ბროწეულის ქერქი: უებარი წამალი ქალური დაავადებებისთვის

381

ჩვენ ვახმობთ ბროწეულის ქერქს და მის ნაყენს ფაღარათის დროს ვამზადებთ. მეზობელმა მითხრა, რომ ეს კარგი საშუალებაა ქალური დაავადებების წინააღმდეგაც. მართალია? პატივისცემით ე.ფ.

წერილს პასუხობს ნატუროპათი, სახალხო მკურნალი ელენა სვიტკო.

მართლაც, ბროწეულის ქერქისგან დამზადებული პრეპარატები მკუმშავი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა. ბროწეულის პრეპარატები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მცენარეული წარმომავლობის წამალია ქალური ანთებითი დაავადებების დროს.

ბროწეულის ქერქის ნახარში გამოიყენება საშოს გამოსაბანად: 2 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ქერქს ასხამენ 1 ჭიქა წყალს და ხარშავენ 15 წუთით. გაგრილების შემდეგ წურავენ და 1 ლიტრამდე მიჰყავთ ადუღებული წყლით. წმინდა ჰილდეგარდა ბროწეულის ნაყოფს საშვილოსნოს ნებისმიერი ეტიოლოგიის სისხლდენის ინტენსივობის შემცირებისა და სისხლწარმოქმნის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის იყენებდა.

ასევე, გირჩევთ ნარევს, რომლის გამოყენებაც ქალს შეუძლია ხანგრძლივი სისხლდენის დროს, მშობიარობის ან რთული გინეკოლოგიური ოპერაციის შემდეგ, აგრეთვე, უბრალოდ თვითშეგრძნების გასაუმჯობესებლად.

რეცეპტი: 200 მლ ახლადდაწურული ბროწეულის წვენი, 20 გ ხმელი ჭინჭარი, 100 მლ წითელი ღვინო, 200 გ თაფლი. დაქუცმაცებულ ჭინჭარს დაასხით თაფლი, ღვინო და წვენი. მასა ოდნავ შეათბეთ, არ მოხარშოთ. მიირთვით 50 მლ ყოველ 2 საათში. მკურნალობის კურსი არაუმეტეს 14 დღე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს