული ღვეზელი კომბოსტოს შიგთავსით მზადაა.
16. გემრიელად მიირთვით.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.