„პაპარაცი“ გთავაზობთ საუკეთესო მცენარეებსა და ყვავილებს, რომლებიც თქვენს სახლში სიყვარულს, ბედნიერებას და წარმატებას მოიზიდავენ.
1. სპატიფილიუმი ამ სიაში პირველ ადგილს სამართლიანად იკავებს. ხალხში მას „ქალურ ბედნიერებას“ უწოდებენ.
ეს მრავალწლიანი მცენარე შორეული სამხრეთ ამერიკული ტყიდან არის. მისი გაზრდა სირთულეს არ წარმოადგენს. მთავარია: სპატიფილიუმი ყოველდღე აუცილებლად მორწყეთ, ხოლო გაზაფხულზე ახალ ნიადაგში გადარგეთ.
რაში დაგეხმარებათ:
- გაუთხოვარ ქალს მეორე ნახევრის პოვნაში დაეხმარება;
- ვინც უკვე ბავშვზე ფიქრობს – დაფეხმძიმდება;
- ოჯახში, სადაც „ქალური ბედნიერება“ იზრდება, ყოველთვის სიყვარული და ურთიერთგაგება სუფევს.
2. რეიტინგში მეორე ადგილას ძალიან ლამაზი ყვავილი მოხვდა, რომელსაც ეგზოტიკური სახელი აქვს – სენპოლია, იგივე უზამბარული ია.
ია, როგორც ყველასთვის ცნობილია, განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. მას ბევრი სინათლე სჭირდება და ხისტ წყალს ვერ იტანს. მიუხედავად ამისა, პრეტენზიული მცენარე ძალიან პოპულარულია.
ია ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებას ხელს უწყობს: ჩხუბის და კამათის რაოდენობა შემცირდება. ამასთან, ყვავილი მუდმივი სიყვარულის სიმბოლოა.
3. მესამე ადგილას მოხვდა ფართოდ ცნობილი მცენარე – ჩინური ვარდი, ჰიბისკუსი.
მისი ლამაზი და დიდი ყვავილები ყველას უყვარს. ის წარმოშობით ტროპიკებიდან არის. ჰიბისკუსს სითბო სჭირდება, მაგრამ არა 35 გრადუსზე მეტი. თუ სახლში ჰიბისკუსი გექნებათ, მალე ვნებიან სიყვარულს ელოდეთ.
4. ბედნიერების მომტან მცენარეებს შორის მეოთხე ადგილზე მოხვდა ჰოია, ცვილის სურო.
ამ ოთახის მცენარეს ბევრი სახეობა აქვს. მაგალითად, არსებობს ჰოია კერი, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში „ვალენტინობაზე, 14 თებერვალს ჩუქნიან. სახლში ჩვეულებრივ მშვენიერ ჰოიას ან ხორციან ჰოიას ზრდიან.
ჰოიას ოჯახში ბედნიერება მოაქვს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას საძინებელში დადებთ.
5. ჩვენს სიაში ოქროს შუალედს მირტა იკავებს.
ეს მარადმწვანე ბუჩქი პატარა, თეთრი ყვავილებით ყვავილობს. მას სილამაზის გარდა სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. თავად სიტყვა „მირტი“ ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „ბალზამი“.
ითვლება, რომ მირტა ქორწინებას წარმატებულს ხდის, ხოლო უკვე შექმნილ ოჯახში ბედნიერება და მშვიდობა მოაქვს. ზოგიერთ ქვეყანაში ამ მცენარეს ახალდაქორწინებულებისთვის საუკეთესო საჩუქრად თვლიან.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.