ლოცვა შვილიშვილების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის

46458

ნებისმიერი ბებია ოცნებობს იმაზე, რომ მისი შვილიშვილები კარგად იყვნენ, არ აწუხებდნენ ჯანმრთელობა, იყვნენ ბედნიერები და ყოველგვარი უბედურება ახლოს არ ეკარებოდეს. ბებიები შვილიშვილებს მთელ სიყვარულსა და ზრუნვას ჩუქნიან, თუმცა ყველაფრისგან დაცვა მაინც არ შეუძლიათ. ისღა დარჩენიათ, დახმარება უფალს სთხოვონ. ამისთვის არსებობს ლოცვა შვილიშვილებისთვის.

ჩვენი რედაქცია გიზიარებთ უბრალო ლოცვას იმ ბებიებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ უფალს თავიანთი ძვირფასი შვილიშვილების დაცვა სთხოვონ.

ლოცვა შვილიშვილებისთვის

ლოცვის ტექსტი მარტივი და მოკლეა, თუმცა იგი გეხმარებათ ღმერთთან მიმართვასა და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. იგი შეგიძლიათ წაიკითხოთ ნებისმიერი დროს და რამდენჯერაც გინდათ. განსაკუთრებით კარგია ლოცვა მაშინ, როცა ბავშვებს სძინავთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ შვილიშვილის დაბადების დღეზეც. ილოცეთ, დაე უფალმა დაიცვას თქვენი საყვარელი ადამიანები.

-“უფალო, მამაო ზეციერო, შენი ძალითა და ნებით დაიცავი, იხსენი ჩემი შვილიშვილები ყველა გზაზე, ყველა საქმეში. დაიცავი მათი მოელვარე თვალები, მოქნილი ფეხები, ანგელოზის სულები. იხსენი, დაიცავი უბედურებისგან, ცუდი ცხოვრებისგან, ყოველგვარი დაავადებისგან, წყლისა და ცეცხლისგან, შუშისა და დანისგან, ყოველგვარი ტკივილისგან. განდევნე, უფალო, ბოროტი ადამიანები მათგან. შეიწყალე და შეინდე, გადაარჩინე და დაიცავი შენი მონა/მხევალი (სახელი). ამინ!”

ლოცვა შვილიშვილების ბედნიერებისთვის

-“უფალი ბედნიერია ადამიანთა სიყვარულით, დაე, ჩემი შვილიშვილიც (სახელი) ბედნიერი იყოს. დამადლე მას, უფალო ჩვენო, (სახელი) ბედნიერება. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!”

ლოცვა ღვთისმშობლისადმი

ასევე, შეგიძლიათ ჩარევა ღვთისმშობელსაც შესთხოვოთ. მას ხშირად მოიხსენიებენ ბავშვებისა და ჯანმრთელი პატარების დაბადებისთვის ლოცვებში. შეგიძლიათ, ქალწულ მარიამს შვილიშვილებიც შეავედროთ.

-“ღვთისმშობელო, ყოვლადწმიდა მარიამ, ჩემი იესო ქრისტესა და მთელი წმინდა სამების დედავ, გთხოვ, გევედრები: მიჰგვარე შვება, დამადლე ჩემს შვილიშვილებს ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრება. მე, ცოდვილი მათთვის ვლოცულობ. ჩემთვის არა, ჩემი შვილიშვილებისთვის გევედრები.

დაე, მათ ყოველთვის უჭრიდეთ გონება და მზერა, შეუნარჩუნე მუხლის სიმტკიცე და სულის სისუფთავე. მოაშორე მათ უბედურება, ცუდი ცხოვრება. დაიფარე შენი წმინდა კალთით, დაიცავი ჭირისგან, არყისგან, დანისგან, ცეცხლისგან, ავი თვალისა და ჯადოსგან, სხვა უბედურებებისგან. შეინდე, იხსენი, შემინარჩუნე ჩემი ძვირფასები! შენთვის ასჯერ მოვიხრი მუხლს და ასჯერვე იმავეს გთხოვ. ამინ!

ეს ლოცვები ყოველდღიურია, ამიტომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაიმეოროთ. შეგიძლიათ, დასახმარებლად ტაძარსაც მიმართოთ. დაანთეთ სანთელი, დაწერეთ ფურცელზე თქვენი შვილიშვილების სახელები. სანთლის დანთების შემდეგ, მიმართეთ უფალს ან ღვთისმშობელს შვილიშვილების ლოცვისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს