დაბერება უამრავ უსიამოვნო ცვლილებას იწვევს ჩვენს ორგანიზმში. ხშირად, პირველი ასაკობრივი ცვლილებები თვალების გარშემო ჩნდება. ქუთუთოებზე კანი თხელი და ნაზია, მუდმივად ექვემდებარება გარე პროვოკატორების, სტრესის, ვიტამინების დეფიციტისა და ძილის უკმარისობის ზემოქმედებას.
ქუთუთოების კანის მოსავლელად უამრავი კოსმეტიკური საშუალება არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე ეფექტური იყო და იქნება ისინი, რომლებიც თავად დედა-ბუნებამ გვიძღვნა. კვერცხზე დამზადებული ნიღბების გამოყენებით, თვალის გარშემო კანს გაათეთრებთ, განაახლებთ, გაამკვრივებთ, აალაგებთ წვრილ ნაოჭებს. ეს ნამდვილი მონაპოვარია!
ჩვენმა რედაქციამ შეკრიბა რამდენიმე მარტივი საშინაო რეცეპტი, რომლებიც დაგეხმარებათ თვალის გარშემო კანის სინაზისა და ელასტიურობის შენარჩუნებაში.
კვერცხის ცილის ნიღაბი
- ყველაზე მარტივი, თუმცა არანაკლებ ეფექტური ნიღაბია სუფთა კვერცხის ცილა. წაისვით იგი ბამბის ტამპონით თვალის გარშემო. დახუჭეთ ქუთუთოები ცილის სრულად გაშრობამდე. ჩამოიბანეთ ნიღაბი გრილი წყლით და დატკბით შედეგით!
- რეცეპტი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, “ბატის თათებთან” ბრძოლაში საუკეთესო დამხმარე იქნება.თანაბარი რაოდენობით შეურიეთ კვერცხის ცილა, ქერის ფქვილი და თაფლი. მიღებული მასა წაისვით თვალის გარშემო 20 წუთით, ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ასეთი ნიღაბი ნაოჭებს დააგლუვებს და თვალის გარშემო კანს განაახლებს.
- ეს ნიღაბი მოგიხსნით შეშუპებას და სწრაფად მოგაშორებთ თვალქვეშა ტომრებს, ასევე, გაასწორებს წვრილ ნაოჭებს.აიღეთ 2 გრილი კვერცხის გული, 1 ჩ.კ. ყვავილის თაფლი და 1 ჩ.კ. ზეითუნის ან გარგრის ზეთი. ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ მიქსერით და მალევე დაიტანეთ კანზე თვალის გარშემო. ეს პროცედურა არაუმეტეს 30 წუთს წაგართმევთ, შედეგი კი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.
- ეს ეფექტური საშუალება კი გამოკვებავს ქუთუთოების მშრალ და დაღლილ კანს. შეურიეთ 1 კვერცხის გული, 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი და ნახევარი ლიმონის წვენი. ასეთი ნიღაბი წაისვით 20 წუთით, ჩამოიბანეთ გრილ რძეში ამოვლებული ბამბის დისკით. შედეგად მიიღებთ ჯანმრთელ და განახლებულ კანს.
- გასაოცარი ეფექტი ექნება რძის დამატებას კვერცხის ნიღაბში. მკვებავი მოქმედების გაძლიერებაში დაგეხმარებათ ცოტაოდენი ბავშვთა კვების ნარევის დამატებასაც.
გახსოვდეთ ისიც, რომ ნებისმიერი ნიღაბი მხოლოდ სუფთა კანზე უნდა წაისვათ.