მანზანები – ფარშირებული ბადრიჯანი ბერძნული მეთოდით. დეტალური რეცეპტი

1487

ბადრიჯანი ბოსტნეულია, რომელიც უჩვეულო გემოს და უამრავი ვიტამინის, მინერალის და სხვა სასარგებლო ნივთიერებების შემცველობის წყალობით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ბადრიჯანი შეიცავს უჯრედისს, ხსნად შაქარს, პექტინს, ცილებს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, ნატრიუმს, C, B1, B2, B5, PP ვიტამინებს.

PP ვიტამინის შემცველობის გამო ბადრიჯანი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ნიკოტინზე დამოკიდებულების მოშორება სურს. ნიკოტინის მჟავა მოწევაზე უარის დროს ნიკოტინის დეფიციტის მარტივად გადატანაში დაგეხმარებათ. ბადრიჯანი გახდომის მსურველებისთვის შეუცვლელი პროდუქტია. 100 გრ ბადრიჯანი მხოლოდ 28 კალორიას შეიცავს.

ფარშირებული ბადრიჯნის რეცეპტი

ბევრმა იცის, თუ როგორ მოამზადოს ფარშირებული ბადრიჯანი ხორცის შიგთავსით ღუმელში. დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ ამ სასარგებლო ბოსტნეულის მომზადების ძალიან უჩვეულო რეცეპტს – მანზანები. ბერძნული მეთოდით ფარშირებული ბადრიჯანი გულგრილს არავის დატოვებს! ამჯერად ღუმელი არ დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • 2,5 კგ ბადრიჯანი
  • 1 კგ სტაფილო
  • 240 გრ ნიორი
  • 500 გრ ხახვი
  • 350 გრ პომიდორი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 2 ს/კ მარილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ ძმარი
  • 2 ლ წყალი

მომზადება:

1. ბადრიჯანი გარეცხეთ და ყუნწები მოაჭერით. შუაში ჩაჭერით და ზომის მიხედვით 5-10 წუთით ხარშეთ. სჯობს პატარა ბადრიჯანი აიღოთ.

2. ცივ წყალში გააგრილეთ და დაფაზე ან ფორმაზე ერთმანეთის გვერდით დააწყვეთ. ზემოდან მეორე დაფა და მასზე სიმძიმე დადეთ. ასე ბადრიჯანს ზედმეტ წვენს მოაშორებთ.

3. სანამ ბადრიჯანი სიმძიმის ქვეშ იმყოფება, შიგთავსი მოამზადეთ. სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ და გახურებულ ღრმა ტაფაზე მცენარეულ ზეთში და ძლიერ ცეცხლზე 5 წუთით თუშეთ. შემდეგ კუბებად დაჭრილი ხახვი და პომიდორი დაუმატეთ, კიდევ 5 წუთით თუშეთ. დაპრესილი ნიორი და ოხრახუში დაუმატეთ. შიგთავსი კიდევ 1 წუთით ტაფაზე გააჩერეთ. შიგთავსი გააგრილეთ. დამარილება არ სჭირდება.

4. ბადრიჯანი შიგთავსით ამოავსეთ, ქვაბში, ვედროში ან პატარა კასრში მჭიდროდ ჩააწყვეთ.

5. მარილწყალი მოამზადეთ: 2 ლ წყალი აადუღეთ, შაქარი, მარილი და ძმარი დაუმატეთ. როცა შაქარი და მარილი გაიხსნება, მარილწყალი ბადრიჯანს დაასხით ისე, რომ ბადრიჯანი მარილწყლიდან 2 სმ დაშორებით ჩანდეს. ბადრიჯანს თეფში დააფარეთ.

6. ზემოდან 1-2 კგ სიმძიმე დაადეთ, შეგიძლიათ წყლით სავსე ბოთლი გამოიყენოთ.

7. 3-7 დღეში ქილებში გადაანაწილეთ და კაპრონის თავსახური დაახურეთ. ზოგიერთი უკვე 3 დღეში თეფშზე დებს. ეს უკვე გემოვნების საკითხია.

მანზანის შიგთავსი ინგრედიენტების არსებობით შეიძლება შეიცვალოს: ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ბადრიჯანი სტაფილოთი ფარშირებული ან შიგთავსი ბულგარული წიწაკით.

თუ ბადრიჯანი გიყვართ, მანზანები ზამთრისთვის აუცილებლად მოამზადეთ, რომ ცივ ამინდში საყვარელი ბოსტნეული გემრიელი შიგთავსით მიირთვათ. ბადრიჯნის მომზადების ბერძნული მეთოდი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს