ბოლო დროს მაწუხებს ტკივილი და სიმძიმე მარჯვენა ფერდში. იქნებ, ეს ღვიძლის პრობლემებზე მიუთითებს? პატივისცემით, ვ.ი.
წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი ბორის სკაჩკო.
მკითხველი სწორად მოქმედებს, რადგან ღვიძლის დამოუკიდებელი შეფასება პირველი ნაბიჯია ამ ორგანოს სერიოზული დარღვევების პროფილაქტიკისკენ.
მაშ ასე, ღვიძლის მუშაობის დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე პირველი ნიშანია ხასიათის ცვლილებები. ძველი დროიდან ითვლება, რომ ზედმეტად გაღიზიანებული ადამიანები “ცუდი” ღვიძლის პატრონები არიან. გარდა ამისა, ღვიძლის მუშაობის დარღვევისას ჩნდება მომატებული დაღლილობა, რომელსაც თან ახლავს სიმძიმე მთელ სხეულში, მადის დაკარგვა. ღვიძლი, ფაქტობრივად, ორგანიზმში უჯრედების ენერგეტიკული სადგურის როლს ასრულებს.
ორგანოს გაუმართავობის კიდევ ერთი ნიშანია ჭარბი წონა. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ღვიძლი წყვეტს დეზინტოქსიკაციური ფუნქციის შესრულებას, უმცირდება უნარი, ნაღვლით გამოიტანოს ორგანიზმიდან ტოქსინები, კანცეროგენები და სხვ. ცხიმის ქსოვილი სწორედ იმუნური სისტემის იმ უჯრედებისგან წარმოიქმნება, რომლებიც ტოქსინებითაა სავსე.
ხშირად, ახალგაზრდებში დაავადებული ღვიძლის ნიშანია დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტონია, 90×60 მმ.ვრცხ.სვტ), რომელსაც ვენოზური სისტემის სისუსტე იწვევს. ვენოზური სისტემა კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია ღვიძლის მუშაობაზე, რამდენადაც მასში იწარმოება ცილა, რომელიც სისხლძარღვების კედლების ტონუსს ზრდის.
კოსმეტიკურად, დაავადებული ღვიძლი თავს იჩენს ვენების ვარიკოზული გაგანიერებით, ვენოზური ბადის სახით, დიდი კანქვეშა ვენის სისტემაში. პიგმენტური ლაქების გაჩენაც მეტყველებს კანში ნივთიერებათა მიმოცვლის პროდუქტების დაგროვებაზე. სუსტ ღვიძლს, აგრეთვე, ახასიათებს ხშირი გაციება, მრვი ან მრდ, მომატებული მიდრეკილება ალერგიული რეაქციებისკენ და სხვ. კუჭის მოქმედების დარღვევებიც (ხშირი ყაბზობა, რომელის კუჭის გაღიზიანებაზეც მიუთითებს) მნიშვნელოვანი სიმპტომია.
მარჯვენა ნეკნქვეშა ფერდში მუდმივი ტკივილიც დაავადებული ღვიძლის ნიშანია. ამაზე მეტყველებს ნაწლავების დისბაქტერიოზიცა და ჩაწითლებული თვალებიც. შემთხვევითი არაა, რომ აღმოსავლური მედიცინის წარმომადგენლები თვალებს ღვიძლის სარკედ მიიჩნევენ.
ასევე, ღვიძლის ქსოვილის გაღიზიანების პროცესის ინტენსივობა, რომელიც ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას ხშირად ახლავს, გამოიხატება ხელის გულის ზედაპირის სიწითლით. გარდა ამისა, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის მაჩვენებლის გაზრდა, სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების ცვლილებებიც მეტყველებს ღვიძლის ფუნქციის სერიოზულ დარღვევაზე.
თუ ეს სიმპტომები გაქვთ და ამ მნიშვნელოვანი ორგანოს გამართულობაში ეჭვი შეგეპარათ, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.