ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ტარაკნები დედამიწაზე დინოზავრებზე უფრო ადრე გაჩნდნენ. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, “ულვაშებიანებმა” შეძლეს გამყინვარების პერიოდის გატანა და დღემდე სტუმრობენ დიასახლისებს. ასეთი მეზობლობა არამხოლოდ უსიამოვნო, არამედ საფრთხისმომცველიც კია: ნაგვის ურნებსა და უნიტაზის ზედაპირზე გადაადგილებული ტარაკანი “იწებებს” ყველა მავნე ბაქტერიას და ავრცელებს საცხოვრებელში, რითაც ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
ბორის მჟავის გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა ოთახის დეზინსექციისთვის, სპეციალისტების გარეშე. იგი ნაკლებად სახიფათოა ადამიანისთვის და თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ საშინაო პირობებში, დამოუკიდებლად.
ინსტრუქცია და გამოყენების თავისებურებები
უნდა ითქვას, რომ შხამი ტარაკნის ორგანიზმში მხოლოდ მიღებული საკვებით თუ მოხვდება. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი მაქსიმალურად მიმზიდველი სატყუარას მომზადება.
ძალისხმევა წყალში რომ არ ჩაგეყაროთ, დაიცავით შემდეგი მარტივი პირობები:
- განსაზღვრეთ მწერების მარშრუტი მათი ექსკრემენტების მიხედვით (სატყუარა სწორედ ამ “ბილიკზე” უნდა დაალაგოთ).
- გამორიცხეთ წყალთან წვდომა (მჭიდროდ დაკეტეთ შემრევები, ამოწმინდეთ ნიჟარიდან წყლის წვეთები მშრალი ქსოვილით, მოაშორეთ სველპადონიანი ოთახის მცენარეები). თუ ამ წესს არ დაიცავთ, მწერები ორგანიზმიდან ტოქსინებს მიღებული წყლის დახმარებით მარტივად გამოდევნიან.
- საგულდაგულოდ დაიცავით რეკომენდებული დოზა (მცირე დოზა უსარგებლო იქნება, ძალიან მაღალი კი ტარაკნებს დააფრთხობს სატყუარებიდან).
- მოათავსეთ საშუალება თანაბრად, მოერდიეთ სატყუარების თავშეყრას (ტარაკნები ცბიერები არიან და ეშმაკობას მიგიხვდებიან).
როგორ მოვამზადოთ სატყუარა
- ყველაზე მარტივი რეცეპტია ბორის მჟავა, რომელიც ტარაკნების დისლოკაციის ადგილებში უნდა მოაყაროთ. გადაანაწილეთ ფხვნილი პლინტუსების გასწვრივ, ნაგვის ურნის გარშემო, უნიტაზის უკან და სხვა, მიმალულ ადგილებში. მწერები, რა თქმა უნდა, შხამს არ მიირთმევენ, თუმცა ფხვნილი თათებზე მიეწებებათ, შემდეგ კი ყველაფერი თავისთავად მოხდება.
- თანაბარი რაოდენობით შეურიეთ შაქრის პუდრა, ფქვილი, ბორის მჟავა და ცოტაოდენი წყალი, მოამზადეთ ბურთულები და დაალაგეთ პირველ პუნქტში ნახსენებ ადგილებში.
- განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ასეთი სატყუარა: 50 გ ბორის მჟავა შეურიეთ უმ კვერცხსა და რამდენიმე ს.კ. ფქვილს, მიღებული მასისგან დაამზადეთ პატარა, 5-7 მმ კვერები. ეს დიამეტრი საკმარისია მწერების მოსატყუებლად.
4. თუ მოხარშული კვერცხის გულს ცოტაოდენ კარტოფილის პიურეს დაუმატებთ, მიიღებთ კიდევ ერთ სატყუარას ( რა თქმა უნდა, უნდა დაუმატოთ 2 ს.კ. ბორის მჟავაც).
ხელმეორე შემოსევის პროფილაქტიკა
საუკეთესო პროფილაქტიკაა სახლში წესრიგის დაცვა. ულვაშიანი სტუმრები არ შეგვაწუხებენ, თუ დროულად შევდგამთ საკვებს მაცივარში, არ დავტოვებთ ჭუჭყიან ჭურჭელს ნიჟარაში მთელი ღამით და რეგულარულად გავიტანთ ნაგავს. შეაკეთეთ მჟონავი შემრევები, პერიოდულად შეათვალიერეთ კედლები და იატაკი, რათა გამორიცხოთ ნაპრალების არსებობა, რომლებშიც შეიძლება მავნებლების კვერცხები იდოს. დაალაგეთ ზედაპირები სველად – ასე მაქსიმალურად დაიცავთ საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებს ამ უსიამოვნო სტუმრებისგან.