გარგარი ძალიან სასარგებლო ხილია. ზაფხულში ვერ ვძღებით ამ უგემრიელესი ნაყოფის ჭამით და გვინდა, რომ ეს სიამოვნება მთელი წლით გაგრძელდეს, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. თუმცა, თუ ზამთრისთვის გარგრის კურკებს შემოინახავთ, სასარგებლო ელემენტები შემდეგ ზაფხულამდე გაგყვებათ.
გარგრის კურკების გული
თავად ნაყოფი შეიცავს შაქარს, ვაშლისა და ლიმონის მჟავებს, მინერალებს, კაროტინს, რომელიც ხილს ნაზ ნარინჯისფერში ღებავს. ხილის ქიმიურ შემადგენლობაშია, აგრეთვე, C ვიტამინი და რკინაც, თუმცა, მცირე რაოდენობით. მასში საკმარისი რაოდენობითაა კალიუმი.
თუ ადრე, სასარგებლო გარგრის მირთმევის შემდეგ, კურკებს უბრალოდ ყრიდით, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ასე აღარასდროს უნდა მოიქცეთ, რადგან ეს პროდუქტი ძველი დროიდან ფასობს სამკურნალო თვისებების გამო ინდოეთში, ჩინეთსა და სპარსეთში.
მაგალითად, გარგრის თხილი შეიცავს დიდი რაოდენობით ტოკოფეროლს, რომელსაც E ვიტამინის სახელით იცნობთ. ამიტომ, თხილი ფართოდ გამოიყენება თმისა და მშრალი კანის დამატენიანებელი და მკვებავი ნიღბების დასამზადებლად. თავად კურკა კი ნატურალური სკრაბების შემადგენლობაში შედის.
თხილი შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს. ეს სწორედ ის კარგი მცენარეული ცხიმებია, რომლებსაც არ უნდა მოერიდოთ.
უბრალოდ ნახეთ, რამდენი მიკროელემენტია გარგრის თესლში, რომელსაც ჩვენ დაუნდობლად ვყრით ნაგავში. მის შემადგენლობაშია: კალიუმი, მაგნიუმი, თუთია, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა, РР, А, В, С, F. А ვიტამინები, ეთერზეთები და ტანინები.
სხვათა შორის, თავად თხილი საკმაოდ კალორიულია, თუმცა იგი დიდი რაოდენობით არც უნდა მიირთვათ. 100 გრამ თხილზე 520 კკალ მოდის და შეიცავს 25 გ ცილას, 45 გ ცხიმს, 3 გ ნახშირწყალს. საკმაოდ მკვებავია!
თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ არაა რეკომენდებული დღეში 40 გრამ თხილზე მეტის მიღება, რამდენადაც იგი მცირე რაოდენობით შეიცავს სინილის მჟავას. თუ ძალიან ბევრს მიირთმევთ, გაჩნდება უსიამოვნო შეგრძნებები და შეუძლობა.
როგორ შევინახოთ გარგრის თხილი ზამთრამდე
1. დარწმუნდით, რომ ხელთ გაქვთ საღი კურკები მწიფე გარგრებიდან. მკვახე ნაყოფის კურკა არ გამოგადგებათ.
2. გამოაშრეთ კურკა ლანგარზე, დაწნულ კალათზე ან სხვა ჭურჭელზე. მთავარია, მასთან უხვად მიდიოდეს სუფთა ჰაერი და მშრალ ადგილას მოთავსდეს. ასევე, შეგიძლიათ მზეზეც გამოაშროთ, თუმცა ეს აუცილებელი პირობა არ გახლავთ.
3. ამ სახით კურკები იდეალურად ინახება შემდეგ ზაფხულამდე. კურკა კი საჭიროებისამებრ უნდა გაფცქვნათ (ღია თხილი დიდხანს არ შეინახება).
4. თხილის გაფცქვნის ყველაზე მარტივი მეთოდი ასეთია: მოათავსეთ ხის დაფაზე საჭირო რაოდენობის კურკა და დაახურეთ ქსოვილი. ამის შემდეგ, დაარტყი ჩაქუში და აღარ შეგეშინდებათ, რომ მყარი და ბასრი ნამსხვრევები მთელ ოთახში მიმოიფანტება.
5. გაფცქვნილი თხილი შეინახეთ ქსოვილის ტომარაში ან შუშის ქილაში, მარლის თავსახურით.
ახლა უკვე ორჯერ დაფიქრდებით, სანამ გარგრის კურკებს გადაყრით. ჯანმრთელობას გისურვებთ!