ბაბაგანუში საოცრად არომატული და მსუყე კერძია, რომელიც ძალიან უყვართ ებრაელებს, ეგვიპტელებსა და თურქებს. იგი ღია ცეცხლზე გამომცხვარი ბადრიჯნისგან მზადდება და ზავდება სეზამის პასტით, მაწვნით, ნივრითა და ლიმონის წვენით. კალორიების სურნელოვანი თაიფული აღმოსავლეთის გემოვნურ პალიტრას ავსებს და კერძს განსაკუთრებულ პიკანტურობას მატებს.
ქართულად “ბაბა” ნიშნავს მამას, ხოლო “განუშ” – ყველის ან მარცვლეულის დასატკეპნ ქვას. ბაბაგანუში შეგიძლიათ მიირთვათ პირდაპირ – მასში ამოავლოთ კიტრის ან ტკბილი წიწაკის ლებანი, წაუსვათ ბუტერბროდებს ან დაუმატოთ სხვა კერძებს, როგორც სოუსი.
როგორ გამოვაცხოთ ბადრიჯანი
კლასიკური ტექნოლოგიით, ბადრიჯანი ღია ცეცხლზე ხვება. აგარაკის პირობებში, ამის გაკეთება მაყალში ან გრილზე შეიძლება. ბინაში, ჩვეულებრივ, ღუმელს ან მიკროტალღურს იყენებენ. შეგიძლიათ ბადრიჯნის მომზადება პირდაპირ გაზქურაზეც, ღია ცეცხლის ეფექტის იმიტირებით. ამ რეცეპტში აღწერილია ღუმელში მომზადების მეთოდი.
ინგრედიენტები
- 4 ბადრიჯანი
- 5 ს.კ. სეზამის თესლი ან ტაქინის პასტა.
- 100 მლ სქელი თურქული მაწონი
- 2 კბილი ნიორი
- 2 ს.კ. ლიმონის წვენი
- 0.5 ჩ.კ. დაფქული ქინძი
- 0.5 ჩ.კ. კუმინი (ზირაკი)
- 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- გარეცხეთ ბოსტნეული და რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ ჩანგლით, გაახვიეთ ფოლგაში, მოათავსეთ ღუმელში და აცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთით.
- სეზამის მარცვლები მშრალ ტაფაზე მოხალეთ ოქროსფრამდე. ჩაყარეთ ბლენდერში, დაუმატეთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა. შეგიძლიათ მზა ტაქინის პასტის, სეზამის ფქვილის ან ბერძნული კაკლის გამოყენებაც.
- აცადეთ გამომცხვარ ბადრიჯანს გაგრილება, გაჭერით ვერტიკალურად და გამოფხიკეთ რბილობი კოვზით. თუ ბადრიჯნის კანი რბილი და ნაზია, შეგიძლიათ, არც მოხსნათ.
- მოათავსეთ ბადრიჯნის რბილობი ბლენდერში, დაუმატეთ სეზამის პასტა, მაწონი, ნიორი, ზეთი, ლიმონის წვენი და სანელებლები. აქციეთ ეს ყველაფერი ერთგვაროვან პიურედ.
- ბადრიჯნის სოუსი მზადაა. მოათავსეთ ლამაზ ჭურჭელში, მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ მწვანილი.
გემრიელად მიირთვით! კერძი მაცივარში 1 კვირამდე ინახება. ასევე, შეგიძლიათ იგი ერთბაშად დიდი რაოდენობით მოამზადოთ და გაყინოთ ულუფებად. ასე იგი 3-4 თვეს გასტანს, გემოვნური თვისებები კი არ შეეცვლება.
მიიღეთ ზაფხულისგან მხოლოდ საუკეთესო, იკვებეთ სწორად და გემრიელად! აუცილებლად გაუზიარეთ რეცეპტი საუკეთესო მეგობრებს.