2020 წლის ივლისი: ცვლილებათა პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

3428
ფოტო: Alexas_Fotos on Pixabay / edited by paparazzi.ge

წლის ყველაზე ცხელი დრო დადგა, ახლა სწორედ იმის დროა, გაიგოთ, თუ რა მოხდება 2020 წლის ივლისში, ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ცხოვრებაში. დღეს ჩვენ გიამბობთ, თუ რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ ამ თვეში. ყველაფერი სიყვარულის, წარმატებისა და კარიერის შესახებ!

ანჟელა პერლის რჩევები სავსეა პოზიტივით, მისი წინასწარმეტყველებები კი უამრავლ ადამიანს უკვე დაეხმარა.

2020 წლის ივლისის პროგნოზი

ვერძი

ამ თვეში უნდა მოაწესრიგოთ საქმეები, დოკუმენტები, ჩვევები, კვება და აზრები. ეს ხელსაყრელი დროა ახალი უნარების ასათვისებლად ან ახალი ჰობის შემოსაღებად.

ის, რაც ვერძებმა დიდი ხნის წინ ჩაიფიქრეს, ივლისში ახდება. რაღაც მნიშვნელობაი სიტუაცია ადგილიდან დაიძვრება. მათთვის, ვინც ზღვაზე წასვლას გეგმავს, კარგი ამბავი მაქვს – თვის შუა რიცხვებში ამას მოახერხებენ. დატოვეთ ძველი ტვირთი წარსულში და თამამად გაეშურეთ მომავლისკენ!

კურო

თვის პირველ რიცხვში თავს უამრავი სასიხარულო მოვლენა დაგატყდებათ და დადებითი ემოციების ზღვას მიიღებთ. გაჩნდება სულიერად გაწონასწორების შესაძლებლობა როგორც პირად, ისე კარიერულ ცხოვრებაში.

ივლისის ბოლოს, კუროები უსიამოვნო სიახლეს გაიგებენ. ამაზე ზედმეტად ნუ იდარდებთ, მშვიდად მიიღეთ ცნობა, არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა, იმოქმედეთ გარემოებების მიხედვით.

ტყუპები

ზაფხულის შუა პერიოდი ტყუპებს არ უქადის მნიშვნელოვან მოვლენებს, ყველაფერი მშვიდად, თავისი ტემპით წარიმართება. თუ შვებულების აღება გსურთ, ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა, თუმცა გამორიცხეთ მოგზაურობა წყალთან ახლოს.

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ახლობლებს. სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად, მოაწყვეთ გატვირთვის დღე და გამოალაგეთ ყველაფერი ის, რაც არ გჭირდებათ.

კირჩხიბი

ფინანსურ სფეროში ყველაფერი კარგად წავა – შემოსავალი დაფარავს საჭირო ხარჯებს და შემონახვასაც შეძლებთ. აი, ფულის გასესხებას კი არ გირჩევთ. ეცადეთ, არ გააკეთოთ მსხვილი შენაძენები.

მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტებს, ისინი კარგს არაფერს მოიტანს, გარდა ცრემლებისა და იმედგაცრუებისა. კეთილისმსურველი და თავაზიანი იყავით, წარმატება თქვენს მხარესაა!

ლომი

ივლისში ლომს თავისი პრობლემებისგან გაქცევა და სრულყოფილად დასვენება მოუნდება. შვებულების აღებას შეძლებენ მხოლოდ ისინი, ვინც სამსახურში ყველა სადავო საკითხი გადაჭრა.

ეს ხელსაყრელი პერიოდია საქმიანობისთვის. ჯანმრთელობა იქნება მყარი, ხოლო განწყობა – მეტწილად მაღალი.

ქალწული

როგორც ჩანს, ივლისში ქალწული მაინც შეძლებს ბედნიერების ჩიტის დაჭერას კუდით. ის, ვინც დიდი ხნის წინ დაიწყო თავისი დანიშნულების ძიება, მიხვდება, რა გზით უნდა წავიდეს. ფინანსური კუთხით, ყველაფერი სტაბილურად იქნება. არ წახვიდეთ რისკზე – ეს მოსალოდნელ შედეგს არ გამოიღებს.

ივლისში ამ ნიშანს ექნება ჯანმრთელობის გაუმჯობესების შანსი – ზაფხულის მეორე თვეში, მას მავნე ჩვევების მოშორება გაუმარტივდება.

