ვინ არ ოცნებობს ლამაზ სიბერეზე? პირდაპირი გაგებით, ლამაზზე: ჭარბი წონის გარეშე, კანი რომ ელვარებდეს და ჯანმრთელობაც არ გღალატობდეთ. მილიონობით მეცნიერი მსოფლიოს გარშემო, ეძებს ახალგაზრდობის ელექსირს, ამასობაში კი, ერთმა იტალიელმა ქალბატონმა მათ საგრძნობლად გაუსწრო. ჟაკლინ ბერიდო პისანოს ფოტოებს როცა ნახავთ, იფიქრებთ, რომ დრო მასზე ვერ ბატონობს.
როცა ამ ქალის გამომწერთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა, მასზე პრესამ დაიწყო საუბარი. ხოლო როცა მათმა რაოდენობამ 500 000-ს მიაღწია, გამომცემლობა The Sun-მა ქალს მიანიჭა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ბებიის წოდება! დიახ, იგი 51 წლისაა და ორი შესანიშნავი შვილიშვილი ჰყავს. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რისი დამსახურებაა მისი ასეთი მდგომარეობა.
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ბებია
ამ ქალის სახეზე ერთ ნაოჭსაც ვერ იპოვით, ხოლო მისი სხეულისა კი მოდელებსაც შეშურდებათ. როცა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ინსტაგრამზე მისი გასაოცარი ფოტოების გამოწერა დაიწყო, ჟაკლინმა უკვე ვეღარ შეძლო ახალგაზრდობის საიდუმლოს დამალვა.
რა დავლიოთ
მაშ ასე, ბევრი დიეტა კატეგორიულად კრძალავს ყავასა და ალკოჰოლს. ეს ორივე პროდუქტი აუწყლოებს და აშრობს ორგანიზმს, საბოლოო ჯამში კი ვიღებთ წყლის ბალანსის დარღვევასა და ნივთიერებათა არასწორ ცვლას. თუმცა, ჟაკლინ ბერიდო პისანო ღიად აცხადებს, რომ არ შეუძლია თავისი ცხოვრების წარმოდგენა ამ ორი სასმლის გარეშე.
-“მე ვსვამ ღვინოს, ვჰიჟდები ყავაზე, მთელი ცხოვრება ხომ იტალიაში გავატარე, რაა აქ დღე ესპრესოსა და კაპუჩინოს გარეშე?” – აცხადებს იგი.
და მაინც, უნდა დალიოთ არაგაზირებული მინერალური წყალი. ამასთან, აუცილებელი არაა, საკუთარ თავს აუკრძალოთ ყველა ის სასმელი, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.
რა ვჭამოთ
ჭეშმარიტი მიზეზი იმისა, თუ რატომ ინარჩუნებს ჟაკლინი ასეთ ფორმას, არის სწორი კვება: “არასდეოს ვვახშმობ, ნაკლებს ვსაუზმობ და ვსადილობ”. როგორც არანაკლებ ცნობილი იულია ვისოცკაია ამბობს, არ აქვს მნიშვნელობა, რას მიირთმევთ 3 საათამდე, მთავარია, არ ჭამოთ მას შემდეგ – ასე შეგიძლიათ ჭამოთ ყველაფერი, რაც გსურთ.
ჟაკლინის კვება ძალიან ჰგავს კიდევ ერთი იტალიელი ვარსკვლავის, ნორმა უილიამსის კვებას. თავისი ახალგაზრდობისა და დღეგრძელობის საიდუმლოდ მან ნახევარი ბოთლი ღვინო დაასახელა, რომელსაც ყოველდღე მიირთმევენ, ზომიერ კვებასთან ერთად. ვინ იცის, შეიძლება, სწორედ ამაშია იტალიელების სიგამხდრის საიდუმლო?
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ბებია მხოლოდ ორ პროდუქტს იზღუდავს. ესენია რაფინირებული შაქარი და პური. ანუ ხილი, თაფლი და პასტა ისევე რჩება მენიუში, როგორც სალათი.
როგორ მოვუაროთ კანს
სპორტი და ზომიერი კვება ნებისმიერს შეუნარჩუნებს ლამაზ სხეულს, თუმცა, კანის მდგომარეობის კონტროლი უფრო რთულია, ვიდრე წონისა. იტალიელი ბებია თვლის, რომ ყველაზე მთავარია კანის დაცვა ულტრაიისფერი სხივებისგან. ნიღბები, კრემები და შრატები SPF-ის მაღალი შემცველობით უბრალოდ აუცილებელია, ამასთან, საჭიროა საშინაო მოვლა ნატურალური ინგრედიენტებისგან.
დაბოლოს, მისი ელასტიური კანის საიდუმლოა – სტაბილური, 8-საათიანი ძილი ცარიელი კუჭით. არავითარი კოქტეილი, ხაჭო და მაწონი საღამოს. ეს ყველაფერი მსუბუქ, ინტერვალურ შიმშილს გვაგონებს.
ჟაკლინს არც პირადი დიეტოლოგი ჰყავს და არც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. იგი მაქსიმუმ 30 წლისა ჰგონიათ და ანჯელინა ჯოლის ადარებენ, რაც ზომიერი და, ამასთან, უბრალო რაციონის დამსახურებაა, გამომფიტველი დიეტების გარეშე, რომლებიც უფრო მეტად გვნებს, ვიდრე გვარგებს(განსაკუთრებით, სახის კანთან მიმართებით).
მოშურნეები ქალბატონს ბოტოქსისა და პლასტიქური ქირურგიის გამოყენებას სდებენ ბრალად, თუმცა იტალიელი მუდმივად უარყოფს მსგავს ინფორმაციას და ყველას ურჩევს ცხოვრების ისეთ წესს, როგორსაც თავად მისდევს.