ეს ჩაი მართლა იმდენად სასარგებლოა, როგორც სათაურშია აღწერილი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ზოგიერთი პროდუქტი მხოლოდ გარკვეულ ადგილასაა ცნობილი. მაგალითად, სლავები, ჩინეთიდან ჩაის შემოტანამდე, თხაწართხალას ჩაის სვამდნენ. თავისი სასარგებლო თვისებებით, იგი არაფრით ჩამოუვარდება ჩვეულებრივ ჩაის. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ პოპულარობა თანდათან დაკარგა. ადრე, მეფეების დროს, იგი სხვა ქვეყნებშიც გაჰქონდათ, თანაც დიდი რაოდენობით. დღესაც გაჩნდნენ ენთუზიასტები, რომლებსაც თხაწართხალას წარმოევის განახლება სამრეწველო მასშტაბით სურს.
რაც შეეხება დღეგრძელთა სასმელს, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რასაც სხვა ქვეყნების მაცხოვრებლები მიირთმევენ. ამბობენ, რომ სწორედ კურკუმიანი ჩაის დახმარებით, ამ ქვეყნების მოსახლეობა 100 წლამდე აღწევს.
ჩაი თაფლითა და კურკუმათი
თუ სამზარეულოში ეს ყვითელი სანელებელი არ გაქვთ, მაღაზიაში მომდევნო წასვლისას აუცილებლად მოიმარაგეთ. კურკუმას სარგებელი ძველი დროიდანაა დამტკიცებული. მაგალითად, იგი ათეთრებს კბილებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ყვითელი ფერისაა. მისგან უამრავი სახის სამკურნალო მასას ამზადებენ. რაც შეეხება ხსენებულ სასმელს, იგი იაპონიაში ძალიან პოპულარულია.
იაპონური კუნძული ოკინავა იმითაა ცნობილი, რომ მასზე უამრავი დღეგრძელი მოხუცი ცხოვრობს. თუ მაცხოვრებელთა საშუალო ასაკს ავიღებთ, იგი ძალიან მაღალია – მამაკაცებში 88-89 წელი, ხოლო ქალებში – 90-93. ამ კუნძულის მოსახლეობას სწამს, რომ ასეთი მაჩვენებელი სწორედ კურკუმას ოქროსფერი ჩაის მოხმარების დამსახურებაა.
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა მდუღარე წყალი ან ცხელი რძე
- 1/4 ჩ.კ. კურკუმა
- თაფლი
- ლიმონი
მომზადება და გამოყენება
- ჩაასხით ჭიქაში სითხე, დაუმატეთ კურკუმა. თუ ტკბილი ჩაი გიყვართ, დაუმატეთ თაფლი.
- ჩაის წყალზე დაყენების შემთხვევაში, დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონი. რძეში ლიმონი, ალბათ, ზედმეტი იქნება. დაახურეთ მჭიდროდ თავსახური და დააყენეთ 5-7 წუთით.
- მიირთვით ჩვეულებრივი ჩაის მსგავსად. გასინჯეთ, იქნებ ეს სასმელი უფრო მოგეწონოთ და რეგულარულად მიირთვათ.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ჩაი არამხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივებაში, არამედ გახდომაშიც დაგეხმარებათ. ჯანმრთელობას გისურვებთ!