სასწორი

პრობლემები და სადარდებელი წარსულს ჩაბარდება. 2020 წლის ივლისში, სასწორი თავის მომავალთან შესახვედრად კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ. გაჩნდება მოგზაურობის შესაძლებლობაც. თამამად დაგეგმეთ შვებულება.

დაიცავით წონასწორობა, ეძებეთ ჰარმონიას საკუთარ თავში. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ, თუ სწორად იკვებებით და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას ეცდებით.

მორიელი

მარტოელა მორიელი თავის სიყვარულს იპოვის. ასევე, შესაძლებელია ფეხმძიმობის შესახებ ცნობაც. საყვარელმა ჰობიმ, შესაძლოა, ფინანსური შემოსავალი მოგიტანოთ. ეცადეთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ ისეთ საქმიანობას, რომელიც შთაგაგონებთ.

მორიელს გაუჩნდება შანსი, გაზარდოს შემოსავლის დონე და შეიძინოს ის, რაზეც დიდი ხნის წინ ოცნებობდა. დატკბით ხელსაყრელი პერიოდით!

მშვილდოსანი

თვის პირველი ნახევარი მოლოდინისა და დაგეგმვის დროა. ახალი სამსახურის ძიება 13 ივლისიდან დაიწყეთ. მიიღეთ საკუთარი ძალა, ირწმუნეთ საკუთარ თავში – ყველაფერი გამოგივათ.

ივლისის ბოლო კვირა კარგ ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. მიზნების მისაღწევად, დაიწყეთ ახალი უნარების ათვისება. სასარგებლო იქნება მცირე პაუზა, ზღვაზე დასვენების სახით.

თხისრქა

ნუ იტრაბახებთ წარსულით, ამ თვეში საშინელი ცვლილებები გელოდებათ და ეს მშვიდად უნდა მიიღოთ. მიჰყევით დინებას, ხოლო, როცა სიტუაცია დალაგდება, შეძლებთ მოდუნებასა და პირადი სიამოვნების მიღებას. მთავარია, არ დაგეგმოთ ახლა რამე მასშტაბური, რამდენადაც ივლისი თქვენთვის არ იქნება მდიდარი სარფიანი შესაძლებლობებით.

სამაგიეროდ, ეს თვე გპირდებათ ბევრ ახალ შეხვედრას. ეს კარგი პერიოდია ხელშეკრულებების დასადებად (13 ივლისის შემდეგ). ჯანმრთელობა არ გიღალატებთ!

მერწყული

2020 წლის ივლისის პირველ ნახევარში, ეს ნიშანი დატკბება დასვენებითა და მოდუნებით. თქვენს ცხოვრებაში, თითქოს ჯადოსნური ჯოხით, შემოვა სიყვარული, ფული და წარმატება.

ეს თვე მდიდარი იქნება ფინანსური შემოთავაზებებით. ნუ ეტყვით უარს მათ, ვინც დახმარებას გთხოვთ, რადგან, ვინ იცის, იქნებ ეს დახმარება უფრო მეტ შემოსავალს მოგიტანთ. ყურადღებით იყავით ჯანმრთელობასთან, ნუ შეჭამთ ზედმეტს და არც ფიზიკური სავარჯიშოების შესახებ დაივიწყოთ. დილაობით ვარჯიში სიმხნევესა და ბევრ ენერგიას მოგიტანთ.

თევზები

ივლისში, თევზების დიდი ნაწილი დაუახლოვდება ოჯახის წევრებს, პარტნიორს. მარტოხელა თევზი შეხვდება ადამიანს, რომელთანაც მყარი რომანტიკული კავშირის გაბმას შეძლებს. მანამდე, მას გაუჩნდება შანსი, დატკბეს თაყვანისმცემლების ყურადღებით.

ზაფხულის მეორე თვეს მოგიხდებათ მნიშვნელოვანი დავალების შესრულება. იგი გადატვირთული იქნება სამუშაოთი, თუმცა ეს პროდუქტიული და სასიხარულო იქნება.

ამ თვის პროგნოზი, აგრეთვე, ამბობს: “ამ ზაფხულის შუა პერიოდი რომ პროდუქტიულად განვლოთ, არ დაკარგოთ საკუთარი თავი, შეინარჩუნეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობა შეგაძლებინებთ პერსპექტიული საქმიანი კონტრაქტების დადებას, პირადი შემოქმედების წინ წაწევას, მარტოობის დაძლევასა და ფულთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს