როგორ მოვიზიდოთ ფული სახლში, რომ სიღარიბე აღარ გამოცადოთ

4246

ასე თუ ისე უმეტესობა ჩვენგანი სიმდიდრეზე ოცნებობს. დაე, ფულში არ არის ბედნიერება, მაგრამ მისი დახმარებით ოცნებების ახდენა გაცილებით ადვილია. როგორ მოვიზიდოთ ფული სახლში? ამისთვის რა უნდა გააკეთოთ? შესაძლოა ფარული რიტუალი უნდა ჩაატაროთ ან შორეულ სამეფოში ჯადოსნური ლურჯი ჩიტი მოძებნოთ? შესაძლოა, მაგრამ ჩვენ უფრო მარტივ მეთოდებს გთავაზობთ.

„პაპარაცი“ დაგეხმარებათ გაარკვიოთ, თუ რა უნდა გააკეთოთ სახლში ფულის მოსაზიდად. მხოლოდ რამდენიმე წესი უნდა შეასრულოთ. ასევე გთავაზობთ ინსტრუქციას ძლიერი ფულის თილისმის გასაკეთებლად.

როგორ მოვიზიდოთ ფული სახლში

ფული მიდის მასთან, ვისაც ის უყვარს და გამომუშავება სურს. ფულის მიმართ სიყვარული მის გაფლანგვას არ გულისხმობს, არამედ გონივრულად მართვას. უაზრობაა სიმდიდრეზე იოცნებოთ, როცა ავტობუსის ფანჯრიდან მდიდრულ უცხოურ მანქანებს უყურებთ. ფულს გადაწყვეტილების მიმღები ხალხი უყვარს.

თავდაპირველად დაფიქრდით, დამატებითი შემოსავლების მისაღებად თქვენი რომელი ნიჭის გამოყენება შეიძლება. საკუთარი თავი ეძებეთ, საკუთარი თავი სხვადასხვა მხრიდან აღმოაჩინეთ და გამდიდრება სცადეთ. ჩვეულებრივ, სხვისი სიმდიდრის მიმართ შური და და დარდიანი ამოხვნეშა გამომუშავებაში ვერ დაგეხმარებათ. მხოლოდ დადებითი ენერგია და სწორი განწყობა მოგიტანთ წარმატებას.

სანამ სტრატეგიაზე ფიქრობთ და ფულის გამომუშავების მეთოდს ეძებთ, ფულისთვის შესაფერისი პირობები შექმენით. სახლში სწორი ენერგეტიკა უნდა სუფევდეს, მაშინ ფული ხელში თავად ჩაგივარდებათ. მოდით გავარკვიოთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის.

სახლი სიმდიდრის სიმბოლოებით გაავსეთ

მორბენალი წყალი – სიმდიდრის ერთ–ერთი სიმბოლოა. ის ფულის დინებას წარმოადგენს. ითვლება, რომ ზღვის, ოკეანის ან ჩანჩქერის გამოსახულება ფულის მოზიდვას ხელს უწყობს. თუ დიდი ხანია სასტუმრო ოთახისთვის ახალი სურათის შეძენას ფიქრობთ, რაიმე ლამაზი ჩანჩქერის გამოსახულებით მოძებნეთ.

მთავარია, სურათზე დაყენებული წყალი, მაგალითად ტბა ან გუბე არ იყოს გამოსახული. კარგი იქნება, თუ ესაა მჩქეფარე მდინარე ან ზღვის ტალღები. მას უყურეთ და წარმოიდგინეთ, რომ დინებაში თქვენკენ სიმდიდრე მოდის.

გატეხილი ნივთები გადაყარეთ

გატეხილი და დაზიანებული ნივთები გადაყარეთ. განსაკუთრებით, ეს სარკეს ეხება. სარკეს სახლში მოაქვს ის, რასაც არეკლავს. მნიშვნელოვანია, რომ მან ნივთები სწორად არეკლოს.

ასევე მოიშორეთ გაბზარული ჭურჭელი, გატეხილი სტატუეტი, გაფუჭებული ავეჯი. ნებისმიერი დაზიანებული ნივთი ენერგიის სწორ ცირკულაციას ხელს უშლის.

ნათელი განათება ფულის მოსაზიდად

ფულს კაშკაშა სინათლე უყვარს. დღისით მზის სხივებს სახლში შემოსვლის საშუალება მიეცით. იზრუნეთ, რომ ყველა ოთახში მხოლოდ კაშკაშა ნათურები იყოს. წითელი პლაფონი ზედმეტი არ იქნება, კარგი სიმბოლოა.

აკვარიუმი თევზებით მოაწყვეთ

ფენშუის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სახლის ინტერიერში ეს ატრიბუტი სიმდიდრის მოზიდვაში დაგეხმარებათ. აკვარიუმში ყვითელი ან წითელი თევზები მოათავსეთ. არ დაგავიწყდეთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ თევზებს ყოველთვის სუფთა წყალი ჰქონდეთ.

სისუფთავე ფულის მოზიდვაში დაგეხმარებათ

ფულს საერთოდ სისუფთავე უყვარს. რეგულარულად გენერალური დალაგება მოაწყვეთ. ხარახურა მოიშორეთ, რომ ცხოვრებაში ახალი ნივთებისთვის ადგილი გამოჩნდეს. ფანჯრების გასაწმენდად დრო აუცილებლად გამოყავით. ფანჯრების წმენდა – კეთილდღეობის მაგნიტია.

ფულის ხე შეიძინეთ

კრასულა – მცენარე, რომელიც სახლში ფულს ჯადოსნურად იზიდავს. ფენშუის მიხედვით, საკმარისია სახლში ფულის ხე იქონიოთ, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. მცენარე აუცილებლად მოვლილი უნდა იყოს და სწორ ადგილას უნდა დადოთ. ეს არ დაგავიწყდეთ!

დაპირებული რიტუალი, რომელიც ფულის მოზიდვაში დაგეხმარებათ: ის სწორედ ფულის ხეს უკავშირდება. სახლში ფული რომ მოიზიდოთ, განსაკუთრებული რიტუალი ჩაატარეთ. მცენარის დარგვის წინ ქოთანში 6 მონეტა ჩადეთ, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი წარმატებული, ჯანმრთელი და მდიდარი. მწვანე მეგობრის მორწყვის დროს ეს სურათი რაც შეიძლება ხშირად გაიხსენეთ. ეს წარმატებაზე დაგაპროგრამებთ!

თუ სახლში ზრდასრული ფულის ხე უკვე გაქვთ, უბრალოდ მონეტები ქოთანში ჩარგეთ. ეს თილისმა მაინც თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. გონივრული იქნება, თუ წითელ ლენტებს მონეტებთან ერთად ტოტებზე დაკიდებთ. მათი შემხედვარე ყოველთვის იფიქრებთ, რომ ფული თქვენს ხელში თავისით მოდის.

ამ მარტივი წესების დახმარებით ფულის ნაკადი გაუმჯობესდება. მთავარია, ამის გწამდეთ და მაქსიმუმი ძალისხმევა გაწიოთ! დაე, თქვენი ყველა ოცნება ახდეს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს