როგორ უნდა იკვებოს პანკრეატიტით დაავადებულმა და მართლაც კარგი იქნება თუ არა პირველ კერძებში ზეთის ან კარაქის დამატება? პატივისცემით, ი.პ.
წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი ბორის სკაჩკო.
პანკრეტიტი კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებაა. პანკრეატიტის შეტევების დროს აღინიშნევა ერთჯერადი ან განმეორებითი ღებინება, ხშირად, ნაღველნარევიც, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, იშვიათად – ფაღარათი. ხშირია ტემპერატურის მატებაც 38-38.5 გრადუსამდე.
კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციური დარღვევების ძირითადი მკურნალობა მოიცავს დიეტურ კვებას. განმტვირთავი დიეტა იწყება 1-2-დღიანი შიმშილითა და საკმარისი რაოდენობით ტუტოვანი მინერალური წყლის (ბორჯომი ან ლიკანი) მიღებით. მეორე დღეს შეგიძლიათ სუსტი, არატკბილი ჩაის მირთმევა გახუხული პურით, დახეხილი, დასაშვებია წყალზე მოხარშული ფაფები, ნახევრად თხელი, უცხიმო წვნიანები.
მესამე დღეს მიირთვით ორთქლზე მომზადებული ცილის ომლეტი. შემდეგ ჩართეთ რაციონში კარტოფილის, ჭარხლის, სტაფილოს პიურეები, დაუმატეთ მცირეოდენი (10-15 გ) ზეთით ან კარაქით, მომზადების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, რათა ცხიმებმა სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს.მაგალითად, ხანგრძლივი თერმული დამუშავების შემდეგ, ზეთი ოლიფად იქცევა.
1 კვირაში, რაციონში ჩართეთ ხაჭო ორთქლზე მომზადებული კოტლეტები და თევზი, მე-17 დღიდან – მცირე რაოდენობით ბოსტნეულისა და ხილის წვენები.
1 თვეში უკვე მოხარშული საქონლის, ქათმის ხორცისა და რძის პროდუქტების მირთმევა შეგეძლებათ. ყველაფერი მცირე ულუფებად.
რაციონიდან ამოიღეთ ან შეზღუდეთ პროდუქტები, რომლებსაც ნაღველ- ან წვენმდენი მოქმედება აქვს, განსაკუთრებით, უზმოზე. ესენია ნედლი ბოსტნეული და ხილი, კომბოსტო, ცხარე სანელებლები, ხორცისა და თევზის ბულიონები, დაკონსერვებული პროდუქტი, კაკაო, შოკოლადი, ნაყინი.
მწვავე პანკრეატიტის დროს, მუცლის ზედა ნაწილზე შეგიძლიათ პირსახოცში გახვეული ყინულებიანი ბუშტის დადება. რეკომენდებულია წოლითი რეჟიმიც.
ქრონიკული პანკრეატიტის დროს მიმარტავენ ზომიერ სითბოს, რომელსაც მუცლის შეხვევით იღებენ. ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციისა და საკვების მონელების პროცესების გასაუმჯობესებლად, რეკომენდებულია სამკურნალო ფიზკულტურა, კერძოდ, სიარული.
ტკივილის შესამცირებლად იყენებენ ასეთ მასას: 20 გ კრაზანას ბალახი, ბაღის პიტნა, შავბალახა და 10 გ მარიამსაკმელა. 2 ს.კ. ნარევს დაასხით 400 მლ წყალი, გააჩერეთ 10 წუთით ორთქლზე, თავდახურული. მიირთვით 1/4-1/2 ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე, ჯერ კიდევ თბილი.
ქრონიკული პანკრეატიტის დროს ეფექტურია ასეთი საშუალებები:
- ბირკავას 2 ს.კ. ბალახს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ თიხის ქოთანში 2 საათით, თბილ ადგილას.გადაწურეთ და მიირთვით 1/4-1/2 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამის წინ;
- შეურიეთ 50-50 გ ბაბუაწვერას ფესვი და ლერწმის კოთხოჯის ფესურა, 25-25 გ ჭინჭრის, ბეგქონდრის, ბაღის პიტნის ბალახი და სვიის კვირტები. 5 ს.კ. დაფქული ნედლეული შეურიეთ 200 გ თაფლს. მიირთვით 1-2 ჩ.კ. დღეში, 1 თვის მანძილზე.