როგორ მოვიშოროთ ღვიძლის კისტა ხალხური მეთოდებით

4981

65 წლის ვარ, ულტრაბგერითმა სკანირებამ ღვიძლში 120 მმ ზომის კისტა და ბევრი პატარა კისტა აღმოაჩინა. ოქტომბერში დიდ კისტაზე ოპერაცია გავიკეთე. მირჩიეთ, როგორ მოვიშორო პატარა კისტები ოპერაციის გარეშე. პატივისცემით, კლავდია.

წერილს პასუხობს ვიაჩესლავ ვარნავსკი, ექიმი და ფიტოთერაპევტი.

ღვიძლის კისტა – ღრუ, რომელიც სითხით სავსეა. ღვიძლის კისტები იყოფა თანდაყოლილ (ჭეშმარიტ) და შეძენილ (ყალბ) კისტებად. თანდაყოლილი კისტები შიგნიდან შემოსაზღვრულია ეპითელიუმით, შეძენილი კისტები – ბოჭკოვანი ნაერთი ქსოვილების ფენით. ჭეშმარიტ კისტებს მიეკუთვნება ე.წ. სოლიტარული კისტები, ღვიძლის პოლიკისტოზი და ცისტადენომი. ღვიძლის პოლიკისტოზი თანდაყოლილ დაავადებას წარმოადგენს. ღვიძლის კისტის შემადგენლობა ღია გამჭვირვალე ან ყავისფერი გამჭვირვალე სითხეა, რომელიც სისხლს ან ნაღველს შეიცავს. ქალებში ღვიძლის კისტა უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე კაცებში და, ძირითადად, 30-50 წლის ასაკში ვლინდება.

რაც შეეხება ღვიძლის კისტის მკურნალობას, დავიწყოთ იმით, რომ ღვიძლის კისტის ქირურგიული გზით მკურნალობა გამართლებულია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში: ჩირქი, სისხლდენა, გასკდომა. დიდი და გიგანტური კისტის დროს, რომელიც შინაგანი ორგანოების შეკუმშვას იწვევს, კისტთან ერთად ღვიძლსაც კვეთენ. ბოლო პერიოდში ოპერაციებს იშვიათად ატარებენ, რადგან გიგანტური კისტის (დიამეტრში 20 სმ-ზე მეტი ზომის) დროსაც სკლეროთერაპია შეიძლება ეფექტური იყოს ულტრაბგერითი კვლევის კონტროლით. ოპერაცია საჭიროა იმ კისტების მოსაშორებლად, რომლებიც ორგანოში პარაზიტებით (ექინოკოკი, მრავალსაკნიანი ექინოკოკი და სხვა) დაინფიცირების შედეგად ჩნდება. თუ კისტა პატარაა, დაჩირქებული არაა, ნერვებს, სისხლძარღვებს, ლიმფურ სადინებას და თავად ორგანოს ან მეზობელი ორგანოს შინაგან სტრუქტურას არ აწვება, ასეთ კისტას ხალხური საშუალებებით უნდა ებრძოლოთ. კისტა ზომაში უნდა შემცირდეს ან საერთოდ გაქრეს.

ღვიძლის კისტის მოსაშორებლად ჩემი პრაქტიკიდან რამდენიმე ეფექტურ მეთოდს გთავაზობთ, კერძოდ ქრისტესისხლას და ოროვანდის წვენების კომბინაციას. ქრისტესისხლა სჯობს ყვავილების გაჩენისთანავე, მაისში შეაგროვოთ. მცენარე დააქუცმაცეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. 1 ლ წვენი რამდენიმე ფენად გაკეცილ მარლაში გაწურეთ. მაცივარში 1 კვირა შეინახეთ. გამჭირვალე ზედა ფენა გადაასხით. წვენის დარჩენილ ქვედა ნაწილს არაყი დაასხით ისე, რომ მოცულობამ 1 ლიტრს მიაღწიოს. 0,5 ჭიქა ასკილის ნახარშში ან წყალში გააზავეთ და დილით, უზმოზე ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობა 10 წვეთით დაიწყეთ, ყოველ დღე თითო წვეთი დაუმატეთ და დოზა 20 წვეთამდე აიყვანეთ. ასეთი მოცულობით სამკურნალო საშუალება 10 დღე დალიეთ, შემდეგ თითო წვეთობით დოზის შემცირება დაიწყეთ და 10 წვეთამდე დაიყვანეთ. 10 წვეთი კიდევ 10 დღე დალიეთ. შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. ქრისტესისხლას სჯობს ძახველი დაუმატოთ. 12 ს/კ კენკრას 1,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 2 საათით დააყენეთ. ძახველის ნაყენი 2 დღე საკვების მიღებებს შორის დალიეთ.

ქრისტესისხლას წვენის შემდეგ ოროვანდის წვენის დალევაზე გადადით. ოროვანდის ფესვები ან ფოთლები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და მარლით გაწურეთ. მაცივარში შეინახეთ. 1 ს/კ წვენი უშუალოდ ჭამის წინ დალიეთ. წვენი მწარეა. 10 დღე მიიღეთ, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კვლავ 10 დღე დალიეთ და ა.შ.

ასეთი მკურნალობა რეკომენდებულია მათთვის, ვინც სხვადასხვა ტიპის ჰეპატიტი გადაიტანა. 0,5 ლ წვენი უნდა დალიოთ, შემდეგ 1 თვე შეისვენოთ. ასეთივე კურსი გაიმეორეთ. ჯამში 1 ლ წვენი უნდა დალიოთ. ოროვანდის ფოთლები სჯობს მთვარის თვის დასაწყისში, ადრე დილით და შუადღემდე შეაგროვოთ, ხოლო ფესვები, პირიქით, დღის მეორე ნახევარში, მზის ჩასვლის დროს, ახალი მთვარის დაწყებამდე 1 კვირით ადრე ამოთხარეთ. მომავალში ღვიძლის პრობლემები რომ არ გქონდეთ, პროფილაქტიკის მიზნით (სჯობს მაისში) ოროვანდის ფოთლების წვენი დალიეთ.

წერილს პასუხობს ბორის სკაჩკო, კლუბ „ჯანმრთელობის“ დირექტორი, ექიმი და ფიტოთერაპეტი.

შემოდგომა-ზამთმრის პერიოდში ღვიძლის კისტის გასაქრობად შეგიძლიათ სააფთიაქო ქრისტესისხლას ბალახი გამოიყენოთ. 1 ყავის კოვზ ნედლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 2 წუთით გაზქურაზე დადგით. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. 2-3 ს/კ საშუალება ჭამამდე 10-15 წუთით ადრე, დღეში 4-5-ჯერ დალიეთ. 1 თვიანი მიღების შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ. სასურველია, რომ ყოველ 3 კვირაში სისხლის ანალიზი ჩააბაროთ ლეიკოციტების გასაკონტროლებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს