როგორ განვასხვავოთ ბროლი ჩვეულებრივი შუშისგან

1368

საქართველოში ბროლი საკმაოდ ძვირფას მასალად ითვლება. ძველი დროიდან, იგი სიმდიდრის საზომად და ფულის სარფიან ინვესტიციად ითვლებოდა. იგი არასდროს დაკარგავს პოპულარობასა და ფასს.

შუშისა და ბროლის ძირითადი თავისებურებების ცოდნით, მარტივად გაარჩევთ ყალბ ნაკეთობას, თუ სინათლეზე დაათვალიერებთ ან ზედაპირზე თითს გადაუსვამთ.

შუშის თავისებურებები

შუშა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნივთიერებაა, რომელმაც, თავისი ფიზიკური და ქიმიური თვისებების წყალობით, კაცობრიობისთვის ფართო გამოყენება ჰპოვა. მას აქვს მაღალი გამძლეობა მოჭერისას, ნაკლებად გამძლეა დარტყმის დროს, არის 90%-ით გამჭვირვალე, არ ატარებს უი-სხივებს.

შუშის წარმოებისთვის ძირითადი კომპონენტებია: კვარცის ქვიშა, ნატრიუმის კარბონატი, კირი და სოდა. შუშის მრავალი სახეობა არსებობს, მათი განმასხვავებელი ნიშნები კი შეიძლება იყოს: მყარი და მოქნილი, ნაკლებად თბოგამტარი ან ქიმიურად მედეგი – იგი იწრთობა, ხდება მრავალფენიანი, ემატება ყოველგვარი ქიმიური ელემენტი.

შუშად ითვლება ნაკეთობა, რომელიც არაუმეტეს 4%-ით შედგება თუთიის ოქსიდისგან. ბროლის მისაღებად, მას 13%-ზე მეტ თუთიის და 17%-მდე კალიუმის ოქსიდს უმატებენ, ასე ნაკეთობას მოელვარე იერი ექნება, თუმცა მისი დამზადება საკმაოდ შრომატევადი პროცესია.

ჩვეულებრივი შუშა არაერთგვაროვანია, აქვს წვრილი მიმობნეული წერტილები, რომლებიც ჩამოსხმის დროს ჩნდება, ცუდად ატარებს მზის სხივებს, ფანტავს შუქს.

ბროლის შუშა დატყმამედეგია, ამ თვისებას კი იგი კალიუმის ნაერთისგან იღებს. თუმა, დამსხვრევისას, ჩვეულებრივი შუშა მსხვილ ნამსხვრევებად იქცევა, ბროლი კი – წვრილებად.

ბროლის თავისებურებები

ხელოვნურ ბროლს ახასიათებს მზის სხივების მაღალი გარდატეხა, გაჯერებულია მკვეთრი ელვარებით, არსებითი გამძლეობით, დაბალი თბოგადაცემით, მომატებული სიმკვრივისა და უფრო მძიმე მეტალების წყალობით, ვიდრე შუშის შემადგენლობაშია. ბროლი მღერის, დარტყმისას გაიგებთ რეზონირებად ხანგრძლივ ბგერას. კონკრეტული კუთხიდან შეხედვისას, ფერთა შესანიშნავ თამაშს იილავთ. იგი ხშირად ერევათ მთის ბროლთან.

არსებობს ხელოვნური ბროლის სხვადასხვა სახეობა

  1. ბარიუმის ბროლი – შემადგენლობაშია ბარიუმის ოქსიდი, რომელიც ზრდის სინათლის გარდატეხის მაჩვენებელს;
  2. ბოჰემური ან ჩეხური ბროლი – განსხვავდება წარმოშობის ქვეყნით. ასეთი ბროლების შემადგენლობაში 24%-ზე მეტი თუთიის ოქსიდია, კალციუმისა და კალიუმის დამატებით, იგი იმდენად გამჭვირვალეა, რომ თუ ღვინის ჭიქაში ჩაასხამთ, შუშა, პრაქტიკულად, არ გამოჩნდება. ჩეხური შუშის არსებითი თავისებურებაა ის, რომ ნაკეთობები ხელით მზადდება, მინამბერავებისა და ოსტატების მიერ;
  3. თუთიის ბროლი – შემადგენლობაშია თუთიის ოქსიდი, რომელიც ზრდის პლასტიკურ თვისებებს, უმჯობესდება დამუშავებაც: მოპირკეთება, გაჭრა, გაპრიალება. შედეგად, კუთხეებიანი ბროლი ქმნის თვალწარმტაც ფერთა სპექტრს.

მთის ბროლი – ბუნებრივი სუფთა, კრისტალისებრი თუთია, ნახევრადძვირფასი ქვაა. ამ ოჯახს განეკუთვნება: სერდოლიკი, ამეთვისტო, აქატი, ციტრინი და სხვები. ითვლება ბრილიანტის ეკონომიურ შემცვლელად. გვხვდება ალპური ტიპის მთიან ადგილებში.

ესაა იშვიათი მინერალი, ყველაზე ძვირფასი კი 3-5 სმ კრისტალებია. გამოიყენება რადიოტექნიკაში, ულტრაბგერითი რხევების მისაღებად, ნახევრადძვირფასი ქვების დასამზადებლად, ძვირფასეულობების შესამკობად. ბუნებრივი ბროლი მოიცავს კრისტალისებრ ბადეს, მას ქვასავით ამუშავებენ – ფქვავენ და აძლევენ საჭირო ფორმასა და შემადგენლობას.

როგორ გავარჩიოთ შუშა ბროლისგან

  1. შუშის ნაკეთობის შუქზე დათვალიერებისას, დაინახავთ ბუშტუკებს, რომლებიც ჩამოსხმის დროს ჩნდება.
  2. ბროლის ნაკეთობები მასიურია, მაღალი სიმკვრივის გამო. შუშა გაცილებით მსუბუქია.
  3. ბროლის ლარნაკის, ბოკლის ან კრისტალის გავლით მზის სხივების გატარებისას, თქვენ დაინახავთ ზედაპირზე სხივების მკვეთრ საზღვრებს. შუშა შუქს ფანტავს.
  4. ბროლის დაზიანება რთულია – მასზე პატარა ნახეთქებს ვერ გააჩენთ, იგი ყოველთვის გამჭვირვალეა, უცხო წერტილების გარეშე. შუშის ნაკეთობის ცქერისას, დაინახავთ ნაწიბურებს, რომლებიც ჩამოსხმის დროს გაჩნდა, და უმნიშვნელო მცირე ნაკაწრებს.
  5. ბროლი ცუდად ატარებს სითბოს, ხელის გულის შეხებისას, იგრძნობთ სიცივეს, რამდენიმე წუთის შემდეგაც კი.  შუშა სწრაფად თბება შეხებისას, მომენტალურად ცივდება.
  6. დროთა განმავლობაში, შუშის ნაკეთობები მუქდება, ხდება მკრთალი, ბროლი კი მუდმივად მკვეთრი და მოელვარეა.
  7. თუ ბროლის ბოკალს აიღებთ ხელში, გაატარეთ სველი თითი სატუჩეზე – გაიგონებთ ლამაზ, რეზონირებად ზარს, რომელიც გაძლიერდება თითის მოძრაობასთან ერთად. იგივე ხდება, თუ ორ ნაკეთობას ერთმანეთს მიარტყამთ.
  8. ბროლი ძვირადღირებული მასალაა, რომელსაც აფასებენ კოლექციონერები, ჩვეულებრივ, შუშაზე რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირს.

ჩვეულებრივი ბროლი მიიღება ჩვეულებრივი შუშისგან, მხოლოდ უფრო მაღალი ხარისხისა და შემადგენლობისაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს