ზაფხულში მნიშვნელობა არ აქვს, ელიტურ კოტეჯში ცხოვრობთ თუ ძველი “ხრუშოვკის” ბოლო სართულზე, პატარა ბინაში – მზე ერთნაირად, უხვად ანათებს მათ თავისი სხივებით.
და თუ თანამედროვე სპლიტ-სისტემის მფლობელები სახლში ტემპერატურის კონტროლს ახერხებენ, როგორ მოიქცნენ ისინი, ვისაც ცხოვრებამ არ არგუნა ამ ტექნიკის შეძენის საშუალება?
კომფორტულ დასვენებას ყველა იმსახურებს. გთავაზობთ 10 ხერხს, რომლებიც ბინის ხელმისაწვდომი საშუალებებით გაგრილებაში დაგეხმარებათ.
1. შედგით მაცივარში (საყინულეში) ორი ორლიტრიანი პლასტმასის ბოთლი, გავსებული წყლით. ოთახის კუთხეში მოათავსეთ ელექტრომარაო (ვენტილატორი). წყლის გაყინვის შემდეგ, ბოთლები გამოიღეთ და მოათავსეთ მარაოსთან ახლოს. შემოწმებულია – ოთახში ტემპერატურა რამდენიმე წუთში 2-3 გრადუსით შემცირდება.
2. სიცხეს რამდენადმე შეამცირებს ფოლგა, რომელიც ფანჯრის შუშაზე მაგრდება. მეთოდს თავისი უარყოფითი მხარებიც აქვს – ნიქტოფობიის (სიბნელის შიშის) მქონეთათვის, ფანჯრების ასე დაბნელება კატეგორიულად შეუფერებელია.
3. მათთვის, ვინც ზაფხულში “პოლარული ღამისთვის” მზად არაა, მწარმოებლებმა შექმნეს ჟალუზები: ალუმინის, ხის ან ქსოვილის. მათი დახმარებით, ოთახში მზის შუქის მოხვედრას მარტივად დაარეგულირებთ, რაც ტემპერატურულ მაჩვენბელზეც აისახება.
4. უზბეკეთში, სადაც ტემპერატურა ივლისში 48 გრადუს აღწევს, დიასახლისები სახლს დღეში ორჯერ ალაგებენ სველი წესით. იქაურმა მოსახლეობამ დიდი ხნის წინ შენიშნა, რომ ეს მარტივი საშუალება ზაფხულის ხუთვას რამდენადმე ამარტივებს.
5. დაკიდეთ ბამბის სველი ზეწარი ოთახში საღამოსკენ, როცა უკვე ბნელდება. დღისით მეთოდი ნაკლებად ეფექტურია – ცივი წყალი, რომელშიც ზეწარს ავლებთ, სწრაფად თბება და ორთქლდება, რაც ოთახს საუნად აქცევს.
6. დაგეხმარებათ წყლით სავსე ვარცლი, რომელშიც ყინულები ცურავს. ასეთი ხელნაკეთი გამაგრილებელი, რომელსაც საღამოს საწოლთან დაიდგამთ, პატარა ოთახში ტემპერატურას 3-4 გრადუსით შეამცირებს.
7. საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელიდან გამორთვას მხოლოდ ხელის მოძრაობა სჭირდება. სხვათა შორის, მუშაობისას, ისინი გარშემო წარმოქმნის სითბურ კონტურს, რომელიც სიგრილეს ხელს უშლის. ჩართეთ ტექნიკა მხოლოდ საჭიროებისამებრ – განსხვავებას მაშინვე იგრძნობთ.
8. სიცხესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ შემდეგი რამ: უბრალოდ გაიტანეთ ოთახიდან ზედმეტი ავეჯი, აგრეთვე, წვრილი ნივთები, რომლებსაც მუდმივად მტვრის გადაწმენდა სჭირდება. იკითხავთ, რა კავშირშიაო? მარტივია: გაიტანეთ ხალიჩა და ფეხშიშველა გაიარეთ გრილ, ახალმოწმენდილ იატაკზე ისე, რომ ფეხს არაფერს წამოკრავთ, სასიამოვნოა, არა? თავისუფალი ოთახის დალაგება და განიავება უფრო მარტივია, ესე იგი, მასში სუნთქვაც გაგიმარტივდებათ.
9, როცა თავად ვარეგულირებთ ისეთ მნიშვნელოვან მაჩვენებელს, როგორიცაა ოთახის ტენიანობა, კანი და ლორწოვანი გარსი არ შრება და არც სითბური დარტყმა გვემუქრება. აიღეთ ხელში ჩვეულებრივი შხეფიანი ბოთლი და შეაშხეფეთ წყალი გარშემომყოფებსაც და საკუთარ თავსაც. ასე არამხოლოდ სიცხეს გადაურჩებით, არამედ განწყობასაც აიმაღლებთ.
10. ბოლო ხრიკი ექსტრემალებისთვის: თუ ცხარე გიყვართ, გამოიყენეთ ბედუინების ეშმაკობა. კარგად გაგრილებისთვის, უდაბნოს მოსახლეობა მიირთმევს ძალიან ცხარე წიწაკას. ასეთი საკვების შემდეგ, ისინი უხვად ოფლიანდებიან, ესე იგი, კარგავენ სითბოს.
თქვენ როგორ ებრძვით სიცხეს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.