ნამდვილ ხასიათის განმსაზღვრელი წუთიერი-ტესტი.

2031

ქალის ხასიათი აისახება ყველაფერზე, რაც მის გარშემოა. ვინ ხართ თქვენ: კარიერის მიმდევარი თუ მზრუნველი დედა? ჩვეულებრივი თუ არაამქვეყნიური? გულთამპყრობელი თუ ერთგული ცოლი? ამის შესახებ თქვენი სავარცხელი გვიამბობს.

გაიარეთ ეს მცირე, ერთწუთიანი ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი ხასიათის შესახებ. უბრალოდ აირჩიეთ სურათიდან ის სავარცხელი, რომელსაც იყენებთ, და ჩვენ გეტყვით, როგორი ხასიათი გაქვთ.

ქალის ხასიათი მისი არჩევანის მიხედვით

1. ნიმფა

ქალურობისა და სინაზის განსახიერება ხარ. მამაკაცისთვის, უპირველეს ყოვლისა, შთაგონების წყაროს წარმოადგენ. სიმორცხვე, საყვარელი ღიმილი, ჩუმი ხმა და კარგი მანერები გარშემომყოფებს ხიბლავს. არ გახასიათებს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, არასდროს აწყვეტინებ ან ეკამათები.

ტანსაცმელი მხოლოდ ქალურ თვისებებს უსვამს ხაზს. თქვენს გარდერობში, ძირითადად, ფარფატა კაბები, ქვედა ბოლოები, ფერადი ბლუზებია. არ გიხდებათ ოფისის სამსახური, ამიტომ ირჩევთ ხელოვნებას, ბავშვებთან მუშაობასა და ქველმოქმედებას.

2. დამოუკიდებელი ემანსიპე

მკაცრი და პირდაპირი ქალი, რომელიც არასდროს გაურბის პასუხს. არასდროს იცვლით აზრს, არ ღალატობთ პრინციპებს. თქვენი მეგობრები ყოველთვის ენდობიან თქვენს ადეკვატურ შეფასებასა და ფხიზელ ანალიზს, სწორედ ამიტომ, თქვენთან მეგობრობა სასიამოვნოა. მამაკაცებს არაფრით ჩამორჩებით, არ გიყვართ სისუსტეების გამოჩენა. სრულიად დამოუკიდებელი და თვითკმაყოფილი ხართ.

იმ ადამიანთაგანი ხართ, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია კომფორტი ყველაფერში. გარდერობში გაქვთ ულამაზო, თუმცა მოსახერხებელი ფეხსაცმელები, რადგან არასდროს ხართ მზად ასეთ მსხვერპლზე წასასვლელად, თუნდაც ეფექტური გარეგნობისთვის.

3. მომხიბლავი ჩვეულებრივი ქალბატონი

სხვა ქალებს შორის გამოირჩევი სიკეთითა და გახსნილობით. მართალია, ზოგიერთს უბრალო ქალად მიაჩნიხარ, თუმცა თავად კარგად იცი, რომ შენი სული ღრმა და ნათელია. არ ინახავ წყენას და არ აგროვებ ნეგატიურ ემოციებს. ეს განაპირობებს შენს ცხოვრებას ჰარმონიასა და სიმშვიდეში.

შესანიშნავი დიასახლისი ხარ, ყოველთვის სითბოთი იღებ სტუმრებს. დედობა შენთვის უმაღლესი ბედნიერებაა. ქალების ტიპებს შორის, ეს ტიპი ყველაზე ბრძენია.

4. მინიმალისტი

გიჟდები იდეალურ წესრიგზე. ყველაფერი ყოველთვის თაროებზე უნდა იყოს დალაგებული, როგორც სახლში, ისე გონებაშიც. ფულს არ ფლანგავ, არ ავსებ სივრცეს უსარგებლო ნივთებით. ფინანსებს საგულდაგულოდ განაგებ. მოგზაურობა, განათლება, თვითგანვითარება, ჯანმრთელობა – ამ ყველაფრისთვის კი მთელი დანაზოგის დახარჯვასაც არ მოერიდები.

შენ გარშემო შემთხვევითი ადამიანებისთვის ადგილი არაა. ცხოვრების მეგზურსა და მეგობრებს დიდი სიფრთხილით ირჩევ. “არაფერი ზედმეტი!” – შენი ცხოვრებისეული დევიზი. შენს გარდერობში მხოლოდ ხარისხიანი, პრაქტიკული ნივთები და კარგი ფეხსაცმელია.

5. ავანტურისტი

არ გიყვარს ერთ ადგილას ჯდომა, თავისუფლება გწყურია. მუდმივობა შენთვის მოსაწყენია, ამიტომ ხშირად ცვლი ინტერიერს, გარეგნობას, მეგობრებს… თუმცა, არ გაქვს მკაფიო აზრი რაღაცის შესახებ – ისიც მუდმივად იცვლება. ადამიანებს უჭირთ შენთან შეგუება, ამიტომ გვერდითმხოლოდ ყველაზე ერთგული მეგობრები გყავს.

გარდა ამისა, უამრავ ღირსებას ფლობ. ასხივებ სიკეთეს და ყოველთვის მზად ხარ სხვების დასახმარებლად. ბევრი გატაცება გაქვს, ხშირად იცვლი სამსახურს, ცდი ძალებს სხვადასხვა სფეროში.

კონსერვატორი

სტაბილურობა შენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. თავდაჯერებულად მიდიხარ შენი გზით, არ ღალატობ საკუთარ შეხედულებებსა და გემოვნებას. ნებისმიერი ცვლილება და სიახლე გაღიზიანებს. ნაცნობებს კონსერვატიულ ადამიანად მიაჩნიხარ, რადგან კომფორტის ზონიდან შენი გაყვანა თითქმის შეუძლებელია.

გირჩევ, უფრო მოქნილი გახდე და ცხოვრებაში რაღაც ახალი, უჩვეულო გამოსცადო. რამდენიმე მცდელობა რუტინას ნათელ შეგრძნებებს შემატებს.

7. ბიზნესქალბატონი

მიჩვეული ხარ ყველაფრის კონტროლს, ტყუილად კი არ გიჭირავს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია და ოჯახშიც ლიდერობ. ძალა და სიჩქარე, რომლითაც ცხოვრებას მიჰყვები, ხშირად, განიზიდავს ადამიანებს, რადგან მათ იციან, რომ შენთან ხუმრობა არ ღირს. სწორედ ამიტომაა შენი სამეგობრო წრე ამდენად ვიწრო, მასში მხოლოდ მსგავსი პიროვნებები ხვდებიან.

უპირატესობას ანიჭებ ტანსაცმლის მკაცრ, სწორ სილუეტებს, ძვირადღირებულ ქსოვილებსა და აქსესუარებს. ყოველთვის მოდური და თანამედროვე ხარ. პირადი ცხოვრებისთვის დრო არასდროს გყოფნის, ამიტომ დიდი ხანია მარტო ხარ. პარტნიორთან დაკავშირებით მაღალი მოთხოვნები გაქვს. მსგავსი ქალები, ხშირად, სიყვარულს შუა ხნის ასაკში პოულობენ.

კარგია, რომ არსებობს ფსიქოლოგიური ტესტები, რომლებიც გვეხმარება საკუთარ თავისა და გარშემომყოფების გაგებაში. გაგვიზიარეთ თქვენი შედეგი და აუცილებლად მიაწერეთ, რამდენად კმაყოფილი ხართ ტესტით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს