ზაფხული ყველა გაგებით ცხელი სეზონია. ვისაც მცირე ნაკვეთი აქვს, მან იცის. აქ სარეველა უნდა მოჭრათ, იქ მავნებელი მოიშოროთ, ასევე აუცილებელია გამოკვება, გადაჭრა და მორწყვა. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მცენარეების მოვლაზე მთელ ზაფხულს ხარჯავთ, მოსავალი კი არაა. არადა როგორ გვსურს ბოსტანში შთამბეჭდავი ზომების მსხვილი ხახვის და ნივრის აღმოჩენა.
გამოცდილი მებოსტნეები თაობიდან თაობას გადაცემენ ტექნოლოგიას, რომელიც მსხვილი ნივრის და ხახვის გაზრდას ხელს უწყობს. ამასთან კვლების ჩვეულებრივ მოვლას არავინ აუქმებს. ყველა მცენარეებს რწყავს და სარეველებს იშორებს, მაგრამ მათი მოსავალი შთამბეჭდავი ზომებით განსხვავდებით. აი, რაში მდგომარეობს ხრიკი!
მსხვილი ხახვი და ნიორი სახლის პირობებში
შუა ზაფხულში მეაგარაკეებმა და მებოსტნეებმა თავისი საგაზაფხულო საქმიანობის შედეგები აღმოაჩინეს. თუ შინაურული ყაბაყი, ბადრიჯანი და კიტრი უკვე შეგიძლიათ მიირთვათ, ხახვის და ნივრის მოსავლის ლოდინი მოგიწევთ.
სანამ ნაყოფები მომწიფების პროცესშია, გირჩევთ მოსავლის ზომების გასაზრდელად ბაბუების მეთოდი გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, თქვენთვის ცნობილია კარტოფილის გაზრდის ტექნოლოგია „მიწის შემოყრა“. მსხვილი ნივრის და ხახვის გასაზრდელად ზუსტად საპირისპირო ტექნიკა უნდა გამოიყენოთ.
თითოეული ხახვის და ნივრის ირგვლივ ნიადაგი უნდა გააფხვიეროთ და ნაყოფიდან დააშოროთ. ამრიგად თავებს მიწისგან გაათავისუფლებთ და უფრო მეტ ჰაერს, მზეს და ტენს მიაწვდით. გარდა ამისა, ზრდის პროცესს გაამარტივებთ.
ტექნოლოგია პრაქტიკაში
ტექნიკა გამოიყენება მშრალ ნიადაგში, როცა ხახვის და ნივრის თავები უკვე ფორმირებულია. თქვენ შეგიძლიათ ნიადაგი გააფხვიეროთ ან მოაშოროთ ხელით ან ფოცხით, რომელიც უფრო სწრაფია. მეორე შემთხვევაში ფრთხილად იყავით, რომ ნაყოფი არ დააზიანოთ.
თითოეული თავის ირგვლივ წრიულად უნდა ამოთხაროთ ისე, რომ ხახვის ნახევარი ან მესამედი ნაწილი მიწისგან გაათავისუფლოთ. ტექნიკის უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ნაყოფი მორწყვის და წვიმის დროს უფრო მეტს ტენს იღებს. ამრიგად, მსხვილი ნიორი და ხახვი იზრდება.
როგორც უკვე მიხვდით, მხოლოდ ამ ტექნოლოგიის გამოყენება მსხვილი ხახვის და ნივრის მისაღებად საკმარისი არაა. მოსავალზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. არ იფიქროთ, რომ ეს ძალიან ძნელი საქმეა. თუ კვლებს ყოველდღე ნახევარ საათს დაუთმობთ, მცენარე მოვლილი იქნება და ნაყოფით გაგახარებთ. თქვენ როგორ ზრდით ხახვს და ნიორს? გამოცდილება გაგვიზიარეთ!