რატომ ზიანდება სახის კანი ნიღბის გამო

211

რის გარეშე არ გადიხართ ქუჩაში? ალბათ, ესაა სმარტფონი, გასაღები, დოკუმენტები და სახის დამცავი ნიღაბი. დიახ, სავარაუდოდ, ეს აქსესუარი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდხანს დარჩება. ზოგიერთისთვის კი საერთოდ მოდის აქსესუარად გადაიქცევა. სამწუხაროდ, აუცილებელი დაცვის საშუალება კანის მდგომარეობაზე დამღუპველ გავლენას ახდენს. უსიამოვნო პრობლემების თავიდან ასაცილებლად უნდა იცოდეთ, თუ როგორ ატაროთ სახის ნიღაბი.

ასეთი აქტუალური თემა შეუძლებელია „პაპარაცს“ გამორჩენოდა. დღეს გიამბობთ, რა შეიძლება გამოიწვიოს სახის ნიღბის ყოველდღე ტარებამ და რა წესები უნდა დაიცვათ, რომ სახის კანი სუფთა, რბილი და ბზინვარე დარჩეს. ასევე გთავაზობთ შინაურული ნიღბის რეცეპტს, რომელიც კანის კარგად დატენიანებასა და დამშვიდებაში დაგეხმარებათ.

როგორ უნდა ვატაროთ სახის ნიღაბი

რა არის „მასკნე“

გოგოებმა მხოლოდ ყურმოკვრით არ იციან, თუ რა არის აკნე. უსიამოვნო გამონაყარი და ანთება ასე თუ ისე ყველას სახტად გვტოვებს. მაგრამ რა კავშირი აქვს მსგავს უსიამოვნებებს დამცავ ნიღაბთან? ყველაფერი ძალიან მარტივია. ალბათ, შეგიმჩნევიათ გამონაყარის გამოსვლა აკნეზე, ცხვირის ძგიდეზე ან ლოყებზე. ეს ე.წ. „ნიღბის“ ზონებია, რომლებიც ნიღბის ზემოქმედებას ყველაზე მეტად განიცდიან.

სპეციალისტები ჟარგონულ ენაზე ასეთ გამონაყარს „მასკნეს“ უწოდებენ. თავად სახელი ამბობს, რომ პრობლემის მიზეზი სახის ნიღაბია. ამერიკული სამედიცინო რესურსი Health მასკნეს განსაზღვრავს როგორც აკნეს, რომელიც ჩნდება ნიღბის და კანის ხახუნის ადგილებში, ასევე ქსოვილის სახეზე შეხების ადგილას. გარდა ამისა, ნიღაბში სუნთქვით ტენიანობა მატულობს, რაც აკნეს გასაჩენად, ფორების დასაბინძურებლად და შავი წერტილების წარმოსაქმნელად მკვებავ გარემოს ქმნის.

როგორ ავიცილოთ თავიდან კანის პრობლემები

მასკნემ რომ არ შეგაწუხოთ, სახის ნიღბის სწორად ტარება უნდა იცოდეთ. სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივადაა. მთავარი წესი: ჰიგიენა და კიდევ ერთხელ ჰიგიენა. თუ ნაჭრის ნიღაბს იყენებთ (მაგალითად, მე თავად შევიკერე), აუცილებლად ყოველდღე გარეცხეთ. გარეცხვის შემდეგ კარგად დააუთოეთ და დამატებით დაორთქლეთ. ასე დამშვიდდებით და ნიღაბიც 100%–ით უსაფრთხო იქნება. თუ უპირატესობას ერთჯერად ნიღაბს ანიჭებთ, რაც შეიძლება ხშირად გამოცვალეთ ან ტარების შუალედებში გაანიავეთ.

გარდა ამისა, სპეციალისტები გირჩევენ სხვადასხვა სპა–პროცედურები ზედმეტად არ გამოიყენოთ. მაგალითად, ბევრი ნიღბის, სკრაბის, შრატის და სხვა პროდუქტების გამოყენება. ყოველდღიური სილამაზის რუტინა კანის ტიპის შესაბამისად სწორად დაბალანსებული უნდა იყოს.

ზედმეტი მოვლით კანის დამცავი ბარიერი შეიძლება გაანადგუროთ. თუ დაცვის გაძლიერება გსურთ, გამოიყენეთ დელიკატური გამწმენდი საშუალება, კრემები კერამიდებით და ტონიკი სალიცილის მჟავით. გარდა ამისა, შინაურული სახის ნიღაბი არავის აუკრძალავს. მის შემადგენლობაში დარწმუნებული იქნებით, რადგან თავად მოამზადეთ.

შინაურული დამატენიანებელი სახის ნიღაბი

სახის ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება. მის შემადგენლობაში მინიმუმი ინგრედიენტები შედის. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ 1-2 წუთი. ნიღაბში ზეთოვანი A ვიტამინი შედის. მის შეძენას ნებისმიერ აფთიაქში მარტივად შეძლებთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 0,5 ახალი კიტრი
  • 1 ჩ/კ A ზეთოვანი ვიტამინი
  • 1 ს/კ არაჟანი ან ნატურალური იოგურტი

მომზადება:

1. ახალი კიტრი სახეხზე გახეხეთ. შემდეგ A ვიტამინი და არაჟანი ან ნატურალური იოგურტი აურიეთ.

2. მიღებული ნარევი წინასწარ გასუფთავებულ სახეზე წაისვით. ეს მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიღაბი სასურველ შედეგს ვერ მოგცემთ. ნიღაბი 15-20 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი წაისვით.

ახლა უკვე ზუსტად იცით, თუ როგორ ატაროთ სახის დამცავი ნიღაბი სწორად. ვიმედოვნებთ, ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას მეგობრებს დაუყონებლივ გაუზიარებთ. ნებისმიერი პრობლემა სჯობს თავიდან აიცილოთ, ვიდრე შედეგებს ებრძოლოთ. სწორედ ამიტომ, ზაფხულის მცხუნვარე დღეების მიუხედავად საზოგადოებრივ ადგილებში რაც შეიძლება იშვიათად ისეირნეთ. სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის ტყე ან ტბა აირჩიეთ! ასე ნიღბის ტარება არ მოგიწევთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს