თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთ ყოველდღიურ პრობლემად იქცა ტანსაცმელზე მიწებებული საღეჭი რეზინი. ეს შეიძლება მოხდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან სკვერში, სკამზე. ნუ ჩაიქნევთ ხელს, თუ მსგავსი უსიამოვნება შეგემთხვათ – არსებობს უამრავი ვარიანტი მის გადასაჭრელად.
სიცივის გამოყენება
ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ვარიანტია ტანსაცმლის გაყინვა. ამისთვის მოათავსეთ იგი ცელოფანში და გაყინეთ 1 საათით. ამ დროში კევი გაიყინება და თავისით მოსძვრება. თუ ასე არ მოხდა, ფრთხილად ჩამოფხიკეთ ნებისმიერი მყარი ნივთით.
კევის მოშორება შეიძლება ყინულითაც. დაადეთ რეზინს ყინული ისე, რომ ეს ადგილი დაიფაროს, აცადეთ გამაგრება, აიღეთ ნებისმიერი მყარი ჯაგრისი და ფრთხილად მოაშორეთ იგი.
სიცხის გამოყენება
კიდევ ერთი გავრცელებული მეთოდი საღეჭი რეზინის მოსაშორებლად გახლავთ უთო. დასაწყისისთვის, აიღეთ და გაახურეთ მოწყობილობა. დაბინძურებული ადგილის უშუალო დაუთოება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება – აუცილებლად დაადეთ მარლა, მშრალი ხელსახოცი ან სუფთა ქსოვილი. რეზინის მოშორების შემდეგ რჩება ლაქა, რომელსაც ნებისმიერი ლაქების ამომყვანით გაუმკლავდებით.
ჩვეულებრივი ფენიც შესანიშნავი დამხმარეა ამ პრობლემის დროს. საქმე ისაა, რომ ცხელი ჰაერი აშრობს კევს, შესაბამისად, ეს უკანასკნელი კარგავს წებოვან თვისებას და მარტივად იხსნება. ჩართეთ მოწყობილობა და გაუკეთეთ თავაკი. თუ კომპლექტში იგი არ აქვს, აუცილებელი არაა. ჩარტთ ცხელი ჰაერის რეჟიმი. დაამუშავეთ ტანსაცმელი დაბინძურებულ ადგილას. საღეჭი რეზინი აშრეთ მანამ, სანამ ელასტიურ თვისებებს არ დაკარგავს და არ გახმება.
ცხელი ჰაერი ან ორთქლი მარტივად მოაშორებს ტანსაცმელს კევს. უბრალოდ, ამ მეთოდს სჭირდება კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც 100 გრადუსამდე ადუღებულ წყალს ასხამს იმ ადგილს, რომელზეც კევია მიწებებული, მეორე კი ამავდროულად წმენდს მას მყარი ჯაგრისით. უკეთესი ეფექტისთვის, ტანსაცმელი ჭუჭყიანი ადგილით მოათავსეთ მდუღარე წყლით სავსე ჭურჭელში და დაელოდეთ რამდენიმე წუთით. ტანსაცმლის ამოუღებლად, წამოდეთ მას რამე ბასრი საგანი. შემდეგ გამოაშრეთ და, საჭიროებისამებრ, გაიმეორეთ.
საშინაო ქიმიური წმენდა
- აცეტონი საკმაოდ აგრესიული საშუალებაა, ამიტომ მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართეთ, თუ “მსუბუქი” მეთოდები შედეგს არ იღებს. ასევე, მისი გამოყენება მხოლოდ მკვრივ ქსოვილებზე შეიძლება. კევს წაუსვით ცოტაოდენი აცეტონი, კარგად დაალბეთ და გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.
- ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია ნიშადურის სპირტიც. აიღეთ ფლაკონი და ბამბის დისკი. ჩაალბეთ იგი სითხეში ისე, რომ კონცენტრირებული არომატი არ შეისუნთქოთ. დაადეთ ბამბა ლაქას 30-60 წუთით.
- გაათბეთ სუფრის ძმარი, მოათავსეთ მასში საშუალო სიმტკიცის კბილის ჯაგრისი და გაწმინდეთ ჭუჭყი ფრთხილი მოძრაობებით. თუ ლაქის მოშორება შეძელით, გარეცხეთ ჯინსები. სუფრის ძმარი რეკომენდებულია დელიკატურ და თხელ ქსოვილებზე გამოყენებისთვისაც.
- ბენზინი ოპტიმალური საშუალებაა მათთვის, ვისაც ტყავის ან სხვა ტანსაცმლის გაწმენდა სურთ სახლის პირობებში. ერთადერთი, რაც ყურადღებას იქცევს, არის ნავთობპროდუქტის მძაფრი სუნი, რომლის გამოც შემდეგ სახლი კარგად უნდა განიავდეს. მოასხით ბენზინი საღეჭ რეზინს, რამდენიმე წუთში კი გაწმინდეთ რბილი ჯაგრისით.
თქვენ გამოგიცდიათ რომელიმე საშუალება ზემოხსენებულთაგან? რომელი იყო ყველაზე ეფექტური? კიდევ რომელი მსგავსი საშუალება იცით საღეჭი რეზინის მოსაშორებლად? გაგვიზიარეთ გამოცდილება.