როგორ მოვუაროთ ხალებს და რომელი მათგანია სახიფათო: დერმატოლოგის და ონკოქირურგის რჩევები

756

ყოველწლიურად კანის სიმსივნე, მელანომა სულ უფრო მეტ ადამიანს აქვს. სინამდვილეში, ეს ერთ–ერთი ონკოლოგიური დაავადებაა, რომლის აღმოჩენა დამოუკიდებლად, სარკეში ჩახედვით შეიძლება.

ხალი სხეულის მიმზიდველი ნიშანი თუ საფრთხეა, რომელსაც საკუთარი კანით ვატარებთ? ის სახიფათოა იმით, რომ მისგან შეიძლება მელანომა წარმოიქმნას. სიმსივნის წარმონაქმნის თავიდან ასაცილებლად, ხალის მდგომარეობა უნდა აკონტროლოთ ანუ უნდა შეამოწმოთ სწორი ფორმა და ნორმალური ფერი თუ აქვს.

სპეციალისტები თვეში ერთხელ სხეულის შემოწმებას გირჩევენ. აღნიშნავენ ოქროს წესს „აკორდს“ – ნიშნების სია, რომლითაც ავთვისებიანი ხალის განსაზღვრა შეიძლება:

  • A – ასიმეტრია
  • K – კიდეები
  • O – შეფერილობა
  • R – ზომა
  • D – დინამიკა

„ხალი ერთფეროვანი, თანაბარი და სიმეტრიული კიდეების მქონე, ზომაში არა უმეტეს 1 სმ უნდა იყოს. თუ მისი ცვლილება, სისხლდენა ან სხვა რამ შენიშნეთ, სპეციალისტსს უნდა მიმართოთ – ეს შეიძლება იყოს დერმატოლოგი ან დერმატოონკოლოგი“ – ამბობს დერმატოლოგი ოლგა იგნატევა ერთ–ერთ სატელევიზიო გადაცემაში.

ნევუსი (ხალის მეორე სახელი) შეიძლება ხალის დაზიანების ან ულტრაიისფერი დასხივების შედეგად მელანომად გარდაიქმნეს. კარგად უნდა შეამოწმოთ ხალი, რომელიც ახლახანს შენიშნეთ.

ბევრი ხალის არსებობისას რუჯის მიღებაზე სჯობს საერთოდ უარი თქვათ. თუ მაინც მზეზე იმყოფებით, აუცილებლად მზისგან დამცავი კრემი გამოიყენეთ, რომ ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან თავი დაიცვათ. ხალების საკონტროლოდ საუკეთესო მეთოდი დერმატოსკოპიაა.

„ჩვენ ვამოწმებთ სისხლძარღვების კომპონენტს, პიგმენტაციას, ფერების რაოდენობას, ასევე სიმეტრიულ განაწილებას. ასევე არსებობს ოპცია „ხალების რუკა“ – სტანდარტული რაოდენობის სურათების გადაღება ხდება, შემდეგ სხეულის ანალიზის ოპციას ვრთავთ და პროგრამა ავტომატურად აანალიზებს“ – კომენტარს აკეთებს სერგეი ვასილენკო, დერმატოონკოლოგი და ონკოქირურგი.

ექიმი პროცედურის ჩატარებას წელიწადში ერთხელ გირჩევთ. ასეთი დიაგნოზის ფასი დაახლოებით 120 დოლარია. თქვენ შეგიძლიათ ოჯახის ექიმს მიმართოთ, რომელიც დერმატოლოგთან უფასო კონსულტანციისთვის მიმართვას მოგცემთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს