ეთერზეთები სოკოვანი დაავადებების მოსაშორებლად და პროფილაქტიკისთვის.

130

როგორც იქნა, ტერფებიდან სოკოვანი დაავადება გავიქრე. მირჩიეთ, როგორ დავიცვა თავი ხელახალი დაინფიცირებისგან? პატივისცემით, ს.ნ.

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო.

უპირველეს ყოვლისა, სოკოვანი დაავადება რომ არ განმეორდეს, გირჩევთ სპეციალურ პუდრებს, რომლებიც სოკოვანი დაავადების კლინიკური გამოვლინების გაქრობიდან მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ.

ეს შეიძლება იყოს აფთიაქის პრეპარატები, მათ შორის, 5% ამიკოზოლური პუდრი ან დუსტუიდანის ფხვნილი, რომელსაც მცირე რაოდენობით ყრიან წინდებში ან ფეხსაცმელში მანამ, სანამ ჩაიცვამდნენ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ ყველა ფეხსაცმელი ეთერზეთებით დაამუშავოთ. მაგალითად, კარგი მიკოსეპტიკური მოქმედება აქვთ აფთიაქის კამის, ჩაის ხისა და მიხაკის ზეთებს.

რამდენიმე წვეთი სუფთა ზეთი ჩააწვეთეთ პოლიეთილენის პარკში, აქვე მოათავსეთ ფეხსაცმელები 1 დღით. 1 კვირის განმავლობაში, ასეთი პროცედურა რამდენჯერმე უნდა შეასრულოთ.

წინდები რამდენიმე წუთით ჩაალბეთ 95-გრადუსიან წყალში და დააუთოვეთ. ეს პროცედურა რეგულარულად უნდა შეასრულოთ.

და, რაღა თქმა უნდა, უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენის წესები: ფეხების ყოველდღიური დაბანა საპნით და სხვა პროცედურები აუცილებელი პირობაა ჯანსაღი ტერფებისთვის.

ასევე, უნდა გახსოვდეთ, რომ ხშირად, სოკოვანი დაავადებები უჩნდება იმ ადამიანებს, რომელთა იმუნიტეტიც დაქვეითებულია გადატანილი რესპირატორული ან სხვა ტიპის დაავადებებით. ამიტომ, ჩართეთ რაციონში ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი პროდუქტი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს